პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პასუხი მიიღეს თურქული კლინიკისგან ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით - იაშვილის კლინიკა ახალ განცხადებას ავრცელებს
რა პასუხი მიიღეს თურქული კლინიკისგან ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით - იაშვილის კლინიკა ახალ განცხადებას ავრცელებს

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­ის ბრალ­დე­ბებს, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. თი­ნა­თინ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა კლი­ნი­კის მედ-პერ­სო­ნა­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აცხა­დებ­და, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ნა­მოქ­მე­და­რით თურ­ქეთ­ში, კლი­ნი­კა "მე­დი­კალ პარ­კის" ექი­მე­ბიც შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თი­ნა­თინ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გან­გვი­ცხა­დეს, რომ

ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თეს თურ­ქულ კლი­ნი­კას და აღ­ნიშ­ნულ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვეს. კლი­ნი­კა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ახალ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გან­ცხა­დე­ბა:

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პა­ცი­ენტ ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მას არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ და ვა­დას­ტუ­რებთ რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენტზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია იყო სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მა­ღა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სტან­დარ­ტით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია თურ­ქეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურსს იმა­ვე დი­აგ­ნო­ზით და იგი­ვე გეგ­მით გა­ნაგ­რძობს, რაც მას ჩვე­ნი კლი­ნი­კის ექი­მე­ბის მიერ ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი.

მ. იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და სო­ლი­და­რო­ბის ფონდმა დღეს თურ­ქე­თის MEDICAL PARK–ის ჰოს­პი­ტა­ლი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც თურ­ქი კო­ლე­გე­ბი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მას დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის და დი­აგ­ნო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყო დრო­უ­ლი, მარ­თე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცია (შუნ­ტი­რე­ბა) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო სწო­რად და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩად­გმუ­ლი შუნ­ტი MEDICAL PARK–ის ჰოს­პი­ტალ­შიც კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ანას­ტა­სი­ას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვებს".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "მე­დი­კალ პარ­კის" ექი­მე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ნა­მოქ­მე­და­რით" - ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, რა­საც პა­ცი­ენ­ტის ბე­ბია ამ­ბობს" - იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა პასუხი მიიღეს თურქული კლინიკისგან ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით - იაშვილის კლინიკა ახალ განცხადებას ავრცელებს

რა პასუხი მიიღეს თურქული კლინიკისგან ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით - იაშვილის კლინიკა ახალ განცხადებას ავრცელებს

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ბებიის ბრალდებებს, იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თინათინ ჯავახიშვილმა კლინიკის მედ-პერსონალი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და აცხადებდა, რომ ქართველი ექიმების ნამოქმედარით თურქეთში, კლინიკა "მედიკალ პარკის" ექიმებიც შეშფოთებულები არიან. თინათინ ჯავახიშვილის ბრალდებების შემდეგ AMBEBI.GE იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ

ოფიციალურად მიმართეს თურქულ კლინიკას და აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვეს. კლინიკა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ახალ განცხადებას ავრცელებს:

"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადება:

სოციალურ ქსელებში პაციენტ ანასტასია ზაალიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა იაშვილის კლინიკაში მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტზე ჩატარებული ყველა ტიპის სამედიცინო მანიპულაცია იყო სასიცოცხლო ჩვენებით აუცილებელი და მაღალი სამედიცინო სტანდარტით განხორციელებული.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია თურქეთში მკურნალობის კურსს იმავე დიაგნოზით და იგივე გეგმით განაგრძობს, რაც მას ჩვენი კლინიკის ექიმების მიერ ჰქონდა დანიშნული.

მ. იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და სოლიდარობის ფონდმა დღეს თურქეთის MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც თურქი კოლეგები პაციენტის მკურნალობის სქემას დეტალურად აღწერენ და განმარტავენ, რომ თბილისში ჩატარებული მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის და დიაგნოზის გათვალისწინებით იყო დროული, მართებული და აუცილებელი. ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნეიროქირურგიული მანიპულაცია (შუნტირება) ჩატარებული იყო სწორად და იაშვილის კლინიკაში ჩადგმული შუნტი MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალშიც კარგად ფუნქციონირებდა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო ანასტასიას გამოჯანმრთელებას უსურვებს".

წაიკითხეთ ასევე: "მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი

"მიხარია, მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები... ზოგიერთის გვარის ხსენებაც მზარავს" - ზუგდიდელი პედაგოგი ფეისბუქ-პოსტის გამო სკანდალში გაეხვა

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

"ქუჩებში ახალი წელია... ჩემმა უბანმა ფოიერვერკით გააცილა" - რა ხდებოდა თბილისში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