Vivus.ge-ს ბლოგის საახალწლო პოსტებში უკვე არაერთხელ იყო ნახსენები, მაგრამ კიდევ ერთხელ გიამბობთ, რომ საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია დაამკვიდრა გერმანელმა საეკლესიო პირმა და ფილოსოფოსმა მარტინ ლუთერმა.
პირველი ნაძვის ხე ლუთერის სახლში 1513 წელს, მას შემდეგ მოირთო, რაც მარტინ ლუთერს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერისას, მსგავსი სილამაზის სახლში მოწყობის იდეა გაუჩნდა.
მას შემდეგ 500 წელზე მეტი გავიდა და დღეს ნაძვის ხე მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს დღესასწაულის განუყრელ ნაწილს.
ზოგიერთებმა ნაძვის ხის სილამაზე და ორიგინალური მორთულობა ხელოვნების დონეზე აიყვანეს, ზოგმაც მის მოკაზმვაზე კოლოსალური თანხების დახარჯვაც გადაწყვიტა და ამ სტატიაში სწორედ ამ უკანასკნელზე გიამბობთ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვისხეების სიაში პირველ ადგილზეა დუბაიში, სასტუმრო EMIRATES PALACE-ში მდებარე ნაძვის ხე, რომელიც მაღალი ფასის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
EMIRATES PALACE-ის ნაძვის ხე 12 მეტრი სიმაღლისაა. მხოლოდ ხის ფასი 10 ათასი დოლარი გახლავთ, მისი მოსართავების საერთო ღირებულება კი 11 მილიონი დოლარია.
ამ ნაძვის ხეს ჩვეულებრივი მოსართავების ნაცვლად ოქროს, ვერცხლისა და 181 ძვირფასი თვლისგან დამზადებული აქსესუარები ამშვენებს.
აქვე გეტყვით იმასაც რომ, სასტუმრო EMIRATES PALACE-ში ნომრის ერთი კვირით დაქირავება დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ღირს.
ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო ნაძვის ხეების სიაში საპატიო ადგილზეა იაპონური საიველირო სახლის "გინზა ტანაკას" ნაძვის ხეები.
1982 წლიდან "გინზა ტანაკამ" დაამკვიდრა ძვირადღირებული ტრადიცია. ახალი წლისთვის ეს საიუვილერო სახლი სუფთა ოქროსგან ამზადებს ნაძვის ხეს, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება.
2008 წელს "გინზა ტანაკას" ოქროს ნაძვის ხე 12 კილოგრამს იწონიდა, 1,92 მეტრი სიმაღლის იყო და მისი ფასი დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გახლდათ.
უოლტ დისნეის 110 წლის იუბილის საპატივცემლოდ, 2012 წელს გილზა ტანაკამ საახალწლო ნაძვის ხის დიზაინი შეცვალა და მას ლეგენდარული მულტფილმების გმირები დაამატა. ამ ნაძვის ხის წონა 40 კილოგრამი გახლდათ და მისი ფასი 4,2 მილიონ დოლარს აღწევდა.
2013 წლის ნაძვის ხის წონა 43 კილოგრამამდე გაიზარდა და ფასმა 5 მილიონ დოლარს მიაღწია.
ტანაკას ოქროს ნაძვის ხის ბოლო სახეცვლილება 2014 წელს მოხდა. ამჯერად მისმა წონამ 31 კილოგრამს მიაღწია, სიმაღლე 2,6 მეტრი გახლდათ ფასი კი 2,6 მილიონი დოლარი.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხეების საპატიო სამეულს ხურავს საიუველირო სახლის SOO KEE-ს ბრილიანტის ნაძვის ხე.
სინგაპურში მდებარე ეს ნაძვის ხე 21 798 ბრილიანტისგან არის დამზადებული, წონა 3 ტონაა, სიმაღლე 6 მეტრი, ფასი კი 1,005 მილიონი დოლარი.
ბოლოს კი გეტყვით, ბრილიანტისა და ოქროს ნაძვის ხე აუცილებელი არ არის, მთავარია ოჯახში სითბო და სიყვარული სუფევდეს და დაბალფასიანი აქსესუარებიც საკმარისია კარგი საახალწლო განწყობისთვის.
იმ შემთხვევაში თუ დაბალფასიან აქსესუარებზეც არ გყოფნით ფული, შეგახსენებთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus-ს, სადაც პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
R