პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ეკონომიკური ცვლილება, რომელიც 2017 წლიდან მოსახლეობის ჯიბეზე აისახება
10 ეკონომიკური ცვლილება, რომელიც 2017 წლიდან მოსახლეობის ჯიბეზე აისახება

2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შევა ძა­ლა­ში.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს გთა­ვა­ზობთ:

აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ზრდა

მთავ­რო­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, 2017 წლის 1 იან­ვრი­დან თამ­ბა­ქო­ზე, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­სა და იმ­პორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზი გა­იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ერთ კო­ლოფ თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზუ­რი გა­და­სა­ხა­დი 60 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა საწ­ვავს, აქ­ცი­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ბენ­ზი­ნის შემ­თხვე­ვა­ში ერთ ტო­ნა­ზე 250 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე; დი­ზელ­ზე - 150-დან 400 ლა­რამ­დე; სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გაზ­ზე კი - 1000 კუ­ბურ მეტრზე - 80-დან 200 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტებს.

სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ში მო­საკ­რე­ბე­ლის ზრდა

ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბა 2017 წლის 1 იან­ვრი­დან იგეგ­მე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იზ­რდე­ბა სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რებ­ლის გა­ნაკ­ვე­თე­ბი. კერ­ძოდ, თი­თო­ე­ულ სა­მო­რი­ნეს მა­გი­და­ზე სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რებ­ლის გა­ნაკ­ვე­თის ოდე­ნო­ბა 20 000-დან 40 000 ლა­რის ჩათ­ვლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, მა­შინ როცა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, 15 000-დან 30 000 ლა­რია. გა­ნაკ­ვე­თი იზ­რდე­ბა ასე­ვე სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებ­ზეც და თი­თო­ე­ულ აპა­რატ­ზე მო­საკ­რე­ბე­ლი 1 500-დან 3 000 ლა­რის ნაც­ვლად 2 000-დან 4 000 ლა­რის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა. სის­ტე­მურ-ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მო­წყო­ბილ თა­მა­შო­ბა­ზე მო­საკ­რებ­ლის გა­ნაკ­ვე­თი კვარ­ტალ­ში 100 000-დან 120 000 ლა­რის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა, მა­შინ როცა დღეს გა­და­სა­ხა­დი 30 000 ლა­რი­დან 60 000 ლა­რის ჩათ­ვლით არის. აზარ­ტუ­ლი ან/და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბის მო­წყო­ბის ნე­ბარ­თვით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის გა­რეთ გან­თავ­სე­ბუ­ლი, სის­ტე­მურ-ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მო­წყო­ბი­ლი აზარ­ტუ­ლი ან/და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბის თი­თო­ე­ულ სა­ლა­რო­ზე კი მო­საკ­რებ­ლის გა­ნაკ­ვე­თი კვარ­ტალ­ში 1 500-დან 20 000 ლა­რის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა, მა­შინ როცა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით 1 000 ლა­რი­დან 15 000 ლა­რის ჩათ­ვლით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. თი­თო­ე­ულ კლუ­ბის მა­გი­და­ზე მო­საკ­რებ­ლის გა­ნაკ­ვე­თი კვარ­ტალ­ში არის 3 000 ლა­რი­დან 10 000 ლა­რის ჩათ­ვლით. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით კი მო­მა­ვა­ლი წლი­დან 4 000- დან 14 000 ლა­რის ჩათ­ვლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მთავ­რო­ბა 10%-10%-ით შე­ამ­ცი­რებს სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტის ფონდს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, 2017 წელს ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მყო­ფი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ფონ­დი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი 10%-ით შემ­ცირ­დე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

10 ეკონომიკური ცვლილება, რომელიც 2017 წლიდან მოსახლეობის ჯიბეზე აისახება

10 ეკონომიკური ცვლილება, რომელიც 2017 წლიდან მოსახლეობის ჯიბეზე აისახება

2017 წლიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები შევა ძალაში.

"ბიზნესპრესნიუსი" მომავალი წლიდან დაგეგმილ რეგულაციებს გთავაზობთ:

აქციზის გადასახადის ზრდა

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი გაიზრდება. კერძოდ, მომავალი წლიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება საწვავს, აქციზის ღირებულება ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; საავტომობილო გაზზე კი - 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე მოიმატებს.

სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელის ზრდა

ცვლილებების ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობით, 15 000-დან 30 000 ლარია. განაკვეთი იზრდება ასევე სათამაშო აპარატებზეც და თითოეულ აპარატზე მოსაკრებელი 1 500-დან 3 000 ლარის ნაცვლად 2 000-დან 4 000 ლარის ჩათვლით იქნება. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 100 000-დან 120 000 ლარის ჩათვლით იქნება, მაშინ როცა დღეს გადასახადი 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით არის. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კი მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1 500-დან 20 000 ლარის ჩათვლით იქნება, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობით 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით არის განსაზღვრული. თითოეულ კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში არის 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით კი მომავალი წლიდან 4 000- დან 14 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება.

მთავრობა 10%-10%-ით შეამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017 წელს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი