სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწოლს მიჯაჭვული გოგონასა და მცირეწლოვანი ბავშვების უმძიმესი ყოფა ამბროლაურში
საწოლს მიჯაჭვული გოგონასა და მცირეწლოვანი ბავშვების უმძიმესი ყოფა ამბროლაურში

6 წლის ნი­კუ­შა და­რახვე­ლი­ძის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი "კუ­სას­თან" თა­მა­შია. თავს იწო­ნებს, რომ მისი ლეკ­ვი კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზია. კი­თხვა­ზე, თუ რა აკ­ლია ყვე­ლა­ზე მე­ტად, პა­სუ­ხობს - "კან­ფე­ტე­ბი და ლი­მო­ნა­თი". და­რახვე­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, მარ­თლაც ცხა­დად იგ­რძნო­ბა, რომ მათ ტკბი­ლე­ულ­თან ერ­თად, სხვა ყვე­ლა­ფე­რი აკ­ლი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნი­კუ­შას დას, მაგ­დას, რო­მე­ლიც სა­წოლს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბა არ შე­უძ­ლია. ოჯა­ხი სულ შვიდსუ­ლი­ა­ნია.

ვე­ფხვია და რუ­სუ­დან და­რახვე­ლი­ძე­ებს 3 შვი­ლი ჰყავთ - 6 წლის ნიკა, 12 წლის გი­ორ­გი და 20 წლის მაგ­და. მათ გარ­და ოჯახ­ში კი­დევ ვე­ფხვია და­რახვე­ლი­ძის დედა და ძმა ცხოვ­რო­ბენ.

ვე­ფხვია და რუ­სუ­დან და­რახვე­ლი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღვი­ა­რა­ში ცხოვ­რობს. ტყის პი­რას, ფერ­დობ­ზე მდგარ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლამ­დე ვიწ­რო გზა მი­დის. სახ­ლის ზედა სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად მო­უ­წყო­ბე­ლია, იქ ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბაც არ არის, ამი­ტომ ოჯა­ხი ძი­რი­თა­დად პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს. სტუმ­რო­ბის მო­მენ­ტში სახ­ლში ნი­კუ­შას და მაგ­დას გარ­და, მხო­ლოდ მათი ბე­ბია - ლა­მა­რა და­რახვე­ლი­ძე იმ­ყო­ფე­ბა. ოჯა­ხის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ ის სა­უბ­რობს.

ლა­მა­რა და­რახვე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი და­საქ­მე­ბუ­ლი არ არის, ისი­ნი თავს პენ­სი­ე­ბით და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ირ­ჩე­ნენ. მათ სჭირ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი - ავე­ჯი, თეთ­რე­უ­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, საკ­ვე­ბი. ოჯახს იმი­საც კი ეში­ნი­ათ, რომ თუ ვინ­მე რა­მეს აჩუ­ქებს, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას მო­უხ­სნი­ან. სა­წოლს მი­ჯაჭ­ვულ გო­გო­ნას არ აქვს ხელ­შე­წყო­ბა არც საკ­ვე­ბით, არც ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბით.

"რა­საც ჩვენ ვჭამთ იმას ვაჭ­მევთ. რა ვა­ჭა­მო მეტი? პამ­პერ­სიც აღარ გვაქვს. სა­რე­ცხის მან­ქა­ნა არ გვაქვს და ნახე რამ­დე­ნი სა­რე­ცხი გვიგ­როვ­დე­ბა. ყო­ველ დღე სჭირ­დე­ბა გა­მოც­ვლა. ამ ცივ წყალ­ში განა რამ­დე­ნი გავ­რე­ცხო? 78 წლის ვარ. ძირ­გა­ვარ­დნი­ლი სა­წო­ლე­ბია და გაბ­მუ­ლი გვაქვს მავ­თუ­ლე­ბი", - ამ­ბობს ლა­მა­რა და­რახვე­ლი­ძე.

ოთახ­ში, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა ძი­რი­თად დროს ატა­რებს, მარ­თლაც მძი­მე პი­რო­ბე­ბია. მაგ­დას არ შე­უძ­ლია მე­ტყვე­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად მოძ­რა­ო­ბა. ბე­ბია ყვე­ბა, რომ ახალ­შო­ბილ­მა გო­გო­ნამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ტრავ­მა მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც მისი ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა შე­ფერ­ხდა.

"რო­გორ ვა­ხერ­ხებთ თა­ვის გა­ტა­ნას? - ეკო­ნო­მი­უ­რად შვი­ლო, ეკო­ნო­მი­უ­რად. სულ იმას ვე­უბ­ნე­ბი ჩემს რძალს, რომ ბევ­რი ზეთი არ მო­გი­ვი­დეთ. გემ­რი­ე­ლად რომ გა­ა­კე­თო რა­ღაც, იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვს ადა­მი­ანს. წელს მო­სა­ვა­ლიც არ მო­ვი­და. ყვე­ლა­ფე­რი სა­ყი­დე­ლი გვაქვს - ხახ­ვიც, ნი­ო­რიც, სი­მინ­დიც. თა­ვის­თა­ვად ხელი აკ­ლია ამ ბავ­შვს და პა­ტა­რებ­საც. ვე­რა­ვინ ვერ ვმუ­შა­ობთ. სა­დაც გა­ვიდ­ნენ, უარს ეუბ­ნე­ბი­ან. ყვე­ლას თა­ვის ახ­ლო­ბე­ლი ჰყავს და ჩემი ახ­ლო­ბე­ლი აქ არა­ვინ არის. იმის სა­შუ­ა­ლე­ბა - 300-400 ლარი არ გვაქვს, რომ ვი­ყი­დოთ შეშა. ამი­ტომ კაკ­ლე­ბი მოვ­ჭე­რით. დახ­მა­რე­ბე­ბი არ მიგ­ვი­ღია. ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა ვინ­მეს მო­ე­ცეს, არ ყო­ფი­ლა. არც მაქვს იმე­დი, რომ ვინ­მე რა­მით დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", - აცხა­დებს ლა­მა­რა და­რახვე­ლი­ძე.

არც რუ­სუ­დან და­რახვე­ლი­ძეს აქვს ვინ­მეს დახ­მა­რე­ბის იმე­დი, რო­მე­ლიც სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მათი გა­ჭირ­ვე­ბის ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ არა­ვის­გან არა­ფე­რი მი­უ­ღი­ათ.

მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლის (R-CSN) წევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - "რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­სურსცენ­ტრის" და ფონდ "აფხა­ზინ­ტერ­კონ­ტის" დახ­მა­რე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თოთ:

"რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­სურსცენ­ტრი" - ნანა სო­ხა­ძე, ტელ: 551 58 62 07

"აფხა­ზინ­ტერ­კონ­ტი" - და­ვით ვა­ჩა­ძე, ტელ: 599 25 93 25

წყა­რო: cso.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საწოლს მიჯაჭვული გოგონასა და მცირეწლოვანი ბავშვების უმძიმესი ყოფა ამბროლაურში

საწოლს მიჯაჭვული გოგონასა და მცირეწლოვანი ბავშვების უმძიმესი ყოფა ამბროლაურში

6 წლის ნიკუშა დარახველიძის საყვარელი გასართობი "კუსასთან" თამაშია. თავს იწონებს, რომ მისი ლეკვი კავკასიური ნაგაზია. კითხვაზე, თუ რა აკლია ყველაზე მეტად, პასუხობს - "კანფეტები და ლიმონათი". დარახველიძეების ოჯახში შესვლისთანავე, მართლაც ცხადად იგრძნობა, რომ მათ ტკბილეულთან ერთად, სხვა ყველაფერი აკლიათ. განსაკუთრებით კი ნიკუშას დას, მაგდას, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ოჯახი სულ შვიდსულიანია.

ვეფხვია და რუსუდან დარახველიძეებს 3 შვილი ჰყავთ - 6 წლის ნიკა, 12 წლის გიორგი და 20 წლის მაგდა. მათ გარდა ოჯახში კიდევ ვეფხვია დარახველიძის დედა და ძმა ცხოვრობენ.

ვეფხვია და რუსუდან დარახველიძეების ოჯახი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვიარაში ცხოვრობს. ტყის პირას, ფერდობზე მდგარ ორსართულიან სახლამდე ვიწრო გზა მიდის. სახლის ზედა სართული მთლიანად მოუწყობელია, იქ ზამთარში გათბობაც არ არის, ამიტომ ოჯახი ძირითადად პირველ სართულზე ცხოვრობს. სტუმრობის მომენტში სახლში ნიკუშას და მაგდას გარდა, მხოლოდ მათი ბებია - ლამარა დარახველიძე იმყოფება. ოჯახის გასაჭირის შესახებ ის საუბრობს.

ლამარა დარახველიძე ამბობს, რომ ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის, ისინი თავს პენსიებით და სოციალური დახმარებით ირჩენენ. მათ სჭირდებათ ყველაფერი - ავეჯი, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები. ოჯახს იმისაც კი ეშინიათ, რომ თუ ვინმე რამეს აჩუქებს, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. საწოლს მიჯაჭვულ გოგონას არ აქვს ხელშეწყობა არც საკვებით, არც ჰიგიენის ნივთებით.

"რასაც ჩვენ ვჭამთ იმას ვაჭმევთ. რა ვაჭამო მეტი? პამპერსიც აღარ გვაქვს. სარეცხის მანქანა არ გვაქვს და ნახე რამდენი სარეცხი გვიგროვდება. ყოველ დღე სჭირდება გამოცვლა. ამ ცივ წყალში განა რამდენი გავრეცხო? 78 წლის ვარ. ძირგავარდნილი საწოლებია და გაბმული გვაქვს მავთულები", - ამბობს ლამარა დარახველიძე.

ოთახში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა ძირითად დროს ატარებს, მართლაც მძიმე პირობებია. მაგდას არ შეუძლია მეტყველება, დამოუკიდებლად მოძრაობა. ბებია ყვება, რომ ახალშობილმა გოგონამ საავადმყოფოში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მისი ნორმალური განვითარება შეფერხდა.

"როგორ ვახერხებთ თავის გატანას? - ეკონომიურად შვილო, ეკონომიურად. სულ იმას ვეუბნები ჩემს რძალს, რომ ბევრი ზეთი არ მოგივიდეთ. გემრიელად რომ გააკეთო რაღაც, იმის საშუალება არ გაქვს ადამიანს. წელს მოსავალიც არ მოვიდა. ყველაფერი საყიდელი გვაქვს - ხახვიც, ნიორიც, სიმინდიც. თავისთავად ხელი აკლია ამ ბავშვს და პატარებსაც. ვერავინ ვერ ვმუშაობთ. სადაც გავიდნენ, უარს ეუბნებიან. ყველას თავის ახლობელი ჰყავს და ჩემი ახლობელი აქ არავინ არის. იმის საშუალება - 300-400 ლარი არ გვაქვს, რომ ვიყიდოთ შეშა. ამიტომ კაკლები მოვჭერით. დახმარებები არ მიგვიღია. ერთჯერადი დახმარება ვინმეს მოეცეს, არ ყოფილა. არც მაქვს იმედი, რომ ვინმე რამით დაგვეხმარება", - აცხადებს ლამარა დარახველიძე.

არც რუსუდან დარახველიძეს აქვს ვინმეს დახმარების იმედი, რომელიც სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მათი გაჭირვების ამბავი ყველამ იცის, მაგრამ არავისგან არაფერი მიუღიათ.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების - "რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის" და ფონდ "აფხაზინტერკონტის" დახმარებით.

აღნიშნული პრობლემით დაინტერესებისა და ოჯახის დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ:

"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი" - ნანა სოხაძე, ტელ: 551 58 62 07

"აფხაზინტერკონტი" - დავით ვაჩაძე, ტელ: 599 25 93 25

წყარო: cso.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა