საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრები უსმენენ. მიხეილ ჯანელიძე ბოლო ორი თვის საქმიანობას აჯამებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პირველივე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობამ განახორციელა ბრიუსელში, სადაც გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე ნატო-ში.
"ეს იყო პრემიერის და მთავრობის მხრიდან კიდევ ერთი დადასტურება და ცალსახა სიგნალი ჩვენი ევროპელი და ევროატლანტიკური პარტნიორებისთვის, რომ ჩვენთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი არის ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ში ინტეგრაცია. ეს არის იმ ნდობის შენარჩუნება, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის", -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.