ერთი შეხედვით სასაფლაო Jardines del Humaya Cemetery საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ის უფრო ელიტურ რაიონში მდებარე საკოტეჯო დასახლებას ჰგავს. თუმცა, მის რეალურ დანიშნულებას მხოლოდ მიახლოვების შემდეგ გაიგებთ. ეს მექსიკის ყველაზე დაუნდობელი ნარკობარონების მავზოლეუმებით სახელგანთქმული სასაფლაოა.
ნარკოკარტელების გარდაცვლილ წევრებს ქალაქ კულიაკანში ასაფლავებენ, რომელიც სინალოას შტატის ცენტრს წარმოადგენს. მავზოლეუმის ასაშენებლად ფულს არავინ არ ზოგავს: ყველაზე იაფი მავზოლეუმი რიგითი მებრძოლისთვის 20-30 ათასი აშშ დოლარი ჯდება, ხოლო ყველაზე მდიდრული - ნარკოკარტელის ხელმძღვანელობისთვის - 1,2 მილიონი აშშ დოლარი ღირს.
ყველაზე ძვირადღირებული მავზოლეუმი ნარკობარონის მთელ ოჯახზეა გათვლილი და რეალურად მავზოლეუმის კომპლექსს წარმოადგენს.
სილამაზე და ფუფუნება მხოლოდ გარეგნული იერსახით არ შემოიფარგლება.
მავზოლეუმების უმეტესობა აღჭურვილია ისეთი თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებზეც რიგითი მექსიკელები მხოლოდ თუ იოცნებებენ. წაიკითხეთ გაგრძელება და იხილეთ ფოტო