საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგზნებარე შეყვარებულის" პრემიერა მოზარდაყურებელთა თეატრის სცენაზე - სპექტაკლისთვის მსახობები ორი ქალაქიდან შეირჩა
"მგზნებარე შეყვარებულის" პრემიერა მოზარდაყურებელთა თეატრის სცენაზე - სპექტაკლისთვის მსახობები ორი ქალაქიდან შეირჩა

ამე­რი­კე­ლი დრა­მა­ტურ­გის, ნილ სა­ი­მო­ნის კო­მე­დია "მგზნე­ბა­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" რე­ჟი­სორ­მა დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა მო­ზარ­და­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სპექ­ტაკ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­აა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის, ისე ზუგ­დი­დის შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი. ზუგ­დი­დის თე­ატ­რი­დან კონ­კრე­ტუ­ლად მოწ­ვე­უ­ლი­ე­ბი არი­ან - მზე­ვი­ნარ ჩარ­გა­ზია და მა­რი­ნა და­რა­სე­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" იც­ნობს. ის ლა­მა­რას პერ­სო­აჟს ასა­ხი­ე­რებს.

პირ­ვე­ლი სას­ცე­ნო კოპ­რო­დუქ­ცია შედ­გა, პრე­მი­ე­რამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მა­ყუ­რე­ბელ­მა დიდი ხა­ლი­სით მი­ი­ღო სპექ­ტაკ­ლი.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი:

- გორ­ში კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვა­ლი და­არ­სდა და ამის­თვის თე­ატ­რე­ბი სპექ­ტაკ­ლებს დგა­მენ. ბად­რი წე­რე­დი­ან­მა, ზუგ­დი­დის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­და­პირ შე­მიკ­ვე­თა, მათი თე­ატ­რის და­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (მცი­რერ­ცხო­ვა­ნი და­სია), დაგ­ვედ­გა პა­ტა­რა კო­მე­დია და მა­შინ არ­ჩე­ვა­ნი ამ პი­ე­სა­ზე შე­ვა­ჩე­რეთ. რო­ლე­ბიც გა­ვა­ნა­წი­ლეთ, მაგ­რამ შემ­დეგ ის ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, ბოლო აგუ­რიც კი რომ ჩა­მო­ვარ­და ზუგ­დი­დის თე­ატ­რის ჭე­რი­დან... შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა. ამი­ტომ გა­მო­სავ­ლის ძებ­ნი­სას გა­და­წყდა - ზუგ­დი­დის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლში ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფართს მე­რია დღემ­დე ეძებს.

იმის გამო, რომ უნ­დო­დათ, სპექ­ტაკ­ლი შემ­დგა­რი­ყო, ასე­თი იდა გა­მიჩ­ნდა, - მოდი, გა­ვა­კე­თოთ კოპ­რო­დუქ­ცია: იყოს ორი მსა­ხი­ო­ბი ზუდ­გი­დის თე­ატ­რი­დან, ორი - მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან. ვი­თა­მა­შოთ რო­გორც ზუგ­დიდ­ში, ისე - თბი­ლის­ში-მეთ­ქი. თუმ­ცა ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბელს თბი­ლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი დუბ­ლი­ო­რი ჰყავს, რო­დე­საც ეს სპექ­ტაკ­ლი გას­ტროლ­ზე გავა, აუ­ცი­ლებ­ლად პრინ­ცი­პით - ორი ჩვე­ნი და ორი ზუგ­დი­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბა.

- ზუგ­დიდ­ში რო­დის ითა­მა­შებთ?

- მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას და 13 და 14 თე­ბერ­ვალს დიდი პრე­მი­ე­რა ძვე­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლში შედ­გე­ბა. ის შე­ნო­ბა არის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რო­მე­ლიც ამ­წუ­თას არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ხოლო "ქარ­თუ ჯგუფ­მა" უკვე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო თე­ატ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, რაც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარს გას­ტანს. ამი­ტომ გა­და­წყდა, გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლდეს ძვე­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ფარ­თი - პა­ტა­რა სცე­ნა - 120-130 ად­გი­ლით და ახლა პრე­მი­ე­რით­ვის მისი კე­თილ­მო­წყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ზუგ­დი­დე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი?

