მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იმალება ანტარქტიკის ყინულების ქვეშ?
რა იმალება ანტარქტიკის ყინულების ქვეშ?

მეც­ნი­ე­რებს სწამთ, რომ მა­სი­უ­რი ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნა სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ზე, ან­ტარ­ქტი­კის ყი­ნუ­ლებს ქვეშ იმა­ლე­ბა. გი­გან­ტუ­რი და მის­ტი­კუ­რი "ანო­მა­ლია", სა­ვა­რა­უ­დოდ, ან­ტარ­ქტი­კის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, უილ­კის გა­ყი­ნუ­ლი მი­წის ქვეშ შე­ნიშ­ნეს. ამ მო­ნაკ­ვე­თის მი­ნი­მა­ლუ­რი სიღ­რმე და­ახ­ლო­ე­ბით 900 მეტ­რია.

ზოგი მკვლე­ვა­რი მი­იჩ­ნევს, რომ ესაა გი­გან­ტუ­რი ას­ტე­რო­ი­დის ნარ­ჩე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ორ­ჯერ დი­დია იმ ას­ტე­რო­იდ­ზე, რომ­ლის ჩა­მო­ვარ­დნა­მაც დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია (ეს უკა­ნას­კნე­ლი დღე­ვან­დე­ლი მექ­სი­კის, იუ­კა­ტა­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და).

თუ ეს ახ­სნა სწო­რია, გა­მო­დის რომ, საქ­მე გვაქვს ას­ტე­რო­იდ­თან, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია პერ­მულ-ტრი­ა­სუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა, რა­საც დე­და­მი­წა­ზე წყლის ბი­ნად­რე­ბის 96 პრო­ცენ­ტი და ხმე­ლეთ­ზე მო­ბი­ნად­რე ორ­გა­ნიზ­მე­ბის 70 პრო­ცენ­ტი ემსხვერ­პლა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს სხვა თე­ო­რი­ე­ბიც, მათ შო­რის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ბა­ზის თუ პორ­ტა­ლის თა­ო­ბა­ზე.

კი­დევ ერთი თე­ო­რია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს ნა­ცის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ბა­ზაა, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს აშენ­და. მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს ანო­მა­ლია, ამ­ბო­ბენ, რომ ეს მა­სი­უ­რი კრა­ტე­რია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nypost.com-ს მი­ხედ­ვით

რა იმალება ანტარქტიკის ყინულების ქვეშ?

რა იმალება ანტარქტიკის ყინულების ქვეშ?

მეცნიერებს სწამთ, რომ მასიური ობიექტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს ისტორიაზე, ანტარქტიკის ყინულებს ქვეშ იმალება. გიგანტური და მისტიკური "ანომალია", სავარაუდოდ, ანტარქტიკის აღმოსავლეთ ნაწილში, უილკის გაყინული მიწის ქვეშ შენიშნეს. ამ მონაკვეთის მინიმალური სიღრმე დაახლოებით 900 მეტრია.

ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ესაა გიგანტური ასტეროიდის ნარჩენები, რომელიც ორჯერ დიდია იმ ასტეროიდზე, რომლის ჩამოვარდნამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია (ეს უკანასკნელი დღევანდელი მექსიკის, იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩამოვარდა).

თუ ეს ახსნა სწორია, გამოდის რომ, საქმე გვაქვს ასტეროიდთან, რომელმაც გამოიწვია პერმულ-ტრიასული განადგურება, რასაც დედამიწაზე წყლის  ბინადრების 96 პროცენტი და ხმელეთზე მობინადრე ორგანიზმების 70 პროცენტი ემსხვერპლა. თუმცა, არსებობს სხვა თეორიებიც, მათ შორის უცხოპლანეტელების ბაზის თუ პორტალის თაობაზე.

კიდევ ერთი თეორია ირწმუნება, რომ ეს ნაცისტების საიდუმლო ბაზაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა. მეცნიერები, რომლებმაც პირველებმა შეამჩნიეს ანომალია, ამბობენ, რომ ეს მასიური კრატერია.

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