"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო 60 წევრისგან შედგება. სხდომის გასამართად მასზე მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.
ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც პარტიის ოფისში იმყოფებიან, ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თათბირობენ.