"ტყის კვირეულმა" სტარტი 3 დეკემბერს მზიურში აიღო

"ტყის კვირეულმა" სტარტი 3 დეკემბერს მზიურში აიღო

"გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის" წევრებმა თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 60 ქართული მუხა დაირგეს

"ტყის კვირეულმა" სტარტი 3 დეკემბერს, მზიურში აიღო, სადაც გაიმართა ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

მანამდე, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოგბურთის კორტებზე უნივერსიტეტების გუნდებს შორის გიგანტური ბუშტების ფეხბურთის ამხანაგური მატჩები მოეწყო. გუნდები გაამხნევეს დრამერებმა რომლებიც თამაშის დასრულების შემდეგ მსვლელობას გაუძღვნენ და აქტივობა მზიურში დაასრულეს.

"ტყის კვირეულის მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ, თუ როგორ არის შესაძლებელი მდგრადად გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ვისარგებლოთ და არ შევავიწროვოთ ბუნება, ისევ ჩვენს სასიკეთოდ", - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) რეგიონალური პარტნიორობისა და კომუნიკაციების ანა ცინცაძე.

"კვირეულის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის ფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული საკითხების სწორ კომუნიკაციასა და პოპულარიზაციას. კვირეული მსგავსი ტიპის ღონისძიებებით გაგრძელდება და 10 დეკემბერს დასრულდება," - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე.

"ტყის კვირეული"წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას მოიცავდა. კვირას, 4 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" "ტყის კვირეულის" ფარგლებში გაიმართა "გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის" პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა". ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი სანადირაძე, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე და ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, შორენა ცხოვრებაშვილი.

"ტყის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე "გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა 60 ქართული მუხის ნერგი დარგეს. გამწვანების აქციის ორგანიზატორები არიან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა და Treepex.

"შემოდგომის ბოლო, ზამთრის პირველი დღეებია და ხეებს გახარების უფრო მეტი საშუალება აქვს. დღეს, ჩვენ, თბილისის ეროვნულ პარკში ქართული მუხის ჯიშის 60 ნერგი დავრგეთ,"-განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა.

სატყეო ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთ დარგულ ხეს მობილური აპლიკაციის მეშვეობით თვალ-ყური ადევნონ.

"წელს მესამედ ატარებს ჩვენი ორგანიზაცია ტყის კვირეულს და აღსანიშნავია, რომ ეს კვირეული ემთხვევა ხეების დარგვის სეზონს და ამჯერად დარგვის ეს პროცესი იმით განსხვავდება, რომ ჯერ ერთი, ირგვება ადგილობრივი პირობებისთვის შესაფერისი სახეობა – ქართული მუხა, მეორეც, რომ ვინც რგავს და და ყველანაირად მხარს უჭერს ამ პროცესს, შეუძლია დააკვირდნენ მობილური კომუნიკაციის მეშვეობით ხის ზრდის პროცესს, ასევე მონაცემებს თუ რამდენად შეიტანა მათ მიერ დარგულმა ხემ წვლილი გლობალური დათბობის შემცირებაში და კლიმატის რეგულირებაში და გაუმჯობესებაში. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე და წელსაც საკმაოდ წარმატებით და ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ მიიღოს უფრო სისტემატიური სახე მიეცეს, უფრო მეტად გაშუქდეს და უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული , მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეში",- განაცხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა, სატყეო ფონდის ხელმძღვანელმა ილია ოსეფაშვილმა.

"ტყის კვირეულს" ზღვისპირა ქალაქმაც უმაპინძლა. ბათუმში, კვირეულის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრის (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 51) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. "სატყეო სააგენტოს ბაზაზე პირველად რეგიონში შეიქმნა ტრენინგ ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის. ეკოლოგიაზე ზრუნვა, ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიმართულებით მუშაობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. აქვე უნდა გამოვყოთ მაღალმთიანი აჭარა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი სატყეო ფონდი გვაქვს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს მეტი პროექტი, უნდა გადამზადდნენ დარგის სპეციალისტები.ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განვითარებას," - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ ნაკაშიძემ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ. ღონისძიებაზე თითოეული მუნიციპალიტეტიდან 5 საუკეთესო მეტყევე გამოვლინდა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,აჭარის სატყეო სააგენტოს, WWF-ისა და სხვა ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებიც.

"ტრენინგ ცენტრი შეიქმნა და აღიჭურვა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF-ის მიერ განხორციელებული პროექტის ,,ტყის ეკოსისტემების მდგრადი გაუმჯობესება ადაპტური მართვის მეშვეობით" ფარგლებში," - ითქვა შეხვედრაზე.

მოეწყო მეტყევეების მცირეწლოვანი შვილების დაჯილდოვება, რომლის დროსაც მათ გადაეცათ მადლობის სიგელები მამების დამსახურებისთვის. სპეციალურად პატარებისთვის გაიმართა შემეცნებით-გასართობი პროგრამა.

9-10 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმრო რიქსოს ბორჯომში "ტყის კვირეულის" ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობნენ "გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრები, ჟურნალისტები, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF კავკასია) და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

სემინარი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) ვიზიტორთა ცენტრში გაიამრთა. მოეწყო პრეზენტაცია WWF კავკასიის საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე სატყეო სფეროში, განიხილეს ორჰუსის კონვენცია -ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში, მოწვეული სტუმრები ასევე გააცნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებულ სიახლეებს და სხვა. ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშო.

სიტყვით გამოვიდნენ და სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს WWF სატყეო პროგრამების კოორდინატორმა ილია ოსეფაშვილმა, სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელმა ანი ანდრონიკაშვილმა, განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნათია მულაძემ.

სემინარის ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება, რომლის დროსაც საველე პირობებში მონაწილეებმა დაათვალიერეს ბორჯომის პლატოს და სოფ.დაბის მიმდებარე ტეროტორია. დასასრულს, სემინარის მონაწილეებმა დაათავლეირეს ადგილობრივი მოსწავლეების მიერ ბუნებრივი მასალებისგან დაამზადებული სუვენირები.

2016 წელს, "ტყის კვირეული" პროექტის "სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)" ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი