პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობა გარდაცვლილებისა და ემიგრანტების სახელით - საგამოძიებო სამსახურმა იმერეთში 2 ქალი დააკავა
თაღლითობა გარდაცვლილებისა და ემიგრანტების სახელით - საგამოძიებო სამსახურმა იმერეთში 2 ქალი დააკავა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყალ­ბი მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სა­პენ­სიო თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რი გზით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, "სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" იმე­რე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­ხა­რეო ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, იმ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ ან იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, თუმ­ცა "სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" ბა­ზა­ში ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ აქ­ტი­უ­რად და შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვა, შე­ავ­სეს გა­ნა­ცხა­დე­ბი პენ­სი­ის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე, რაც მათ მი­ერ­ვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იქნა. შემ­დგომ, "ლი­ბერ­თი ბან­კში" წა­რად­გი­ნეს ყალ­ბი მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი და მინ­დო­ბილ პი­რებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი იქნა პენ­სი­ო­ნე­რის ან­გა­რიშ­ზე მიბ­მუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ბა­რა­თე­ბი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 8 პი­რის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი იქნა 29 პენ­სი­ო­ნე­რის და­მა­ტე­ბი­თი სა­პენ­სიო ბა­რა­თი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი სა­ერ­თო ჯამ­ში თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნილ 115 985,5 ლარს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა. და­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პირ­თა გა­მოვ­ლე­ნა-დად­გე­ნის მიზ­ნით. აქვე გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს მკაცრ კონ­ტროლს ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით გრძელ­დე­ბა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თაღლითობა გარდაცვლილებისა და ემიგრანტების სახელით - საგამოძიებო სამსახურმა იმერეთში 2 ქალი დააკავა

თაღლითობა გარდაცვლილებისა და ემიგრანტების სახელით - საგამოძიებო სამსახურმა იმერეთში 2 ქალი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, "სოციალური მომსახურების სააგენტოს" იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, "ლიბერთი ბანკში" წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.

"აღნიშნული გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საგამოძიებო სამსახური ახორციელებს მკაცრ კონტროლს ჯანდაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის კუთხით", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