პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტროს" სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა" - გია გაჩეჩილაძემ შპს "სტუდია მესტროს" წილი გაყიდა
"მაესტროს" სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა" - გია გაჩეჩილაძემ შპს "სტუდია მესტროს" წილი გაყიდა

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ შპს "სტუ­დია მესტროს" წილი გა­ყი­და. ამის შე­სა­ხებ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. რო­გორც "მა­ესტროს" წი­ლე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის ყო­ფილ­მა მფლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, მას ტე­ლე­ვი­ზი­ის სარ­ჩე­ნი ფული არ ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ისეთ ადა­მი­ან­ზე გა­ას­ხვი­სა, ვი­საც "მა­ესტროს" რო­გორც რჩე­ნის, ასე­ვე გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს.

"არა­ფე­რი უკა­ნო­ნო არ მომ­ხდა­რა. ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ფლობ­დნენ "მა­ესტროს" წი­ლებს, გა­ყი­დეს სა­კუ­თა­რი წი­ლე­ბი. ქალ­ბა­ტონ­მა ინა გუ­და­ვა­ძემ შე­ი­ძი­ნა ეს წილი, გა­ა­კე­თა მე­დია ჰოლ­დინ­გი. მეც მი­ვეხ­მა­რე, ვი­ყა­ვი ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი, რომ ეს წილი არ წა­სუ­ლი­ყო "რუს­თა­ვი 2"-სკენ. ამი­ტომ ჩა­ვე­რიე მე, რომ არ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო "მა­ესტრო" "რუს­თა­ვი 2"-თან. მინ­დო­და, რომ ეს ბიზ­ნეს­კომ­ბი­ნა­ცია შემ­დგა­რი­ყო. მე "მა­ესტროს" მფლო­ბე­ლი აღარ ვარ. "მა­ესტროს" მფლო­ბე­ლია ინა გუ­და­ვა­ძე. "მა­ესტროს" სარ­ჩე­ნი ფული ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან მომ­ქონ­და და როცა გა­მი­ჭირ­და და აღარ მაქვს ფი­ზი­კუ­რად სა­შუ­ა­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზია ვარ­ჩი­ნო, გა­და­ვე­ცი ადა­მი­ანს ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს", - გა­ნა­ცხა­და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ აპი­რებ­და "მა­ესტროს" გა­ყიდ­ვას.

"მე არ ვა­პი­რებ "მა­ესტროს" გა­ყიდ­ვას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. უბ­რა­ლოდ დიდი მე­დია-ჰოლ­დინ­გი კეთ­დე­ბა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ერთი ბი­უ­ჯე­ტი. აქ არ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რა­დი­ო­ე­ბიც იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, გა­ზე­თე­ბი და ა.შ. რა­დი­ო­ებ­სა და გა­ზე­თებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­იძ­ლე­ბა ჰოლ­დინ­გში რა­დიო "იმე­დი" და რა­დიო "უც­ნო­ბი" შე­ვი­დეს. ვნა­ხოთ, ჯერ­ჯე­რო­ბით მოლ­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

"მაესტროს" სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა" - გია გაჩეჩილაძემ შპს "სტუდია მესტროს" წილი გაყიდა

"მაესტროს" სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა" - გია გაჩეჩილაძემ შპს "სტუდია მესტროს" წილი გაყიდა

გია გაჩეჩილაძემ შპს "სტუდია მესტროს" წილი გაყიდა. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც "მაესტროს" წილების საკონტროლო პაკეტის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, მას ტელევიზიის სარჩენი ფული არ ჰქონდა და შესაბამისად, ისეთ ადამიანზე გაასხვისა, ვისაც "მაესტროს" როგორც რჩენის, ასევე განვითარების საშუალება აქვს.

"არაფერი უკანონო არ მომხდარა. ადამიანებმა, ვინც ფლობდნენ "მაესტროს" წილებს, გაყიდეს საკუთარი წილები. ქალბატონმა ინა გუდავაძემ შეიძინა ეს წილი, გააკეთა მედია ჰოლდინგი. მეც მივეხმარე, ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო "რუსთავი 2"-სკენ. ამიტომ ჩავერიე მე, რომ არ გაერთიანებულიყო "მაესტრო" "რუსთავი 2"-თან. მინდოდა, რომ ეს ბიზნესკომბინაცია შემდგარიყო. მე "მაესტროს" მფლობელი აღარ ვარ. "მაესტროს" მფლობელია ინა გუდავაძე. "მაესტროს" სარჩენი ფული ძალიან დიდი ხანია საკუთარი ჯიბიდან მომქონდა და როცა გამიჭირდა და აღარ მაქვს ფიზიკურად საშუალება ტელევიზია ვარჩინო, გადავეცი ადამიანს ვისაც ამის საშუალება აქვს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა "მაესტროს" გაყიდვას.

"მე არ ვაპირებ "მაესტროს" გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი. აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეიძლება ჰოლდინგში რადიო "იმედი" და რადიო "უცნობი" შევიდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით მოლპარაკებები მიდის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები