საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა

ბევ­რის აზ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ აზრი და­კარ­გა. დრო, რო­დე­საც მსოფ­ლიო რუკა "თეთ­რი ლა­ქე­ბით" იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი, წარ­სულს ჩა­ბარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა­ერ­თი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რი მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მსოფ­ლი­ოს­თვის ადა­მი­ა­ნის შე­უ­ზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, პლა­ნე­ტის და­სა­ლაშ­ქრად მარ­ტო მი­ე­შუ­რე­ბა.

ფი­ო­დორ კო­ნი­უ­ხო­ვი

65 წლის მარ­ტო­ხე­ლა მოგ­ზა­უ­რი პირ­ვე­ლი რუ­სია, რო­მელ­მაც ჩრდი­ლო და სამ­ხრეთ პო­ლუ­სე­ბი და­ლაშ­ქრა და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია დე­და­მი­წა­ზე, რო­მელ­მაც ხუ­თი­ვე პო­ლუ­სი მო­ი­ა­რა. პირ­ველ ორ­თან ერ­თად მან - ჰორ­ნის კონ­ცხი (იახტსმე­ნე­ბის პო­ლუ­სი), ევე­რეს­ტი (სი­მაღ­ლის პო­ლუ­სი ალ­პი­ნის­ტე­ბის­თვის) და ან­ტარ­ქტი­და­ში მდე­ბა­რე მი­უდ­გომ­ლო­ბის პო­ლუ­სი და­ი­პყრო. დე­და­მი­წის გარ­შე­მო იახ­ტით კო­ნი­უ­ხოვ­მა ოთხჯერ იმოგ­ზა­უ­რა. 2016 წლის 12 ივ­ლისს, ერ­თწ­ლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ჰა­ე­რო ბურ­თით დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა. 11 დღის 4 სა­ა­თის და 20 წუ­თის შემ­დეგ ის ავ­სტრა­ლი­ა­ში წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა და სა­ჰა­ე­რო ბურ­თით დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

ბეარ გრილ­სი

სა­ხელ­გან­თხმუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის შვილ­მა გა­ნათ­ლე­ბა ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სის­ტეტ­ში მი­ი­ღო. ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­დარ­ჩე­ნის მე­თო­დებს ბეარ გრილ­სი ჯარ­ში და­ე­უფ­ლა, სა­დაც პა­რა­შუ­ტით ხტო­მა და ალ­პი­ნიზ­მი აით­ვი­სა. მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მას ევე­რეს­ტის და­პყრო­ბა­ში და­ეხ­მა­რა. 2000 წელს მან, ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, ნა­ვით ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლე­ბის გარ­შე­მო იმოგ­ზა­უ­რა. სამი წლის შემ­დეგ კი მარ­ტომ, რე­ზი­ნის გა­სა­ბე­რი ნა­ვით ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კა გა­და­ცუ­რა. მის მიღ­წე­ვებ­ში ასე­ვე ან­ხე­ლის ჩანჩქე­რის თავ­ზე მო­ტო­პა­რაპ­ლა­ნით გა­დაფ­რე­ნა და 7600 მ-ის სი­მაღ­ლე­ზე სა­ჰა­ე­რო ბურთზე გა­მარ­თულ ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­დის. ბეარ გრილ­სის თით­ქმის ყვე­ლა ექ­სპე­დი­ცია და მოგ­ზა­უ­რო­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თი­სა იყო.

ები სან­დერ­ლენ­დი

დე­და­მი­წის გარ­შე­მო სა­მოგ­ზა­უ­როდ ის 16 წლის ასაკ­ში გა­ე­შუ­რა. პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, მან ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რა და მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის და­სა­პყრო­ბად ხელ­მე­ო­რედ 2010 წლის 6 თე­ბერ­ვალს გა­ემ­გზავ­რა. ავ­სტრა­ლი­ა­სა და აფ­რი­კას შო­რის ყოფ­ნი­სას, მარ­ტო­ხე­ლა მოგ­ზა­ურ­მა რა­დი­ო­თი ძრა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ გად­მოს­ცა. ამის მერე მას­თან კავ­ში­რი გა­წყდა. უშუ­დე­გოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, სან­დერ­ლენ­დი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ჩათ­ვა­ლეს. თუმ­ცა 1 თვის შემ­დეგ ინ­დო­ე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რის­გან SOS შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო. შტორ­მის მი­უ­ხე­და­ვად, მაშ­ვე­ლებ­მა ები სან­დერ­ლენ­დის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

