პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაშვილის კლინიკის პასუხი ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებებზე
იაშვილის კლინიკის პასუხი ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებებზე

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­ის ბრალ­დე­ბებს, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. თი­ნა­თინ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კლი­ნი­კის მედ-პერ­სო­ნალს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ნა­მოქ­მე­და­რით თურ­ქეთ­ში, კლი­ნი­კა "მე­დი­კალ პარ­კის" ექი­მე­ბიც შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ Ambebi.ge იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას და­უ­კავ­შირ­და:

"პა­ცი­ენტ ა.ზ.-ს მე-4 პარ­კუ­ჭის მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მის ამოკ­ვე­თის შემ­დეგ, სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სი­ის პროგ­რე­სი­რე­ბის გამო, გა­ნუ­ვი­თარ­და ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, რის გა­მოც ჩა­უ­ტარ­და გა­რე­თა ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი დრე­ნი­რე­ბა. 22.12.16-ში ჩა­იდ­გა ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი დრე­ნა­ჟი მარ­ჯვე­ნა წინა რქა­ში, პრო­ცე­დუ­რა შეს­რულ­და სტან­დარ­ტუ­ლი წე­სით, ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლად ლიქ­ვო­რი მი­ღე­ბულ იქნა მა­ღა­ლი წნე­ვით, გამჭვირ­ვა­ლე, და­ახ­ლო­ე­ბით 35 მლ. ამის შემ­დგომ, პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლად ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი დრე­ნა­ჟი­დან 24 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 250-270 მლ. ლიქ­ვო­რუ­ლი გა­მო­ნა­დე­ნი აღი­ნიშ­ნა, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ დრე­ნა­ჟი ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. რეგ­რე­სი გა­ნი­ცა­და ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის სიმ­ძი­მემ, დი­ნა­მი­კა­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კუ­რა­დაც: არ იყო ღე­ბი­ნე­ბა, ბავ­შვი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი, ცნო­ბი­ე­რე­ბა არ იყო შეც­ვლი­ლი, არ იყო ასე­ვე ჰი­პერ­თერ­მია.

ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი დრე­ნა­ჟი პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რამ­დე ადექ­ვა­ტუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, რაც შე­ფა­სე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც ნე­ი­რო­ქი­რურ­გის, ისე კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ", - აცხა­დე­ბენ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა (ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი, სწრაფმ­ზარ­დი სიმ­სივ­ნე) და­უდ­გინ­და, უკვე თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. იგი შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა "მე­დი­კალ პარკში" გა­ივ­ლის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა ხარჯს "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი" და­ფა­რავს. მა­ნამ­დე ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვილს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც ბავ­შვის მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სწო­რედ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ დამ­ძიმ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

იაშვილის კლინიკის პასუხი ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებებზე

იაშვილის კლინიკის პასუხი ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებებზე

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ბებიის ბრალდებებს, იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თინათინ ჯავახიშვილი კლინიკის მედ-პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქართველი ექიმების ნამოქმედარით თურქეთში, კლინიკა "მედიკალ პარკის" ექიმებიც შეშფოთებულები არიან.

გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ Ambebi.ge იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა:

"პაციენტ ა.ზ.-ს მე-4 პარკუჭის მედულობლასტომის ამოკვეთის შემდეგ, სიმსივნური პროცესიის პროგრესირების გამო, განუვითარდა ჰიდროცეფალია, რის გამოც ჩაუტარდა გარეთა ვენტრიკულური დრენირება. 22.12.16-ში ჩაიდგა ვენტრიკულური დრენაჟი მარჯვენა წინა რქაში, პროცედურა შესრულდა სტანდარტული წესით, ინტრაოპერაციულად ლიქვორი მიღებულ იქნა მაღალი წნევით, გამჭვირვალე, დაახლოებით 35 მლ. ამის შემდგომ, პოსტოპერაციულად ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვენტრიკულური დრენაჟიდან 24 სთ-ის განმავლობაში დაახლოებით 250-270 მლ. ლიქვორული გამონადენი აღინიშნა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დრენაჟი ნორმალურად ფუნქციონირებდა. რეგრესი განიცადა ჰიდროცეფალიის სიმძიმემ, დინამიკაში გაუმჯობესდა ბავშვის მდგომარეობა კლინიკურადაც: არ იყო ღებინება, ბავშვი იყო კონტაქტური, ცნობიერება არ იყო შეცვლილი, არ იყო ასევე ჰიპერთერმია.

ვენტრიკულური დრენაჟი პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე ადექვატურად ფუნქციონირებდა, რაც შეფასებული და დადასტურებული იყო როგორც ნეიროქირურგის, ისე კრიტიკული მედიცინის სპეციალისტის მიერ", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, უკვე თურქეთში იმყოფება. იგი შესაბამის მკურნალობას კლინიკა "მედიკალ პარკში" გაივლის. როგორც ცნობილია, ყველა ხარჯს "სოლიდარობის ფონდი" დაფარავს. მანამდე ანასტასია ზაალიშვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვის მშობლები და ახლობლები ამბობენ, მისი მდგომარეობა სწორედ ოპერაციის შემდეგ დამძიმდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი