სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება და სად აშენდება ახალი ესტაკადები 2017 წელს
თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება და სად აშენდება ახალი ესტაკადები 2017 წელს

2017 წელს, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა 600-მდე მი­სა­მარ­თზე, მათ შო­რის, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ავ­ლაბ­რის მეტ­რო­დან ჯორჯ ბუ­შის ქუ­ჩამ­დე არ­სე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი, პე­კი­ნის ქუჩა, ფე­იქ­რე­ბის ქუჩა, ბარ­ნო­ვი, ნუ­ცუ­ბი­ძე, ჩარ­გლის ქუჩა და სხვ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ლა­გუ­ნა ვე­რეს მიმ­დე­ბა­რედ ჩა­ტარ­დე­ბა გზის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ხელს შე­უ­წყობს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დატ­ვირ­თუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის გან­ტვირ­თვას და მოძ­რა­ო­ბის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბას გაზ­რდის.

გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-აღ­დგე­ნა-რე­კონ­სტრუქ­ცია, რის­თვი­საც 2017 წელს 24 064,2 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. 2017 წელს ქა­ლა­ქის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა. ეს არის ვაშ­ლი­ჯვრი­დან გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რე ჩა­მო­მა­ვა­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს გა­დატ­ვირ­თუ­ლი გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის სა­ცო­ბე­ბის გან­გან­ტვირ­თვას - ეს ად­გი­ლი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ რთულ მო­ნაკ­ვეთს ქა­ლაქ­ში და ახა­ლი ეს­ტა­კა­და ამ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მარ­ტივს გახ­დის.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღის წეს­რიგ­ში დად­გა აღ­ნიშ­ნულ გა­დაკ­ვე­თა­ზე ორ­დო­ნი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის მო­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ცალ­მხრი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის ორ­დო­ნი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბი­დან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ნა­კა­დი ეს­ტა­კა­დის (გზა­გამ­ტა­რის) მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ივ­ლის გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩას, შე­ერ­წყმე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე მოძ­რავ სატ­რან­სპორ­ტო ნა­კადს, ხოლო ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბი­დან თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის ერთი ზოლი შე­ერ­წყმე­ბა და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ სატ­რან­სპორ­ტო ნა­კადს გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე, ამით მო­იხ­სნე­ბა კვან­ძის შუქ­ნიშ­ნე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და გა­იზ­რდე­ბა კვან­ძის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: 2017 წელს თბი­ლის­ში საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იც­ვლე­ბა - რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელო­დე­ბათ მძღო­ლებს და რას გეგ­მავს მე­რია სა­ცო­ბე­ბის გან­სატ­ვირ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება და სად აშენდება ახალი ესტაკადები 2017 წელს

თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება და სად აშენდება ახალი ესტაკადები 2017 წელს

2017 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა, ბარნოვი, ნუცუბიძე, ჩარგლის ქუჩა და სხვ.

როგორც AMBEBI.GE-ს მერიაში განუცხადეს, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც როგორც მერიაში აცხადებენ, ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

განხორციელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 064,2 ათასი ლარი დაიხარჯება. 2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობების განგანტვირთვას - ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის.

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აღნიშნულ გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის აუცილებლობა. ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.

წაიკითხეთ ასევე: 2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი