წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის წრის მიხედვით - დასვით შეკითხვა და თვალდახუჭულმა დადეთ წრეზე ბეჭედი

წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის წრის მიხედვით - დასვით შეკითხვა და თვალდახუჭულმა დადეთ წრეზე ბეჭედი

წრე, რომელზეც ციფრებია გამოსახული, მაგიურია. დახუჭეთ თვალები, დასვით შეკითხვა და ნებისმიერი საგანი (უმჯობესია, ბეჭედი დადეთ წრეზე). რიცხვი, რომელზეც ბეჭედი აღმოჩნდება, პასუხია თქვენს შეკითხვაზე.

პასუხები:

1. დიახ. თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ფარ-ხმალს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არ ყრიან. ამიტომაც ნუ აარიდებთ თავს ნურანაირ პრობლემას, თქვენ გაქვთ საოცარი გამძლეობისა და მოთმინების უნარი. წარმატება გელით. ენდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.

2. დიახ. მაგრამ ახლა არა, მომავალში. ვიღაც თქვენს გზაზე დგას და ცდილობს, აგირიოთ კარტები. ნუ აღიქვამთ მას ზედმეტი სერიოზულობით. მაგრამ ბოლომდეც ნუ მოადუნებთ ყურადღებას. მოერიდეთ კონფრონტაციებს. ეცადეთ, მონახოთ პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტილება.

3. დიახ. უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. თუკი კეთილგონიერად გამოიყენებთ თქვენს ენერგიას და წვრილმანებზე არ დახარჯავთ დროს, ყველანაირი უპირატესობა თქვენს მხარეს აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში იქონიეთ მოთმინება და გამძლეობა როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვების.

4. დიახ. იღბალი კარს მოგდგომიათ. ამიტომაც არ გაქვთ არანაირი მიზეზი, ეჭვი შეიტანოთ თქვენი სურვილის ასრულებაში. წარმატება დიდი ხანია თან გდევთ. დატკბით ამ ბედნიერი დღეებით.

5. აბსოლუტური სიზუსტით. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ

სხვის აზრს და ამიტომაც თითქოს ხელიდან უშვებთ სასიკეთო მომენტს. ნუ აჭიანურებთ, აჩვენეთ ყველას, რომ ამის შემდეგ ყველა უნდა შეგითანხმდეთ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს