სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და კიდევ რამდენიმე წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და კიდევ რამდენიმე წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რმა პარ­ტია და­ტო­ვა.

რო­გორც სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ბლოკ­ში მყოფ პარ­ტია "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" შე­უ­ერ­თდნენ.

სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბას­თან. სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი არ აკონ­კრე­ტებს, თუ ვინ და­ტო­ვა მის გარ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა".

"აღარც პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი ვარ და აღარც პარ­ტი­ის. ახა­ლი პარ­ტი­აა და მისი წევ­რი გავ­ხდი. ეს არ მომ­ხდა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გამო. ეს არის ჩვე­ნი ში­და­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს არ მომ­ხდა­რა რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბის გამო. ჩემი ნე­ბით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მარ­ტო მე არ ვარ ასე­თი, კი­დევ რამ­დე­ნი­მე კა­ცია", - გა­ნა­ცხა­და სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს და პო­ლიტ­საბ­ჭოს წევრ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­საც ესა­უბ­რა. მისი თქმით, ეს ტექ­ნი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში ორი ფრაქ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად იყო სა­ჭი­რო.

"ჩვე­ნი პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტში კო­ა­ლი­ცი­უ­რად შე­ვი­და - "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი ერ­თი­დან გა­და­ვი­და მე­ო­რე­ში, რომ პარ­ლა­მენ­ტის შიგ­ნით ფრაქ­ცი­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი­ყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან გა­და­ვი­და მე­ო­რე პარ­ტი­ა­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად ამო­ვარ­და პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბი­დან", - გა­ნა­ცხა­და ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და კიდევ რამდენიმე წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და კიდევ რამდენიმე წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა.

როგორც სულეიმანოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფ პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.

სულეიმანოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის შიდა დაპირისპირებასთან. სულეიმანოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დატოვა მის გარდა "ნაციონალური მოძრაობა".

"აღარც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და აღარც პარტიის. ახალი პარტიაა და მისი წევრი გავხდი. ეს არ მომხდარა პოლიტიკური მიზნების გამო. ეს არის ჩვენი შიდაპარტიული ინტერესები. ეს არ მომხდარა რაიმე დაპირისპირების გამო. ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი. მარტო მე არ ვარ ასეთი, კიდევ რამდენიმე კაცია", - განაცხადა სულეიმანოვმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს და პოლიტსაბჭოს წევრ პეტრე ცისკარიშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტში ორი ფრაქციის შესაქმნელად იყო საჭირო.

"ჩვენი პარტია პარლამენტში კოალიციურად შევიდა - "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". სულეიმანოვი ერთიდან გადავიდა მეორეში, რომ პარლამენტის შიგნით ფრაქციები შესაბამისად დაკომპლექტებულიყო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გადავიდა მეორე პარტიაში, ავტომატურად ამოვარდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."