საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა
გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ვაჟა ჩო­ხელ­მა სა­ფი­ნან­სო გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფილ უფ­როსს ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პია (გო­გირ­დის აბა­ნო­ე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხი), სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­ხე­ლეს და მის შვილს, - წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს - ცხვი­რის ძგი­დის გას­წო­რე­ბის ოპე­რა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან და­უ­ფი­ნან­სა.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად სა­ჯა­რო რე­სურ­სე­ბის გაფ­ლან­გვი­სა და უყა­ი­რა­თოდ ხარ­ჯვის არა­ერ­თი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი აშ­კა­რად შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მო­ხე­ლეო თუ სხვა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს.

გა­მოვ­ლინ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე უკა­ნო­ნოდ იქნა გა­ცე­მუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო თან­ხე­ბი, - ჯამ­ში 2 800 ლარი. მათ შო­რის, სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ირაკ­ლი წიკ­ლა­უ­რის­თვის (იგი ამ­ჟა­მად გამ­გებ­ლის მრჩე­ვე­ლია) და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ანა­ლი­ზე­ბი და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პია (გო­გირ­დის აბა­ნო­ე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხი) - 494 ლარი, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს თა­მი­ლა ნა­დი­რაშ­ვილს და მის შვილს ანი ნა­თე­ლაშ­ვილს, - წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზებ­ზე - 740 ლარი, საკ­რე­ბუ­ლოს მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს ეკა აფ­ცი­ა­ურს - ცხვი­რის ძგი­დის გას­წო­რე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ზე - 584 ლარი, იუ­რი­დი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს ლაშა სალ­ბიშ­ვილს - თვა­ლის მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გა­და­ე­რი­ცხა 518 ლარი და სხვა.

აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის მა­სა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­გი­ერ­თი დარ­ღვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის ნა­წილ­ში, მა­ნამ­დეც იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი დუ­შე­თის გამ­გე­ო­ბის შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ, თუმ­ცა ამას შე­დე­გად სამ­სა­ხუ­რის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სის პა­ა­ტა მიღ­დი­სე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის 2015 წლის 24 ივ­ლი­სის №713 ბრძა­ნე­ბა­ში პა­ა­ტა მიღ­დი­სე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა. პა­ა­ტა მიღ­დი­სელ­მა სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით დავა და­ი­წყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე სა­სა­მარ­თლო­დან სარ­ჩე­ლი უკან გა­იხ­მო.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბის ან­გა­რი­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. დო­კუ­მენ­ტი 2014-2015 წლე­ბის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა

გამგებელმა რამდენიმე თანამშრომელს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი), სოციალური სამსახურის მოხელეს და მის შვილს, - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საჯარო რესურსების გაფლანგვისა და უყაირათოდ ხარჯვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. რამდენიმე მათგანი აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ნიშნებს.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეებზე უკანონოდ იქნა გაცემული სამკურნალო თანხები, - ჯამში 2 800 ლარი. მათ შორის, საფინანსო სამსახურის განყოფილების ყოფილი უფროსის ირაკლი წიკლაურისთვის (იგი ამჟამად გამგებლის მრჩეველია) დაფინანსებულია ანალიზები და ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი) - 494 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამილა ნადირაშვილს და მის შვილს ანი ნათელაშვილს, - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზებზე - 740 ლარი, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ეკა აფციაურს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციაზე - 584 ლარი, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლაშა სალბიშვილს - თვალის მიკროქირურგიული მკურნალობისთვის გადაერიცხა 518 ლარი და სხვა.

აუდიტორული შემოწმების მასალებში აღნიშნული ზოგიერთი დარღვევა, სახელმწიფო შესყიდვებში და სოციალური პროგრამის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ნაწილში, მანამდეც იქნა გამოვლენილი დუშეთის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, თუმცა ამას შედეგად სამსახურის მაშინდელი უფროსის პაატა მიღდისელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 24 ივლისის №713 ბრძანებაში პაატა მიღდისელის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად მითითებულია სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. პაატა მიღდისელმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დავა დაიწყო, თუმცა მალევე სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა