"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მომხმარებლებისთვის, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 2017 წელს წყალმომარაგების ფასი უცვლელი დარჩება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 0,225 ლარი კუბურ მეტრზე არ შეიცვალა. უცვლელი დარჩა ასევე გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი და ის თვეში ერთ სულზე კვლავ 2,667 ლარს შეადგენს.
ცვლილება შეეხო მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრულ ტარიფს და ნაცვლად 3,729 ლარისა კუბურ მეტრზე, გახდა 3,743 ლარი კუბურ მეტრზე.