- 4 წელი ზუგ­დი­დის თე­ატ­რის სამ­ხატრვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და პი­ე­სის არ­ჩე­ვი­სას ვფიქ­რობ­დი იმ მსა­ხი­ო­ბებ­ზე, ვი­საც ვიც­ნობ­დი. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი თვე-ნა­ხევ­რი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად და დილა-სა­ღა­მოს გვქონ­და. მუ­შა­ო­ბი­სას გა­აჩ­ნდა იდეა, გორ­მაც და სხვა თე­ატ­რებ­მაც გა­ა­კე­თოს ასე­თი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მგზნებარე შეყვარებულის" პრემიერა მოზარდაყურებელთა თეატრის სცენაზე - სპექტაკლისთვის მსახობები ორი ქალაქიდან შეირჩა

"მგზნებარე შეყვარებულის" პრემიერა მოზარდაყურებელთა თეატრის სცენაზე - სპექტაკლისთვის მსახობები ორი ქალაქიდან შეირჩა

ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის კომედია "მგზნებარე შეყვარებული" რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მოზარდაყურებელთა თეატრში განახორციელა. სპექტაკლი კოპროდუქციაა და მასში მონაწილეობენ როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, ისე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. ზუგდიდის თეატრიდან კონკრეტულად მოწვეულიები არიან - მზევინარ ჩარგაზია და მარინა დარასელია. ქალბატონი მარინას ფართო მაყურებელი პოპულარული სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" იცნობს. ის ლამარას პერსოაჟს ასახიერებს.

პირველი სასცენო კოპროდუქცია შედგა, პრემიერამ კარგად ჩაიარა, მაყურებელმა დიდი ხალისით მიიღო სპექტაკლი.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- გორში კომედიის ფესტივალი დაარსდა და ამისთვის თეატრები სპექტაკლებს დგამენ. ბადრი წერედიანმა, ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პირდაპირ შემიკვეთა, მათი თეატრის დასის გათვალისწინებით (მცირერცხოვანი დასია), დაგვედგა პატარა კომედია და მაშინ არჩევანი ამ პიესაზე შევაჩერეთ. როლებიც გავანაწილეთ, მაგრამ შემდეგ ის ცნობილი ამბავი მოხდა, ბოლო აგურიც კი რომ ჩამოვარდა ზუგდიდის თეატრის ჭერიდან... შეუძლებელი აღმოჩნდა შენობაში შესვლა. ამიტომ გამოსავლის ძებნისას გადაწყდა - ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩაგვეტარებინა რეპეტიციები, თუმცა ალტერნატიულ ფართს მერია დღემდე ეძებს.

იმის გამო, რომ უნდოდათ, სპექტაკლი შემდგარიყო, ასეთი იდა გამიჩნდა, - მოდი, გავაკეთოთ კოპროდუქცია: იყოს ორი მსახიობი ზუდგიდის თეატრიდან, ორი - მოზარდმაყურებელთა თეატრიდან. ვითამაშოთ როგორც ზუგდიდში, ისე - თბილისში-მეთქი. თუმცა ყველა შემსრულებელს თბილისელი მსახიობი დუბლიორი ჰყავს, როდესაც ეს სპექტაკლი გასტროლზე გავა, აუცილებლად პრინციპით - ორი ჩვენი და ორი ზუგდიდელი მსახიობი იქნება.

- ზუგდიდში როდის ითამაშებთ?

- მივაღწიეთ შეთანხმებას და 13 და 14 თებერვალს დიდი პრემიერა ძველი კულტურის სახლში შედგება. ის შენობა არის ქალაქის ცენტრში, რომელიც ამწუთას არ ფუნქციონირებს. ხოლო "ქართუ ჯგუფმა" უკვე აქტიურად დაიწყო თეატრის რესტავრაციის პროცესი, რაც წელიწად-ნახევარს გასტანს. ამიტომ გადაწყდა, გამოათავისუფლდეს ძველი კულტურის ცენტრის ფართი - პატარა სცენა - 120-130 ადგილით და ახლა პრემიერითვის მისი კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

- როგორ შეარჩიეთ ზუგდიდელი მსახიობები?

- 4 წელი ზუგდიდის თეატრის სამხატრვრო ხელმძღვანელი ვიყავი და პიესის არჩევისას ვფიქრობდი იმ მსახიობებზე, ვისაც ვიცნობდი. სამუშაო პროცესი თვე-ნახევრი მიმდინარეობდა. რეპეტიციები ყოველდღიურად და დილა-საღამოს გვქონდა. მუშაობისას გააჩნდა იდეა, გორმაც და სხვა თეატრებმაც გააკეთოს ასეთი ერთობლივი პროექტი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება