საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოე სულაბერიძის პროვოკაციული დაბრუნება ტელეეთერში - "18+" შოუ, სადაც პროდიუსერი წამყვანად მოგვევლინება
ნოე სულაბერიძის პროვოკაციული დაბრუნება ტელეეთერში - "18+" შოუ, სადაც პროდიუსერი წამყვანად მოგვევლინება

ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და კერ­ძოდ, ისე­თი პრო­ექ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ, რო­გო­რიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია", პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლა, ზო­გა­დად ამ სფე­რო­დან წა­ვი­და და გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზა ჰქონ­და, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­მო­ში გა­მოჩ­ნდა.

ვი­დე­ორ­გო­ლი იმით იწყე­ბა, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (ზურა ყიფ­ში­ძე, ნინო სურ­გუ­ლა­ძე, დათო ევ­გე­ნი­ძე, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, რა­მაზ ნო­ზა­ძე...) ეკ­რა­ნი­დან, ერთი შე­ხედ­ვით, გვა­გი­ნე­ბენ, - "მოგ", მოგი...", "მო­გიტ...", რაც უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის. თუმ­ცა, კლი­პის ფი­ნალ­ში ირ­კვე­ვა, რომ ისი­ნი ტე­ლე­ეკ­რან­თან ახა­ლი გა­და­ცე­მის სა­ყუ­რებ­ლად გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან...

AMBEBI.GE ყვე­ლა­ფერ­ში გა­სარ­კვე­ვად პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- პრო­მოს ნახ­ვის შემ­დეგ ეჭვი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ რა­ღაც ახალ პრო­ექტს იწყებ და პა­უ­ზის შემ­დეგ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად ბრუნ­დე­ბი...

- დიახ, ვბრუნ­დე­ბი... რაც ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­ლია, არის ფორ­მა­ტი, რომ­ლის ავ­ტო­რიც ვარ მე. გა­და­ცე­მა ღა­მის 12 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, რის გა­მოც მას "18+" და­ვარ­ქვი. ის ისეთ ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, რაც 18 წელს ზე­მოთ ასა­კის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი...

- ერო­ტი­კუ­ლი შოუა?

- მა­გას მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს...

- თა­ვად მო­ი­ფიქ­რე?

- კი, შოუს პრო­დი­უ­სე­რიც მე ვარ და წამ­ყვა­ნიც. როცა ფორ­მა­ტი მო­ვი­ფიქ­რე, არ ვი­ცო­დი, რო­მელ არხზე უნდა გა­სუ­ლი­ყო. მად­ლო­ბა GDS-ს, რომ ამ პრო­ექტს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გვერ­დში და­უდ­გა. თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, - და­ვით ქა­ცა­რა­ვა და ელე­ნე ქას­რა­ძე; რე­ჟი­სო­რი ჯონი ნე­სოშ­ვი­ლია.

- კლი­პი იწყე­ბა ასე: ეკ­რან­ზე ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ეკ­რა­ნი­დან თით­ქოს­და გვა­გი­ნებენ... ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან შენი გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი?

- რა თქმა უნდა. თი­თო­ე­უ­ლი არის სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ტანს სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უშუ­ა­ლო გა­რე­მოს, რე­ა­ლო­ბას, ემო­ცი­ას, აზრვნე­ბას, სი­მარ­თლეს, სი­თა­მა­მეს, გე­მოვ­ნე­ბას, სი­ახ­ლო­ვეს, მა­რავლფე­როვ­ნე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბას...

- რეს­პონ­დენ­ტე­ბი ნიღ­ბის გა­რე­შე იქ­ნე­ბი­ან?

- კი, მო­უ­წევთ... გა­და­ცე­მა არის ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი და არა­ნა­ი­რად გაპ­რან­ჭუ­ლი.

- მერე რამ­დე­ნად უნდა ამა თუ იმ რეს­პონ­დენტს ასეთ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- გაპ­რან­ჭვა­ში რე­ა­ლურ გაპ­რან­ჭვას არ ვგუ­ლის­ხმობ. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ კა­მე­რა სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობს მათ­ზე და არც წამ­ყვა­ნი იყუ­რე­ბა კა­მე­რა­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ შო­უ­ში უშუ­ა­ლო გა­რე­მოა. გარ­და­ცე­მა ეთერ­ში რომ გავა, მიხ­ვდე­ბით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ნამ­დვი­ლეა...

- ეს შენი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა, არა?

- მცდე­ლო­ბა არ არის. უბ­რა­ლოდ გა­და­ცე­მის პი­ლოტს რომ ვწერ­დით, ჩემი თავი უბ­რა­ლოდ "გა­მო­ვი­ყე­ნეთ". მერე ვინც ნახა, თქვა, რომ კარ­გია და წამ­ყვა­ნად დავ­რჩი. თუმ­ცა ამის სურ­ვი­ლი არას­დროს გამ­ჩე­ნია. მოკ­ლედ, მოგი-ყვე­ბით, მოგ-ან­დო­მებთ და მო­გიტ-ანთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ნოე სულაბერიძის პროვოკაციული დაბრუნება ტელეეთერში - "18+" შოუ, სადაც პროდიუსერი წამყვანად მოგვევლინება

ნოე სულაბერიძის პროვოკაციული დაბრუნება ტელეეთერში - "18+" შოუ, სადაც პროდიუსერი წამყვანად მოგვევლინება

ტელევიზიიდან და კერძოდ, ისეთი პროექტიდან წასვლის შემდეგ, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია", პროდიუსერი ნოე სულაბერიძე არც ერთ ტელევიზიაში გამოჩენილა, ზოგადად ამ სფეროდან წავიდა და გარკვეული პაუზა ჰქონდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ სატელევიზიო პრომოში გამოჩნდა.

ვიდეორგოლი იმით იწყება, რომ ცნობილი ადამიანები (ზურა ყიფშიძე, ნინო სურგულაძე, დათო ევგენიძე, გიო ხუციშვილი, ნინი ბადურაშვილი, რამაზ ნოზაძე...) ეკრანიდან, ერთი შეხედვით, გვაგინებენ, - "მოგ", მოგი...", "მოგიტ...", რაც უხერხულ სიტუაციას ქმნის. თუმცა, კლიპის ფინალში ირკვევა, რომ ისინი ტელეეკრანთან ახალი გადაცემის საყურებლად გვეპატიჟებიან...

AMBEBI.GE ყველაფერში გასარკვევად პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.

- პრომოს ნახვის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ რაღაც ახალ პროექტს იწყებ და პაუზის შემდეგ, ტელევიზიაში პროვოკაციულად ბრუნდები...

- დიახ, ვბრუნდები... რაც ქართულ ტელევიზიას ყველაზე მეტად აკლია, არის ფორმატი, რომლის ავტორიც ვარ მე. გადაცემა ღამის 12 საათზე დაიწყება, რის გამოც მას "18+" დავარქვი. ის ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც 18 წელს ზემოთ ასაკისთვის არის განკუთვნილი...

- ეროტიკული შოუა?

- მაგას მაყურებელი ნახავს...

- თავად მოიფიქრე?

- კი, შოუს პროდიუსერიც მე ვარ და წამყვანიც. როცა ფორმატი მოვიფიქრე, არ ვიცოდი, რომელ არხზე უნდა გასულიყო. მადლობა GDS-ს, რომ ამ პროექტს თავიდან ბოლომდე გვერდში დაუდგა. თანაწამყვანები იქნებიან, - დავით ქაცარავა და ელენე ქასრაძე; რეჟისორი ჯონი ნესოშვილია.

- კლიპი იწყება ასე: ეკრანზე ჩნდება საზოგადოებისთვის ბევრი პატივსაცემი ადამიანი, რომლებიც ეკრანიდან თითქოსდა გვაგინებენ... ეს ადამიანები იქნებიან შენი გადაცემის სტუმრები?

- რა თქმა უნდა. თითოეული არის სტუმარი, რომელიც მოგვიტანს სრულ თავისუფლებას, უშუალო გარემოს, რეალობას, ემოციას, აზრვნებას, სიმართლეს, სითამამეს, გემოვნებას, სიახლოვეს, მარავლფეროვნებას, განვითარებას, ბედნიერებას...

- რესპონდენტები ნიღბის გარეშე იქნებიან?

- კი, მოუწევთ... გადაცემა არის ძალიან თავისუფალი და არანაირად გაპრანჭული.

- მერე რამდენად უნდა ამა თუ იმ რესპონდენტს ასეთ გადაცემაში მონაწილეობა?

- გაპრანჭვაში რეალურ გაპრანჭვას არ ვგულისხმობ. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ კამერა საერთოდ არ მუშაობს მათზე და არც წამყვანი იყურება კამერაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შოუში უშუალო გარემოა. გარდაცემა ეთერში რომ გავა, მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა...

- ეს შენი ეკრანზე გამოჩენის პირველი მცდელობაა, არა?

- მცდელობა არ არის. უბრალოდ გადაცემის პილოტს რომ ვწერდით, ჩემი თავი უბრალოდ "გამოვიყენეთ". მერე ვინც ნახა, თქვა, რომ კარგია და წამყვანად დავრჩი. თუმცა ამის სურვილი არასდროს გამჩენია. მოკლედ, მოგი-ყვებით, მოგ-ანდომებთ და მოგიტ-ანთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება