Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია სინამდვილეში "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარა და სერიალის რა დეტალებს ამხელს მსახიობი
როგორია სინამდვილეში "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარა და სერიალის რა დეტალებს ამხელს მსახიობი

მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ტარ­მა ნილ სა­ი­მო­ნის კო­მე­დია "მგზნე­ბა­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" დად­გა. სპექ­ტაკ­ლი რე­ჟი­სორ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი კოპ­რო­დუქ­ცია გახ­ლავთ, რო­მელ­შიც ზუგ­დი­დის თე­ატ­რი­სა და მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ. ზუგ­დი­დე­ლე­ბი­დან ერთ-ერთი მა­რი­ნა და­რა­სე­ლი­აა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ერთ-ერთ სა­ხა­სი­ა­თო როლს ას­რუ­ლებს. ის გრი­შა კა­კა­ჩი­ას ში­ნა­მომ­სა­ხუ­რე - ლა­მა­რა გახ­ლავთ, რომ­ლის ხილ­ვაც სე­რი­ალ­ში მა­ყუ­რე­ბელს დი­დად მოს­წონს და ახა­ლი­სებს.

მა­რი­ნა და­რა­სე­ლია მა­ყუ­რე­ბელ­მა ახალ სპექ­ტაკლში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ე­ბულ როლ­ში იხი­ლა. ის პარტნი­ო­რო­ბას მგზნე­ბა­რე შეყ­ვა­რე­ბულ მა­მა­კაცს უწევს და არც თუ ური­გოდ...

ჩვენ მას პრე­მი­ე­რის შემ­დეგ გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- პრე­მი­ე­რის წინ ძა­ლი­ან და­ვი­ძა­ბეთ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ტარ­ში შუქი არ იყო, - ასე­თი რამ მოქ­მე­დებს მსხი­ო­ბებ­ზე, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ. ისიც კი ვი­ფიქ­რეთ, პრე­მი­ე­რა ხომ არ გა­და­ი­დე­ბაო, მაგ­რამ 8-ის 15 წუთ­ზე შუქი მო­ვი­და და გა­დარ­ბე­ნა გვქონ­და, რომ გრი­მის გა­კე­თე­ბა მოგ­ვეს­წრო...

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად პრო­ექტს, მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მას­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ის კოპ­რო­დუქ­ცი­აა და ამის გამო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გვაქვს, ზუგ­დი­დელ­მა და თბი­ლი­სელ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა სცე­ნა­ზე ერ­თად ვი­თა­მა­შოთ. მი­ხა­რია ისიც, რომ ჩემს როლ­ზე ორი დუბ­ლია (თბი­ლი­სე­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ). ასე­ვე დუბ­ლი­ო­რი ჰყავს ჩემს ზუგ­დი­დელ მზე­კო­საც (ჩარ­გა­ზია). თბი­ლი­სე­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ტი­პა­ჟებს ქმნი­ან. მოკ­ლედ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი, არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს, თუნ­დაც ერ­თსა და იმა­ვე როლს ვას­რუ­ლებ­დეთ.

იმი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­ზარ­დმაყ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში მო­მი­წია პრე­მი­ე­რის თა­მა­ში, - ეს ისე მი­ხა­რია, რომ ამ გრძნო­ბას ზუს­ტად ვერც გად­მოვ­ცემ. ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს აქ დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობ, ჩემი კო­ლე­გე­ბის­გან იმ­ხე­ლა და­დე­ბი­თი მუხ­ტი მო­დის; არაჩ­ვე­უ­ებ­რი­ვი და­სია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რე­ჟი­სო­რი, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი.

მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ორი პარტნი­ო­რი მყვს, - ვახო ნო­ზა­ძე და ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. თი­თო­ე­ულს სხვადსხვა­ნა­ი­რად მიჰ­ყავთ წარ­მოდ­გე­ნა და ორი­ვეს­თან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. თი­თო­ე­ულ­თან სა­ინ­ტე­რე­სოა ურ­თი­ერ­თო­ბა. თით­ქოს ჯადო გა­მი­კე­თეს, წას­ვლა აღარ მინ­და ზუგ­დიდ­ში. ეს ორი თვე ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მათ­თან ყოფ­ნა და მუ­შა­ო­ბა, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენთ. შე­ვეჩ­ვიე აქა­უ­რო­ბას, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბაა ისიც, ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ზუგ­დიდ­შიც გვექ­ნე­ბა პრე­მი­ე­რა და მერე ისევ ჩა­მო­ვალთ. მოკ­ლედ, არ დავ­კარ­გავთ ერ­თმა­ნეთს. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი სხვა ახა­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­აც თუ გვექ­ნე­ბა. ისე, ჩვე­ნი ზუგ­დიდს თე­ატ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა კი იცით, რომ მძი­მეა, შე­საძ­ლოა სხვადსხვა თე­ატ­რში მოგ­ვი­წი­ოს თა­მა­ში.

- ზუგ­დი­დის თე­ატ­რში თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ტავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ობთ?

- მე იმ თა­ო­ბას მი­ვე­კუთ­ნე­ბი, ვინც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში 1978 წლეს მო­ე­წყო. მა­შინ ლი­მი­ტე­ბი იყო და ზუგ­დი­და­დან სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე იმ პი­რო­ბით გაგ­ვიშ­ვეს, რომ ზუგ­დიდ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. არ შე­იძ­ლე­ბო­და სხვა თე­ატ­რში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა.

ჰოდა, რო­გორც ზუგ­დი­დე­ლი, და­ვუბ­რუნ­დი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის თე­ტარს. თუმ­ცა ბევ­რმა გვი­ღა­ლა­ტა, და­ამ­თავ­რეს ლი­მი­ტით და სამ­წუ­ხა­როდ, არ ჩა­მო­ვიდ­ნენ.

- მოკ­ლედ, თქვენს ქა­ლაქს არ უღა­ლა­ტეთ...

- არა, იქა­უ­რი ვარ დ მიყ­ვარს ჩემი ზუგ­დი­დი. მალე ჩვე­ნი შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი 150 წლის ხდე­ბა. ის­ტო­რი­უ­ლი თე­ატ­რია, აქ თა­ვის დრო­ზე არა­ერთ დიდ ხე­ლო­ვანს უთა­მა­შია. მა­გა­ლი­თად, თე­მურ ჩხე­ი­ძემ სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი ჩვენ­თან დად­გა, სა­დაც ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტებ­მა - ჟან­რი ლო­ლაშ­ვილ­მა და ავთო მა­ხა­რა­ძე ითა­მა­შეს... ზუგ­დი­დი ყო­ველ­თვს იყო თა­ვის ხე­ლოვ­ნე­ბით ცნო­ბი­ლი... ინ­სტი­ტუ­ტი 1982 წელს და­ვამ­თავ­რე და იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ. თუმ­ცა დღეს, რო­გორც უკვე ვთქვით, ჩვე­ნი შე­ნო­ბა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ხომ გახ­სოვთ, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, თა­ვის სა­მუ­შაო ოთა­ხი­დან, ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ბად­რი წე­რე­დი­ა­ნი სკა­მი­ა­ნად რომ ჩა­მო­ვარ­და პირ­ველ­ზე? მად­ლო­ბა უფალს, რომ გა­დარ­ჩა. ახლა სწო­რედ მან, რო­მე­ლიც თბი­ლი, უშუ­ა­ლო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, გა­მა­ხა­რა, - იან­ვრი­დან თე­ატ­რში სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწყე­ბაო.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, არ შე­მიძ­ლია, რომ თქვენს როლ­ზე არ ვი­სა­უბ­როთ, რო­მელ­საც ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" (ლა­მა­რა) თა­მა­შობთ. რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ამ პრო­ექ­ტში?

- ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, კას­ტინ­გის რე­ჟი­სო­რი და­მი­კავ­შირ­და, მარ­თა­ლია არ მიც­ნობ­და, მაგ­რამ ჩემი სპექ­ტაკ­ლე­ბი ვი­დე­ო­ზე ჰქო­ნია ნა­ნა­ხი. კას­ტინ­გი არ გა­მივ­ლია, უბ­რა­ლოდ, მი­თხრა, - თუ ამ როლს კარ­გად ითა­მა­შებ და გა­ა­მარ­თლებ, პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ როლი გაგ­რძელ­დე­ბაო. 11 თვის წინ, იან­ვარ­ში, პირ­ვე­ლად გავ­მოვ­ჩნდი ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში. ვო­რონ­ცო­ველ ბი­ჭებ­თან, - ჩა­ქუ­ჩა­ჩას­თან და მიშ­კას­თან მქონ­და პირ­ვე­ლი სცე­ნა, დი­ა­ლო­გი და ასე­ვე ჩემს კარგ გო­გო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემ­თან ერ­თად მსა­ხუ­რო­ბენ გრი­შა კა­კა­ჩი­ას სახ­ლში.