ჯე­ი­სონ ლუ­ი­სი

ის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც პლა­ნე­ტის გარ­შე­მო მა­ტა­რებ­ლე­ბის, თვითმფრი­ნა­ვე­ბის, გე­მე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბილ­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე იმოგ­ზა­უ­რა. ტრან­სპორ­ტის სა­ხით ლუ­ი­სი მხო­ლოდ რო­ლი­კებს, ვე­ლო­სი­პედს, ნავს და სა­კუ­თარ ფე­ხებს იყე­ნებ­და. ექ­სპე­დი­ცია 1994 წელს ქა­ლაქ გრინ­ვიჩ­ში და­ი­წყო. მე­წყვი­ლედ 27 წლის ლუ­ის­მა სა­კუ­თა­რი მე­გო­ბა­რი სივ სმი­ტი აიყ­ვა­ნა. 1996 წელს აშშ-ში რო­ლი­კე­ბით მოძ­რავ ლუ­ისს მან­ქნა და­ე­ჯა­ხა და მან 9 თვე სა­ვა­ად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. გა­მო­ჯამ­რთე­ლე­ბის შემ­დეგ ის ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ემ­გზავ­რა, სა­ი­და­ნაც ავ­სტრა­ლი­ამ­დე ოკე­ა­ნე პედ­ლე­ბი­ა­ნი ნა­ვით გა­და­ცუ­რა.

შუა გზა­ში ბრი­ტა­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ჩა­ღე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ეპი­ცენ­ტში მოხ­ვდა, ავ­სტრა­ლი­ის ნა­პი­რებ­თან კი ალი­გა­ტო­რი და­ეს­ხა თავს. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის­თვის, ჯე­ი­სონს სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა მო­უხ­და. 2005 წელს მოგ­ზა­უ­რი სინ­გა­პურ­ში, იქი­დან კი ჩი­ნე­თის გავ­ლით, ინ­დო­ეთ­ში გა­და­ვი­და. აფ­რი­კის ვე­ლო­სი­პე­დით მოვ­ლის შემ­დეგ, ამა­ვე სატ­რასნ­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მან რუ­მი­ნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ბელ­გი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა. შემ­დგომ ლა-მან­ში გა­და­ცუ­რა და 2007 წელს ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­და. მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა 13 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და.

ჯუმ­ბერ ლეჟა­ვა

ქარ­თვე­ლო სპორ­ტსმე­ნი, მოგ­ზა­უ­რი და რე­კორდსმე­ნი 1939 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით გა­ტა­ცე­ბა 1987 წელს გა­და­ტა­ნილ­მა რთულ­მა ოპე­რა­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა. სწრა­ფი გა­მო­ჯამ­რთე­ლე­ბის მიზ­ნით, მან ვარ­ჯი­შე­ბის სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა შე­ი­მუ­შა­ვა. 1993 წლის 13 აგ­ვის­ტოს, ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რი მსოფ­ლი­ოს და­სა­პყრო­ბად გა­ე­შუ­რა. 3333 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან გა­და­ლა­ხა აზი­ის, ავ­სტრა­ლია-ოკე­ა­ნე­თის, ჩრდი­ლო და სამ­ხრეთ ამე­რი­კის, აფ­რი­კი­სა და ევ­რო­პის 234 სა­ხელ­მწი­ფო. ის ორ­ჯერ ეწ­ვია ან­ტარ­ქტი­დას. მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან გა­და­ი­ღო 50 ათას­ზე მეტი ფოტო, 200 სთ-ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბის ვი­დეო ფირი. სა­კუ­თა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის დე­ტა­ლე­ბი მან 7 ათას ფურ­ცლი­ან დღი­ურ­ში აღ­წე­რა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა

მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა

ბევრის აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოგზაურობამ აზრი დაკარგა. დრო, როდესაც მსოფლიო რუკა "თეთრი ლაქებით" იყო აჭრელებული, წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი თავზეხელაღებული მოგზაური მოიძებნება, რომელიც საკუთარი თავისა და მსოფლიოსთვის ადამიანის შეუზღუდავი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, პლანეტის დასალაშქრად მარტო მიეშურება.

ფიოდორ კონიუხოვი

65 წლის მარტოხელა მოგზაური პირველი რუსია, რომელმაც ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები დალაშქრა და პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელმაც ხუთივე პოლუსი მოიარა. პირველ ორთან ერთად მან - ჰორნის კონცხი (იახტსმენების პოლუსი), ევერესტი (სიმაღლის პოლუსი ალპინისტებისთვის) და ანტარქტიდაში მდებარე მიუდგომლობის პოლუსი დაიპყრო. დედამიწის გარშემო იახტით კონიუხოვმა ოთხჯერ იმოგზაურა. 2016 წლის 12 ივლისს, ერთწლიანი მომზადების შემდეგ, საჰაერო ბურთით დედამიწის გარშემო მოგზაურობაში გაემგზავრა. 11 დღის 4 საათის და 20 წუთის შემდეგ ის ავსტრალიაში წარმატებით დაეშვა და საჰაერო ბურთით დედამიწის გარშემო მოგზაურობაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ბეარ გრილსი

