გრიპის მკურნალობა არცთუ ადვილია, საკმაოდ სერიოზული საქმეა. უყურადღებობის შემთხვევაში მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სწორი მკურნალობის დანიშვნა.
გრიპის ფეხზე გადატანა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გრიპი თავისით გავა. ასეთი ადამიანები რეგულარულად იღებენ სიცხის დამწევ პრეპარატებს და ისე დადიან სამსახურებში. ეს პრეპარატები გრიპის და დისკომფორტის შეგრძნებებს გიქრობენ, თავად დაავადებას კი ვერ ებრძვიან. იმის მაგივრად, რომ ორგანიზმმა მთელი ძალები ვირუსის წინააღმდეგ მიმართოს, თქვენ მას სხვა დატვირთვას აძლევთ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ვირუსი სხვებსაც გადაედებათ, საგრძნობლად რთულდება თავად გრიპიანი ადამიანის მდგომარეობაც. სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს თუნდაც გზა, რომელსაც სამსახურამდე გაივლით. გახსოვდეთ, რომ ვირუსი მხოლოდ სურდო და ხველა არ არის, ის ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს და შეიძლება სრულიად სხვა დაავადების აღმოცენებას შეუწყოს ხელი გაგრძელება