პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დარჩიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას
დავით დარჩიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ­თავ­რებს არ­სე­ბო­ბას, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის წევ­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე წერს.

დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თა­ვი­სი კო­ლე­გის, გივი თარ­გა­მა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო და­შა­ლა.

"ტა­რას ბულ­ბა გახ­სოვთ? я тебя породил, я тебя и убью. და­მა­ინ­ტრი­გებ­ლად იკ­ვე­თე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სახე და ენმ-ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. ენმ ამ­თავ­რებს არ­სე­ბო­ბას. ნუ, იმ ფორ­მით და შე­მად­გენ­ლო­ბით, რი­თაც ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ მცდე­ლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. დრა­მაა, მაგ­რამ ტრა­გე­დია არა. ის­ტო­რია კი გაგ­რძელ­დე­ბა (სა­ქარ­თვე­ლოს მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ), - აცხა­დებს და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

"შე­უც­ვლე­ლი ლი­დე­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი იქამ­დე მი­ვი­და, რომ მის წარ­მოდ­გე­ნა­ში ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი დიდ­გო­რი 20 იან­ვარს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, სა­კუ­თარ, თუნ­დაც ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან შერ­კი­ნე­ბა­ში ეგუ­ლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გივი თარ­გა­მა­ძე პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

თარ­გა­მა­ძე პარ­ტი­ის სამ­დივ­ნო გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლიტ­საბ­ჭოს კი­დევ ერთი შეკ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს, რა­ზეც უარი მი­ი­ღეს.

დავით დარჩიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას

დავით დარჩიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას, - ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

დარჩიაშვილი ეხმაურება თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა.

"ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ), - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

"შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

თარგამაძე პარტიის სამდივნო გუშინდელ სხდომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხი დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."