სახელგანთხმული ბრიტანელი დიპლომატების შვილმა განათლება ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსისტეტში მიიღო. ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის მეთოდებს ბეარ გრილსი ჯარში დაეუფლა, სადაც პარაშუტით ხტომა და ალპინიზმი აითვისა. მიღებული ცოდნა მას ევერესტის დაპყრობაში დაეხმარა. 2000 წელს მან, ქველმოქმედების მიზნით, ნავით ბრიტანეთის კუნძულების გარშემო იმოგზაურა. სამი წლის შემდეგ კი მარტომ, რეზინის გასაბერი ნავით ჩრდილო ატლანტიკა გადაცურა. მის მიღწევებში ასევე ანხელის ჩანჩქერის თავზე მოტოპარაპლანით გადაფრენა და 7600 მ-ის სიმაღლეზე საჰაერო ბურთზე გამართულ ოფიციალურ სადილში მონაწილეობა შედის. ბეარ გრილსის თითქმის ყველა ექსპედიცია და მოგზაურობა საქველმოქმედო ხასიათისა იყო.

ები სანდერლენდი

დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ ის 16 წლის ასაკში გაეშურა. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მან ფარ-ხმალი არ დაყარა და მსოფლიო ოკეანის დასაპყრობად ხელმეორედ 2010 წლის 6 თებერვალს გაემგზავრა. ავსტრალიასა და აფრიკას შორის ყოფნისას, მარტოხელა მოგზაურმა რადიოთი ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გადმოსცა. ამის მერე მასთან კავშირი გაწყდა. უშუდეგოდ დასრულებული სამაშველო სამუშაოების შემდეგ, სანდერლენდი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩათვალეს. თუმცა 1 თვის შემდეგ ინდოეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გაუჩინარებული მოგზაურისგან SOS შეტყობინება მიიღო. შტორმის მიუხედავად, მაშველებმა ები სანდერლენდის გადარჩენა შეძლეს.

ჯეისონ ლუისი

ის მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც პლანეტის გარშემო მატარებლების, თვითმფრინავების, გემებისა და ავტომობილბის დახმარების გარეშე იმოგზაურა. ტრანსპორტის სახით ლუისი მხოლოდ როლიკებს, ველოსიპედს, ნავს და საკუთარ ფეხებს იყენებდა. ექსპედიცია 1994 წელს ქალაქ გრინვიჩში დაიწყო. მეწყვილედ 27 წლის ლუისმა საკუთარი მეგობარი სივ სმიტი აიყვანა. 1996 წელს აშშ-ში როლიკებით მოძრავ ლუისს მანქნა დაეჯახა და მან 9 თვე სავაადმყოფოში გაატარა. გამოჯამრთელების შემდეგ ის ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა, საიდანაც ავსტრალიამდე ოკეანე პედლებიანი ნავით გადაცურა.

შუა გზაში ბრიტანელი მოგზაური სოლომონის კუნძულებზე გაჩაღებულ სამოქალაქო ომის ეპიცენტში მოხვდა, ავსტრალიის ნაპირებთან კი ალიგატორი დაესხა თავს. ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და ვალების გასტუმრებისთვის, ჯეისონს სამსახურის დაწყება მოუხდა. 2005 წელს მოგზაური სინგაპურში, იქიდან კი ჩინეთის გავლით, ინდოეთში გადავიდა. აფრიკის ველოსიპედით მოვლის შემდეგ, ამავე სატრასნპორტო საშუალებით მან რუმინეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ბელგიაში იმოგზაურა. შემდგომ ლა-მანში გადაცურა და 2007 წელს ლონდონში დაბრუნდა. მისი მოგზაურობა 13 წელიწადს გაგრძელდა.

ჯუმბერ ლეჟავა

ქართველო სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი 1939 წელს თბილისში დაიბადა. მოგზაურობებით გატაცება 1987 წელს გადატანილმა რთულმა ოპერაციამ განაპირობა. სწრაფი გამოჯამრთელების მიზნით, მან ვარჯიშების საკუთარი სისტემა შეიმუშავა. 1993 წლის 13 აგვისტოს, ქართველი მოგზაური მსოფლიოს დასაპყრობად გაეშურა. 3333 დღის განმავლობაში მან გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ევროპის 234 სახელმწიფო. ის ორჯერ ეწვია ანტარქტიდას. მოგზაურობის განმავლობაში მან გადაიღო 50 ათასზე მეტი ფოტო, 200 სთ-ზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო ფირი. საკუთარი მოგზაურობის დეტალები მან 7 ათას ფურცლიან დღიურში აღწერა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"