პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას დახმარება სჭირდებაო - მითხრა მინისტრმა და ასე დაიბადა იდეაც" - შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორი სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს
"მას დახმარება სჭირდებაო - მითხრა მინისტრმა და ასე დაიბადა იდეაც" - შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორი სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბის - ომა­ლო­სა და ჯო­ყო­ლოს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კებს სა­ჩუქ­რად წიგ­ნე­ბი გა­დას­ცეს. პან­კი­სე­ლე­ბის­თვის მათ სხვა­დას­ხვა ჟან­რის 1500-მდე წიგ­ნი შე­აგ­რო­ვეს, მათ შო­რის, სა­ბავ­შვო, მხატ­ვრუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ხელ­შე­წყო­ბა და ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლო­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა პერ­ტა­ია "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, მი­ნის­ტრმა ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­პორ­ტა­ჟი ნახა და მათ­თვის წიგ­ნე­ბის გა­და­ცე­მის იდე­აც აქე­დან და­ი­ბა­და.

"ერთ დღეს გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა შემ­თხვე­ვით ერთი თბი­ლი რე­პორ­ტა­ჟი ნახა ბიბ­ლი­ო­თე­კარ­ზე, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა პან­კი­სის წიგ­ნის მცვე­ლად გაგ­ვაც­ნო... ეს იყო წიგნ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ომა­ლოს ბიბ­ლი­ო­თე­კა ათას ქარ­ტე­ხილს გა­მო­ა­ტა­რა და დღემ­დე შე­მო­ი­ნა­ხა...

ქარ­თულ სი­ტყვას ასე რუ­დუ­ნე­ბით ეპყრო­ბო­დე და ეფო­ფი­ნე­ბო­დე, გმი­რო­ბაა. მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბაო, - მი­თხრა მი­ნის­ტრმა... ჰოდა, ასე და­ი­ბა­და იდე­აც: შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წიგ­ნე­ბი შე­აგ­რო­ვეს და პან­კი­სის 2 ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს... და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია...

მად­ლო­ბა სო­ფელ ომა­ლოს ცის­ფერ­თვა­ლე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კარ თა­მარს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი რწმე­ნით და სიყ­ვა­რუ­ლით წიგ­ნე­ბი - "აზ­რის ხო­მალ­დე­ბი" ბევრ ბავ­შვს თუ ზრდას­რულს გა­უგ­ზავ­ნა, ახა­ლი სამ­ყა­რო და შე­საძ­ლებ­ლობ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნა ან, უბ­რა­ლოდ, მარ­ტო­ო­ბა შე­უვ­სო... ეს ხომ პან­კი­სია, სა­დაც სი­ტყვას დიდი ძალა აქვს...

P.შ. ამ­ბა­ვი ჟუ­ჟუ­ნათ­ვა­ლე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კარ­ზე ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გი­ორ­გი მან­ჯა­ვი­ძემ მოგ­ვი­თხრო. მად­ლო­ბა, გიო, რე­პორ­ტა­ჟის­თვის. ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი სამ­ყა­როს უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის", - წერს პერ­ტა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მას დახმარება სჭირდებაო - მითხრა მინისტრმა და ასე დაიბადა იდეაც" - შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორი სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

"მას დახმარება სჭირდებაო - მითხრა მინისტრმა და ასე დაიბადა იდეაც" - შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორი სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების - ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია "ფეისბუქზე" წერს, მინისტრმა ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით რეპორტაჟი ნახა და მათთვის წიგნების გადაცემის იდეაც აქედან დაიბადა.

"ერთ დღეს გიორგი მღებრიშვილმა შემთხვევით ერთი თბილი რეპორტაჟი ნახა ბიბლიოთეკარზე, რომელიც ავტორმა პანკისის წიგნის მცველად გაგვაცნო... ეს იყო წიგნზე შეყვარებული ქალის ამბავი, რომელმაც ომალოს ბიბლიოთეკა ათას ქარტეხილს გამოატარა და დღემდე შემოინახა...

ქართულ სიტყვას ასე რუდუნებით ეპყრობოდე და ეფოფინებოდე, გმირობაა. მას დახმარება სჭირდებაო, - მითხრა მინისტრმა... ჰოდა, ასე დაიბადა იდეაც: შსს-ს თანამშრომლებმა წიგნები შეაგროვეს და პანკისის 2 ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს... და ეს მხოლოდ დასაწყისია...

მადლობა სოფელ ომალოს ცისფერთვალება ბიბლიოთეკარ თამარს, რომელმაც თავისი რწმენით და სიყვარულით წიგნები - "აზრის ხომალდები" ბევრ ბავშვს თუ ზრდასრულს გაუგზავნა, ახალი სამყარო და შესაძლებლობლები აღმოაჩენინა ან, უბრალოდ, მარტოობა შეუვსო... ეს ხომ პანკისია, სადაც სიტყვას დიდი ძალა აქვს...

P.შ. ამბავი ჟუჟუნათვალება ბიბლიოთეკარზე ტელეეკრანიდან გიორგი მანჯავიძემ მოგვითხრო. მადლობა, გიო, რეპორტაჟისთვის. ასეთი ისტორიები სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის", - წერს პერტაია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი