სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის საიდუმლო ოჯახი?" - ალინა კაბაევამ ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო
"პუტინის საიდუმლო ოჯახი?" - ალინა კაბაევამ ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო

ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა "დე­ი­ლი მე­ილ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ყო­ფი­ლი რუსი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ორ მცი­რე­წლო­ვან ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ცე­მამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იმ ფაქტს, რომ კა­ბა­ე­ვა ყვე­ლა ფო­ტო­ზე მარ­ჯვე­ნა ხე­ლის და­მალ­ვას ცდი­ლობ­და, რო­მელ­ზეც, რო­გორც ჩანს, სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი ეკე­თა. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რია - "ეს პუ­ტი­ნის სა­ი­დუმ­ლო ოჯა­ხია".

კა­ბა­ე­ვა, რო­მელ­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად სა­ი­დუმ­ლო ოჯა­ხი აქვს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან, ორ ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რა­მაც მის ირ­გვლივ ახა­ლი ჭო­რე­ბი აა­გო­რა. ბი­ჭე­ბის ასა­კი 5-8 წე­ლია და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი სწო­რედ კა­ბა­ე­ვა­სა და პუ­ტი­ნის შვი­ლე­ბი არი­ან.

33 წლის კა­ბა­ე­ვამ, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის საყ­ვარ­ლად 2008 წლი­დან ით­ვლე­ბა, ბავ­შვე­ბი ყი­ნულ­ზე სრი­ა­ლის წარ­მოდ­გე­ნა­ზე წა­იყ­ვა­ნა მოს­კო­ვის "მე­გას­პორტ არე­ნა­ზე". თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ოლიმ­პი­ელს მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი ეკე­თა და კა­მე­რე­ბის წინ მის და­მალ­ვას ცდი­ლობ­და. 63 წლის პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც 2013 წელს გა­ე­ყა­რა მე­უღ­ლე ლუდ­მი­ლას, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­სო­დეს სა­უბ­რობს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, პუ­ტი­ნის და კა­ბა­ე­ვას ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და, ნა­წი­ლი კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ისი­ნი და­შორ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2008 წელს კა­ბა­ე­ვამ ვაჟი გა­ა­ჩი­ნა, შვი­ლის მა­მის სა­ხელს კი სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და. 2012 წელს ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა, რისი მი­ზე­ზიც, რო­გორც ჭო­რე­ბი იუ­წყე­ბო­და, ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში მშო­ბი­ა­რო­ბა იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"პუტინის საიდუმლო ოჯახი?" - ალინა კაბაევამ ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო

"პუტინის საიდუმლო ოჯახი?" - ალინა კაბაევამ ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო

ბრიტანულმა გამოცემა "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა ორ მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთადაა გადაღებული. გამოცემამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კაბაევა ყველა ფოტოზე მარჯვენა ხელის დამალვას ცდილობდა, რომელზეც, როგორც ჩანს, საქორწინო ბეჭედი ეკეთა. სტატიის სათაურია - "ეს პუტინის საიდუმლო ოჯახია".

კაბაევა, რომელსაც გავრცელებული ჭორების თანახმად საიდუმლო ოჯახი აქვს ვლადიმერ პუტინთან, ორ ბიჭუნასთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში, რამაც მის ირგვლივ ახალი ჭორები ააგორა. ბიჭების ასაკი 5-8 წელია და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ კაბაევასა და პუტინის შვილები არიან.

33 წლის კაბაევამ, რომელიც პუტინის საყვარლად 2008 წლიდან ითვლება, ბავშვები ყინულზე სრიალის წარმოდგენაზე წაიყვანა მოსკოვის "მეგასპორტ არენაზე". თვითმხილველების თქმით, ოლიმპიელს მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა და კამერების წინ მის დამალვას ცდილობდა. 63 წლის პუტინი, რომელიც 2013 წელს გაეყარა მეუღლე ლუდმილას, პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს საუბრობს.

გავრცელებული ხმების თანახმად, პუტინის და კაბაევას ურთიერთობა საიდუმლო ქორწინებით დასრულდა, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ისინი დაშორდნენ. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს კაბაევამ ვაჟი გააჩინა, შვილის მამის სახელს კი საიდუმლოდ ინახავდა. 2012 წელს ყოფილი ტანმოვარჯიშე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რისი მიზეზიც, როგორც ჭორები იუწყებოდა, ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში მშობიარობა იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"