- რას გვე­ტყვით გრი­შა კა­კა­ჩი­ას­თან (დათო კვირ­ცხა­ლია) პარტნი­ო­რო­ბა­ზე?

- დათო კვირ­ცხა­ლია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბია, ამას­თან, უგემ­რი­ე­ლე­სი კაცი. მი­თხრა, ლა­მა­რას როლს თბი­ლი­სე­ლი მეგ­რე­ლი ასე ვერ ითა­მა­შებ­დაო. ეკა მჟა­ვა­ნა­ძე­მაც რომ ნახა ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, მა­საც მო­ე­წო­ნა­და. მერე "ფე­სი­ბუქ­ზე" რომ აიტ­ვირ­თა ვი­დეო, დიდი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, - კო­მენ­ტა­რებ­ში წერ­დნენ, - ვი­ნაა, ეს მეგ­რე­ლი ქალი, იმ გრი­შას არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დებ­დაო.

ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი დევ­და­რი­ა­ნიც (სცე­ნა­რის­ტი) ზუს­ტად ისე­თი ხა­სი­ა­თით წერს, რო­გორც ვთა­მა­შობთ, თუმ­ცა იმპრო­ვი­ზა­ცი­ებს ჩე­მი­თაც ვა­კე­თებ. რე­ჟი­სორს, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას ვუ­თხა­რი, - ხომ არ ვა­ჭარ­ბებ, ზედ­მე­ტი ხომ არ მომ­დის-მეთ­ქი? არა, "მი­ა­წე­ქი", მშვე­ნივ­რად და ბუ­ნებ­რი­ვად არის ყვე­ლა­ფე­რიო...

მოკ­ლედ, იმ­დე­ნად მიყ­ვარს ეს სე­რი­ა­ლი, ისე­თი და­დე­ბი­თი აურა აქვს, რომ ასე მგო­ნია, რომ მარ­თლა გრი­შა კა­კა­ჩი­აა, დათო კვირ­ცხა­ლია, მე კი­დევ, ლა­მა­რა... და­მი­ჯე­რეთ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლია იქ.… ის გო­გო­ე­ბიც (სამ­ზა­რე­უ­ლო­ში) იმ­დე­ნად საყ­ვა­რე­ლე­ბი არი­ან და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნი მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა. ამ 11 თვე­ში ყვე­ლა შე­მიყ­ვარ­და...

- თქვენ შე­სა­ხებ კი­დევ რას გვე­ტყვით?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რია სა­ი­ნე­ტერ­სო. თქვე­ნი "ლა­მა­რა" ცხოვ­რე­ბა­ში ში­ნა­ბე­რა გახ­ლავთ... გავ­ზარ­დე დის­შვი­ლი და დის­შვლიშ­ვი­ლი. უკვე არც დედა მყავს და არც - მამა და გა­მო­დის, რომ ოჯა­ხის ბურ­ჯი მე გახ­ლავთ. დათო კვირ­ცხა­ლი­ამ ხუმ­რო­ბით მი­თხრა, - არ გრცხვე­ნია ქალო, მსა­ხი­ო­ბი ხარ, ხუთ­ჯერ უნდა იყო გა­თხო­ვი­ლი და ერთხე­ლაც არ გა­თხო­ვილ­ხა­რო?.. კი, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ასე და რა ვქნა?

ახა­ლი წელი მო­დის და მინ­და, ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცო, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს, ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩვენს შრო­მას აფა­სებს... ბედ­ნი­ე­რი წელი გქო­ნო­დეთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორია სინამდვილეში "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარა და სერიალის რა დეტალებს ამხელს მსახიობი

როგორია სინამდვილეში "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარა და სერიალის რა დეტალებს ამხელს მსახიობი

მოზარდმაყურებელთა თეტარმა ნილ საიმონის კომედია "მგზნებარე შეყვარებული" დადგა. სპექტაკლი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ შექმნილი კოპროდუქცია გახლავთ, რომელშიც ზუგდიდის თეატრისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები თამაშობენ. ზუგდიდელებიდან ერთ-ერთი მარინა დარასელიაა. ეს ქალბატონი ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს. ის გრიშა კაკაჩიას შინამომსახურე - ლამარა გახლავთ, რომლის ხილვაც სერიალში მაყურებელს დიდად მოსწონს და ახალისებს.

მარინა დარასელია მაყურებელმა ახალ სპექტაკლში სრულიად განსხვაებულ როლში იხილა. ის პარტნიორობას მგზნებარე შეყვარებულ მამაკაცს უწევს და არც თუ ურიგოდ...

ჩვენ მას პრემიერის შემდეგ გავესაუბრეთ:

- პრემიერის წინ ძალიან დავიძაბეთ, მთელი დღის განმავლობაში თეტარში შუქი არ იყო, - ასეთი რამ მოქმედებს მსხიობებზე, ძალიან ვინერვიულეთ. ისიც კი ვიფიქრეთ, პრემიერა ხომ არ გადაიდებაო, მაგრამ 8-ის 15 წუთზე შუქი მოვიდა და გადარბენა გვქონდა, რომ გრიმის გაკეთება მოგვესწრო...

რაც შეეხება თავად პროექტს, მადლობელი ვარ, რომ მასში ვმონაწილეობ. ის კოპროდუქციაა და ამის გამო დიდი ბედნიერება გვაქვს, ზუგდიდელმა და თბილისელმა მსახიობებმა სცენაზე ერთად ვითამაშოთ. მიხარია ისიც, რომ ჩემს როლზე ორი დუბლია (თბილისელები თამაშობენ). ასევე დუბლიორი ჰყავს ჩემს ზუგდიდელ მზეკოსაც (ჩარგაზია). თბილისელები აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნიან. მოკლედ, განსხვავებულები ვართ ყველანი, არ ვგავართ ერთმანეთს, თუნდაც ერთსა და იმავე როლს ვასრულებდეთ.

იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მოზარდმაყრებელთა თეატრში მომიწია პრემიერის თამაში, - ეს ისე მიხარია, რომ ამ გრძნობას ზუსტად ვერც გადმოვცემ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აქ დიდი ხანია ვმუშაობ, ჩემი კოლეგებისგან იმხელა დადებითი მუხტი მოდის; არაჩვეუებრივი დასია, შესანიშნავი მსახიობები, რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

მამაკაცი მსახიობებიდან ორი პარტნიორი მყვს, - ვახო ნოზაძე და ბესო მეგრელიშვილი. თითოეულს სხვადსხვანაირად მიჰყავთ წარმოდგენა და ორივესთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თითოეულთან საინტერესოა ურთიერთობა. თითქოს ჯადო გამიკეთეს, წასვლა აღარ მინდა ზუგდიდში. ეს ორი თვე ისეთი სასიამოვნო იყო მათთან ყოფნა და მუშაობა, რომ ვერ წარმოიდგენთ. შევეჩვიე აქაურობას, მაგრამ ბედნიერებაა ისიც, ამ შემადგენლობით ზუგდიდშიც გვექნება პრემიერა და მერე ისევ ჩამოვალთ. მოკლედ, არ დავკარგავთ ერთმანეთს. ბედნიერი ვიქნები სხვა ახალი კოპროდუქციაც თუ გვექნება. ისე, ჩვენი ზუგდიდს თეატრის მდგომარეობა კი იცით, რომ მძიმეა, შესაძლოა სხვადსხვა თეატრში მოგვიწიოს თამაში.

- ზუგდიდის თეატრში თეატრალური ინსტიტუტის დამტავრების შემდეგ მუშაობთ?

- მე იმ თაობას მივეკუთნები, ვინც თეატრალურ ინსტიტუტში 1978 წლეს მოეწყო. მაშინ ლიმიტები იყო და ზუგდიდადან სამსახიობო ფაკულტეტზე იმ პირობით გაგვიშვეს, რომ ზუგდიდში უნდა დაბრუნებულიყავი. არ შეიძლებოდა სხვა თეატრში სამუშაოდ წასვლა.

ჰოდა, როგორც ზუგდიდელი, დავუბრუნდი ჩემი საყვარელი ქალაქის თეტარს. თუმცა ბევრმა გვიღალატა, დაამთავრეს ლიმიტით და სამწუხაროდ, არ ჩამოვიდნენ.

- მოკლედ, თქვენს ქალაქს არ უღალატეთ...

- არა, იქაური ვარ დ მიყვარს ჩემი ზუგდიდი. მალე ჩვენი შალვა დადიანის სახელობის თეატრი 150 წლის ხდება. ისტორიული თეატრია, აქ თავის დროზე არაერთ დიდ ხელოვანს უთამაშია. მაგალითად, თემურ ჩხეიძემ სადიპლომო სპექტაკლი ჩვენთან დადგა, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტებმა - ჟანრი ლოლაშვილმა და ავთო მახარაძე ითამაშეს... ზუგდიდი ყოველთვს იყო თავის ხელოვნებით ცნობილი... ინსტიტუტი 1982 წელს დავამთავრე და იმ დღიდან მოყოლებული, ამ თეატრის მსახიობი ვარ. თუმცა დღეს, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ხომ გახსოვთ, მეორე სართულიდან, თავის სამუშაო ოთახიდან, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი სკამიანად რომ ჩამოვარდა პირველზე? მადლობა უფალს, რომ გადარჩა. ახლა სწორედ მან, რომელიც თბილი, უშუალო და ყურადღებიანი ადამიანია, გამახარა, - იანვრიდან თეატრში სარესტავრაციო სამუშაოები იწყებაო.

- ქალბატონო მარინა, არ შემიძლია, რომ თქვენს როლზე არ ვისაუბროთ, რომელსაც ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (ლამარა) თამაშობთ. როგორ აღმოჩნდით ამ პროექტში?

- ეკა მჟავანაძე, კასტინგის რეჟისორი დამიკავშირდა, მართალია არ მიცნობდა, მაგრამ ჩემი სპექტაკლები ვიდეოზე ჰქონია ნანახი. კასტინგი არ გამივლია, უბრალოდ, მითხრა, - თუ ამ როლს კარგად ითამაშებ და გაამართლებ, პირობას გაძლევ, რომ როლი გაგრძელდებაო. 11 თვის წინ, იანვარში, პირველად გავმოვჩნდი ცნობილ სერიალში. ვორონცოველ ბიჭებთან, - ჩაქუჩაჩასთან და მიშკასთან მქონდა პირველი სცენა, დიალოგი და ასევე ჩემს კარგ გოგოებთან, რომლებიც სამზარეულოში ჩემთან ერთად მსახურობენ გრიშა კაკაჩიას სახლში.

- რას გვეტყვით გრიშა კაკაჩიასთან (დათო კვირცხალია) პარტნიორობაზე?

- დათო კვირცხალია არაჩვეულებრივი მსახიობია, ამასთან, უგემრიელესი კაცი. მითხრა, ლამარას როლს თბილისელი მეგრელი ასე ვერ ითამაშებდაო. ეკა მჟავანაძემაც რომ ნახა ჩემი ნამუშევარი, მასაც მოეწონადა. მერე "ფესიბუქზე" რომ აიტვირთა ვიდეო, დიდი რეიტინგი ჰქონდა, - კომენტარებში წერდნენ, - ვინაა, ეს მეგრელი ქალი, იმ გრიშას არაფრით ჩამოუვარდებდაო.

ქალბატონი ქეთი დევდარიანიც (სცენარისტი) ზუსტად ისეთი ხასიათით წერს, როგორც ვთამაშობთ, თუმცა იმპროვიზაციებს ჩემითაც ვაკეთებ. რეჟისორს, გიორგი ლიფონავას ვუთხარი, - ხომ არ ვაჭარბებ, ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი? არა, "მიაწექი", მშვენივრად და ბუნებრივად არის ყველაფერიო...

მოკლედ, იმდენად მიყვარს ეს სერიალი, ისეთი დადებითი აურა აქვს, რომ ასე მგონია, რომ მართლა გრიშა კაკაჩიაა, დათო კვირცხალია, მე კიდევ, ლამარა... დამიჯერეთ, დიდი სიყვარულია იქ.… ის გოგოებიც (სამზარეულოში) იმდენად საყვარელები არიან და საერთოდ, ყველანი მთელი შემადგენლობა. ამ 11 თვეში ყველა შემიყვარდა...

- თქვენ შესახებ კიდევ რას გვეტყვით?

- პირად ცხოვრებაში არაფერია საინეტერსო. თქვენი "ლამარა" ცხოვრებაში შინაბერა გახლავთ... გავზარდე დისშვილი და დისშვლიშვილი. უკვე არც დედა მყავს და არც - მამა და გამოდის, რომ ოჯახის ბურჯი მე გახლავთ. დათო კვირცხალიამ ხუმრობით მითხრა, - არ გრცხვენია ქალო, მსახიობი ხარ, ხუთჯერ უნდა იყო გათხოვილი და ერთხელაც არ გათხოვილხარო?.. კი, სამწუხაროა, მაგრამ ასე და რა ვქნა?

ახალი წელი მოდის და მინდა, ყველას მივულოცო, განსაკუთრებით ჩვენს მაყურებელს, ადამიანებს, ვინც ჩვენს შრომას აფასებს... ბედნიერი წელი გქონოდეთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება