მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტარები და ჩინოვნიკები, რომლებიც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებენ
პარლამენტარები და ჩინოვნიკები, რომლებიც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებენ

ქარ­თვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და უცო­ლო მა­მა­კა­ცე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არას­დროს არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

Ambebi.ge იმ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­თა და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლებ­საც და­ო­ჯა­ხე­ბა ამ დრომ­დე არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი

პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი წლე­ბია სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს და­ო­ჯა­ხე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ აპი­რებს. ლე­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან იც­ნობს, როცა ის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ღიად და­უ­პი­რის­პირ­და. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით სკო­ლის ასა­კი­დან პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და თბი­ლი­სელ გო­გო­ნებ­ში. თუმ­ცა, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, არ­ცერ­თი ის­ტო­რია არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი 35 წლი­საა, და­ამ­თავ­რა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა. სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არის იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის მა­გის­ტრი. ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს.

გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი

30 წლის გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რია. გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრია. ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო აშშ-ს ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის აკა­დე­მი­ა­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 2014 წლი­დან გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს პო­ლი­ცი­ის ატა­შე იყო ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ალა­დაშ­ვი­ლი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია და არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავს.

გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი

ამ დრომ­დე უცო­ლო მა­მა­კა­ცის სტა­ტუსს ინარ­ჩუ­ნებს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში მან უკვე მო­ას­წრო რამ­დე­ნი­მე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პოსტზე მუ­შა­ო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. იგი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გახ­ლდათ.

35 წლის ბა­დაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ფლობს რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებს.

ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი

ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი 30 წლი­საა. თბი­ლი­სელ გო­გო­ნებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, მაგ­რამ ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფიქ­რობს. ჯიშ­კა­რი­ა­ნი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებს. წლე­ბის წინ, თბი­ლის­ში აქ­ტი­უ­რად ჭო­რა­ობ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რომ ჯაბა ნანა კა­კა­ბა­ძის ქა­ლიშ­ვილ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და. გა­სულ ზა­ფხულს ცნო­ბი­ლი გახ­და მისი და ხა­ტია შა­მუ­გი­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. მაგ­რამ მათ­მა რო­მან­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე გაძ­ლო და წყვი­ლი და­შორ­და. ჯაბა პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ა­ნი

ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი 2011 წელს გახ­და, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდულ ფრთას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. 32 წლის ზუ­რა­ბი­ა­ნი წყალ­ტუ­ბოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან". მა­ნამ­დე ის სპორ­ტის და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნაგ­რძო - სწავ­ლობ­და ლატ­ვი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ევ­რო­პათმცოდ­ნე­ო­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა. ფლობს ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებს.

შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლი

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლი 36 წლის არის. ხუ­ციშ­ვი­ლი სო­ფელ მირ­ზა­ან­ში და­ი­ბა­და. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, სწავ­ლობ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალმცოდ­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ა­ბა­რა, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე და და­ას­რუ­ლა შე­და­რე­ბი­თი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა; უც­ნო­ბია, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოს გული, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბას არ გეგ­მავს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პარლამენტარები და ჩინოვნიკები, რომლებიც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებენ

პარლამენტარები და ჩინოვნიკები, რომლებიც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებენ

ქართველი წარმატებული და უცოლო მამაკაცებისადმი ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა ცნობილი გოგონებისგან განსხვავებით, მათი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ თითქმის არასდროს არაფერია ცნობილი.

Ambebi.ge იმ ქართველი პოლიტიკოსებითა და ჩინოვნიკებით დაინტერესდა, რომლებსაც დაოჯახება ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ.

ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი წლებია სასურველ სასიძოდ ითვლება, თუმცა როგორც ჩანს დაოჯახებას ჯერჯერობით არ აპირებს. ლევანს საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან იცნობს, როცა ის "ნაციონალურ მოძრაობას" ღიად დაუპირისპირდა. გოგიჩაიშვილი გარეგნობის წყალობით სკოლის ასაკიდან პოპულარობით სარგებლობდა თბილისელ გოგონებში. თუმცა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არცერთი ისტორია არ გახმაურებულა.

ლევან გოგიჩაიშვილი 35 წლისაა,  დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის იურისპრუდენციის მაგისტრი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი ალადაშვილი

30 წლის გიორგი ალადაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. ასევე განათლება მიიღო აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში. ალადაშვილი დასაოჯახებელია და არც შეყვარებული არ ჰყავს.

გიორგი ბადაშვილი

ამ დრომდე უცოლო მამაკაცის სტატუსს ინარჩუნებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი. ახალგაზრდა ასაკში მან უკვე მოასწრო რამდენიმე საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში. იგი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი გახლდათ.

35 წლის ბადაშვილი პროფესიით იურისტია, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჯაბა ჯიშკარიანი

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი 30 წლისაა. თბილისელ გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. ჯიშკარიანი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. წლების წინ, თბილისში აქტიურად ჭორაობდნენ იმის შესახებ, რომ ჯაბა ნანა კაკაბაძის ქალიშვილზე იყო შეყვარებული, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გასულ ზაფხულს ცნობილი გახდა მისი და ხატია შამუგიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მაგრამ მათმა რომანმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო და წყვილი დაშორდა. ჯაბა პროფესიით ფინანსისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ცოტნე ზურაბიანი

ცოტნე ზურაბიანის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი 2011 წელს გახდა, როდესაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას ჩაუდგა სათავეში. 32 წლის ზურაბიანი წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატია "ქართული ოცნებიდან". მანამდე ის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ახალგაზრდა პარლამენტარი პროფესიით დიპლომატია, სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ განაგრძო - სწავლობდა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

შალვა ხუციშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი 36 წლის არის. ხუციშვილი სოფელ მირზაანში დაიბადა. პროფესიით იურისტია, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნის სპეციალობით. მოგვიანებით ჩააბარა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და დაასრულა შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა; უცნობია, დაკავებულია თუ არა სასურველი სასიძოს გული, თუმცა ცნობილია, რომ ჯერ დაოჯახებას არ გეგმავს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."