"გიორგის ცხოვრება ამ ტრავმის მერე ძალიან შეიცვალა" - 26 წლის ფეხბურთელს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"გიორგის ცხოვრება ამ ტრავმის მერე ძალიან შეიცვალა" - 26 წლის ფეხბურთელს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

26 წლის ქართველ ფეხბურთელს, "დინამოს" ყოფილ მეკარეს გიორგი ლოსაბერიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მისი ცხოვრება ივნისში შეიცვალა, როდესაც ფეხბურთელმა თამაშის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Ambebi.ge-ს მისი შეყვარებული თათა მჟავანაძე ესაუბრა.

- თათა, რა შეემთხვა გიორგის?

- გიორგიმ უმძიმესი ტრავმა, 26 ივნისს იოსებიძის ქუჩაძე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე მიიღო. ბურთი გაუცურდა და ბეტონის კედელს დაარტყა თავი. გაგვიმართლა, ზუსტად 3 წუთში მოვიდა სასწრაფო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმებმა ათი წუთის მერე გვითხრეს, დაგვიანებით რომ შემოგეყვანათ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდაო. ტვინის შეშუპება დაემართა, რის გამოც თავის ქალა ახადეს. მეორე დღეს ინგოროყვას კლინიკაში გადავიყვანეთ, იქაც ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი კვირის მანძილზე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, გადარჩენის იმედს არ გვაძლევდნენ, გამოვემშვიდობეთ კიდეც, თუმცა თავის დაბადების დღეზე კომიდან გამოვიდა. ამ ფაქტს ექიმები დღემდე ვერ ხსნიან. თვენახევრის შემდეგ გადავიყვანეთ სახლში და ჩვენი ძალებით ვუვლიდით, პროფესიონალების დახმარებით. ერთ-ერთი ბანკის დახმარებით, იმპლანტები ჩამოვიტანეთ გერმანიიდან და რამდენიმე თვის შემდეგ თავის ქალის დახურვის ოპერაცია ჩაუტარდა. მის მონაცემებს სხვადასხვა კლინიკაში ვაგზავნიდით, მაგრამ ყველა უარს გვეუბნებოდა. ბოლოს გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა დაგვთანხმდა, სადაც მკურნალობა 88 740 ევრო ჯდება. პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა შევაგროვეთ და ის უკვე გერმანიაში აგრძელებს ნეირორეაბილიტაციას.

- რა თანხა არის საჭირო მისი სრული გამოჯანმრთელებისთვის?

- კიდევ 41 000 ევროა საჭირო, ევრო რომ ძვირდება ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. გერმანელმა ექიმებმა თქვეს, რომ შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია გახდეს საჭიროო, რომლის ღირებულებაც 20 000 ევროს შეადგენს. გიორგის ცხოვრება ამ ტრავმის მერე ძალიან შეიცვალა, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ფეხბურთელი საფეხბურთო სტადიონზე დაშავდა. 50 კილო დაიკლო, თუმცა ეხლა უკეთესობისკენ წავიდა მისი მდგომარეობა და ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს, რომ მისი გადარჩენა ბოლომდე შევძლოთ. საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, "დინამოს" მეკარე იყო, მაშინაც მძიმე ტრავმა მიიღო და გერმანიაში გაუეკთდა ოპერაცია. თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მაინც სპორტში დარჩა, სამთო-სათხილამურო სპორტში გააგრძელა საქმიანობა.

გიორგი ლოსაბერიძის დახმარება შესაძლებელია:

სს თი-ბი-სი ბანკი ლარის ანგარიში: GE10TB7009026365100063 ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე დოლარის ანგარიში: GE36TB7009026366100053 Ekaterine Gilashvili-Losaberidze;

ევროს ანგარიში: GE79TB7009026366100055 ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე

სატელეფონო ნომერი 0 901 200 123 - ნებისმიერი მობილური ქსელიდან

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi,ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი