პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი - თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო
ვლადიმერ პუტინი - თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო

თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მკვლე­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, რუ­სეთ­ზე თავ­დას­ხმა იყო, ასე­ვე ეს იყო თავ­დას­ხმა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ყო­ველ­წლი­ურ შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი იმ თე­ზი­სი­სად­მი, რომ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა თურ­ქე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მოხ­და, რომ ეს იმ ხალ­ხმა გა­ა­კე­თა, ვი­საც სურ­და თურ­ქეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. მაგ­რამ ახლა, ჩვენს ელჩზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რო­მე­ლიც სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრო­მელ­მა ჩა­ი­დი­ნა, მე უკვე იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ჩემი აზრი შევ­ცვა­ლო. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, დესტრუქ­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის შეღ­წე­ვა თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში, თურ­ქე­თის ჯარ­ში - ამას ღრმა ხა­სი­ა­თი აქვს. არ მაქვს უფ­ლე­ბა ვინ­მეს რამე და­ვაბ­რა­ლო, მაგ­რამ ეს ფაქ­ტია და ეს ხდე­ბა, ჩვენ ამას ვხე­დავთ", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი ხელს არ შე­უშ­ლის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

"შე­უშ­ლის თუ არა ეს ხელს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას? - არა, არ შე­უშ­ლის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ გვეს­მის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა", - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვლადიმერ პუტინი - თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო

ვლადიმერ პუტინი - თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა, პირველ რიგში, რუსეთზე თავდასხმა იყო, ასევე ეს იყო თავდასხმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გულწრფელად გეტყვით, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმ თეზისისადმი, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე მოხდა, რომ ეს იმ ხალხმა გააკეთა, ვისაც სურდა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ზიანი მიეყენებინა. მაგრამ ახლა, ჩვენს ელჩზე თავდასხმის შემდეგ, რომელიც სპეცრაზმის თანამშრომელმა ჩაიდინა, მე უკვე იძულებული ვარ ჩემი აზრი შევცვალო. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, დესტრუქციული ელემენტების შეღწევა თურქეთის სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, თურქეთის ჯარში - ამას ღრმა ხასიათი აქვს. არ მაქვს უფლება ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ეს ფაქტია და ეს ხდება, ჩვენ ამას ვხედავთ", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ხელს არ შეუშლის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას.

"შეუშლის თუ არა ეს ხელს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას? - არა, არ შეუშლის, ვინაიდან ჩვენ გვესმის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობა", - დასძინა მან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"