პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაიკითხეთ ეს, ვიდრე საახალწლოდ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ! - ადგილები, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება
წაიკითხეთ ეს, ვიდრე საახალწლოდ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ! - ადგილები, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება

სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა ფრინ­ვე­ლი­სა და ცხო­ვე­ლის ხორ­ცის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ჯან­სა­ღი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნის თემა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფო­ნი­ჭა­ლა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც თბი­ლის­ში, ყო­ველ­გვა­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით, ხორ­ცის ტრან­სპორ­ტი­რე­ბაა ასა­ხუ­ლი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა პი­რო­ბებ­ში იყი­დე­ბა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რებ­ზე და კონ­ტროლ­დე­ბა თუ არა გარე ვაჭ­რო­ბა.

რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, სურ­სა­თის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ანა გე­მა­ზაშ­ვილ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ა­გენ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინგს სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს.

"ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­დი­ან და ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სურ­სა­თის ეტი­კე­ტი­რე­ბის წესს ამოწ­მე­ბენ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მოწ­მდე­ბა, არის თუ არა დახლზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ხორ­ცი სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბი­თა და და სა­ბუ­თე­ბით მი­სუ­ლი. დო­კუ­მენ­ტი იმას უნდა ადას­ტუ­რებ­დეს, რომ ცხო­ვე­ლი ნამ­დვი­ლად სა­საკ­ლა­ო­ზე, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ არის დაკ­ლუ­ლი.

გარ­და ამი­სა, ვა­მოწ­მებთ, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს, იცა­ვენ თუ არა ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს. წინა სა­ა­ხალ­წლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა აგ­რა­რულ ბაზ­რებს მი­ვაქ­ცი­ეთ და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მათი შე­მოწ­მე­ბა მოხ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და გა­მე­ზაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რო­დე­საც ცო­ცხა­ლი ცხო­ვე­ლი სა­საკ­ლა­ო­ზე ხვდე­ბა, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი ჯერ ამოწ­მებს, არის თუ არა ცხო­ვე­ლი ჯანრმთე­ლი, დაკ­ვლის შემ­დეგ კი ხორ­ცი მოწ­მდე­ბა. ამის შე­დეგ ხორ­ცზე ჯან­მრთე­ლო­ბის ნიშ­ნის და­ტა­ნა ხდე­ბა.

"რო­დე­საც ხორ­ცი სა­საკ­ლა­ოს ტო­ვებს მას­ზე გა­ი­ცე­მა ფორ­მა 2, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ იგი ჯან­მრთე­ლი ცხო­ვე­ლის­გან არის მი­ღე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ეზობ­რიც დაკ­ვლას, ეს უკა­ნო­ნოდ ით­ვლე­ბა. ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბას იმი­ტომ ვა­მახ­ვი­ლებთ, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს, თუ სად ყი­დუ­ლობს ხორცს.

სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა, ანუ იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სურ­სა­თის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბად. ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი არ ვრცელ­დე­ბა.

ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სა­თან­დო პი­რო­ბებ­ში და არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ცხო­ვე­ლის დაკ­ვლას, კა­ნონ­დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა. მათი გა­კონ­ტრო­ლე­ბა ჩვე­ნი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის. იმი­ტომ, რომ კა­ნო­ნი ამის ნე­ბას არ გვრთავს," - აღ­ნიშ­ნა გა­მე­ზა­შილ­მა.

რო­გორც მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა, მა­დო­ნა კო­ი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­დაც გარე ვაჭ­რო­ბაა, მთლი­ა­ნად უკონ­ტორ­ლოა.

"პრობ­ლე­მა გლ­და­ნის ბა­ზა­რია, სა­დაც მარ­თლა უკონ­ტრო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მას არ აკონ­ტრო­ლებს, იმი­ტომ, რომ ეს არის გარე ვაჭ­რო­ბა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია.

გლე­ხი იქ­ნე­ბა თუ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია ფორ­მა ნო­მე­რი 2 ჰქონ­დეს და ბა­ზარ­ში ისე შე­ი­ტა­ნოს, ვინც ხორცს ბა­ზარ­ში ფორ­მა ნო­მე­რი 2-ის გა­რე­შე გა­ყი­დის, 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. ცდი­ლო­ბენ, წე­სის გვერ­დის ავ­ლით გა­ყი­დონ და ამ მხრივ გლ­და­ნის გარე ვაჭ­რო­ბა მთლი­ა­ნად უკონ­ტრო­ლოა. ხორ­ცი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში იყი­დე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია," - აღ­ნიშ­ნა კო­ი­ძემ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, გვირ­ჩე­ვენ, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი გარე მო­ვაჭ­რე­ე­ბის­გან არ შე­ვი­ძი­ნოთ.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რა სტან­დარ­ტე­ბი იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­რე­ბი­სას, რომ სა­ში­ში საკ­ვე­ბი არ მი­ირ­თვას

რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ და მი­ვირ­თვათ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი სწო­რად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

წაიკითხეთ ეს, ვიდრე საახალწლოდ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ! - ადგილები, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება

წაიკითხეთ ეს, ვიდრე საახალწლოდ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ! - ადგილები, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება

საახალწლო ტრადიციული სუფრა ფრინველისა და ცხოველის ხორცის გარეშე წარმოუდგენელია. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება ჯანსაღი ხორცპროდუქტების შეძენის თემა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ფონიჭალაში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც  თბილისში, ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ხორცის ტრანსპორტირებაა ასახული.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რა პირობებში იყიდება ხორცპროდუქტები საქართველოს ბაზრებზე და კონტროლდება თუ არა გარე ვაჭრობა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სააგენტო ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს.

"ჩვენი სპეციალისტები გადიან და ადგილობრივ ბაზარზე არსებული სურსათის ეტიკეტირების წესს ამოწმებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწმდება, არის თუ არა დახლზე განთავსებული ხორცი სათანადო დოკუმენტებითა და და საბუთებით მისული. დოკუმენტი იმას უნდა ადასტურებდეს, რომ ცხოველი ნამდვილად სასაკლაოზე, ზედამხედველობის ქვეშ არის დაკლული.

გარდა ამისა, ვამოწმებთ, რეალიზაციის დროს, იცავენ თუ არა ჰიგიენურ ნორმებს. წინა საახალწლოდ განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ ბაზრებს მივაქციეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი შემოწმება მოხდება," - განაცხადა გამეზაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ცოცხალი ცხოველი სასაკლაოზე ხვდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჯერ ამოწმებს, არის თუ არა ცხოველი ჯანრმთელი, დაკვლის შემდეგ კი ხორცი მოწმდება. ამის შედეგ ხორცზე ჯანმრთელობის ნიშნის დატანა ხდება.

"როდესაც ხორცი სასაკლაოს ტოვებს მასზე გაიცემა ფორმა 2, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ჯანმრთელი ცხოველისგან არის მიღებული. რაც შეეხება ეზობრიც დაკვლას, ეს უკანონოდ ითვლება. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს, თუ სად ყიდულობს ხორცს.

სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ბიზნესოპერატორებზე ვრცელდება, ანუ იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულები არიან სურსათის ბიზნესოპერატორებად. ფიზიკურ პირებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.

ფიზიკური პირები, რომლებიც არასათანდო პირობებში და არაორგანიზებულად ახორციელებენ ცხოველის დაკვლას, კანონდარღვევად ითვლება. მათი გაკონტროლება ჩვენი პრეროგატივა არ არის. იმიტომ, რომ კანონი ამის ნებას არ გვრთავს," - აღნიშნა გამეზაშილმა.

როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველმა, მადონა კოიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გარე ვაჭრობაა, მთლიანად უკონტორლოა.

"პრობლემა გლდანის ბაზარია, სადაც მართლა უკონტროლო მდგომარეობაა. სურსათის ეროვნული სააგენტო მას არ აკონტროლებს, იმიტომ, რომ ეს არის გარე ვაჭრობა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

გლეხი იქნება თუ ბიზნესოპერატორი ვალდებულია ფორმა ნომერი 2 ჰქონდეს და ბაზარში ისე შეიტანოს, ვინც ხორცს ბაზარში ფორმა ნომერი 2-ის გარეშე გაყიდის, 1000 ლარით დაჯარიმდება. ცდილობენ, წესის გვერდის ავლით გაყიდონ და ამ მხრივ გლდანის გარე ვაჭრობა მთლიანად უკონტროლოა. ხორცი, რომელიც ქუჩაში იყიდება, აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისთვის რისკის მატარებელია," - აღნიშნა კოიძემ.

სპეციალისტები, უსაფრთხოების მიზნით, გვირჩევენ, ხორცპროდუქტები გარე მოვაჭრეებისგან არ შევიძინოთ.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას

როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ ხორცპროდუქტები

როგორ შევარჩიოთ ხორცპროდუქტები სწორად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი