მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა" - გივი თარგამაძის მწვავე პოსტი მიხეილ სააკაშვილზე
"განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა" - გივი თარგამაძის მწვავე პოსტი მიხეილ სააკაშვილზე

შე­უც­ვლე­ლი ლი­დე­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი იქამ­დე მი­ვი­და, რომ მის წარ­მოდ­გე­ნა­ში ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი დიდ­გო­რი 20 იან­ვარს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, სა­კუ­თარ, თუნ­დაც ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან შერ­კი­ნე­ბა­ში ეგუ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გივი თარ­გა­მა­ძე პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

თარ­გა­მა­ძე პარ­ტი­ის სამ­დივ­ნოს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლიტ­საბ­ჭოს კი­დევ ერთი შეკ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს, რა­ზეც უარი მი­ი­ღეს.

"ასეთ სა­ო­ცარ რე­ა­ლო­ბა­ში გა­ვიღ­ვი­ძეთ. გუ­შინ პარ­ტი­ის სამ­დივ­ნოს სხდო­მა­ზე, იმის პა­სუ­ხად, რომ წინა პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს საკ­რა­ლუ­რი 7 ათა­სის გარ­და ყრი­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის არც ერთი წესი ბო­ლომ­დე გა­წე­რი­ლი არ აქვთ და ასე მოქ­მე­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ჭი­როა პო­ლიტ­საბ­ჭოს კი­დევ ერთი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა და ყვე­ლაფ­რის და­ზუს­ტე­ბა, პა­სუ­ხად მი­ვი­ღეთ, რომ პო­ლიტ­საბ­ჭო მათი (ანუ მისი) გა­გე­ბით აღარ არ­სე­ბობს და აწი ყვე­ლა­ფერს გა­და­წყვეტს ყრი­ლო­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სია. მი­თი­თე­ბა იმა­ზე, რომ ამ კო­მი­სი­ის წარ­დგე­ნი­ლი წევ­რე­ბიც, წინა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე პო­ლიტ­საბ­ჭომ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, არ აინ­ტე­რე­სებთ. თურ­მე წინა პო­ლიტ­საბ­ჭოს ნათ­ქვა­მი, რომ მსგავ­სი კო­მი­სია უნდა შე­იქ­მნას, იმ­თა­ვით­ვე მის დამ­ტკი­ცე­ბას (!) ნიშ­ნავ­და. ანუ წევრთა წარ­დგე­ნა იმ­თა­ვით­ვე დამ­ტკი­ცე­ბა­საც ნიშ­ნავს. ხოდა, მი­ვი­ღეთ ერ­თგვა­რი ГКЧП. პარ­ტი­ა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა. არ ვიცი, ექ­ვსნი საბ­ჭო­თა ანა­ლო­გის გამო არი­ან, თუ ლი­დერს "ტრო­ი­კაც" ეხა­მუ­შა და "შეს­წი­ორ­კა" უფრო ეამა. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გახ­სნი­ლო­ბის, მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის, კუ­ლუ­ა­რუ­ლი, კა­ბი­ნე­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის მსხვრე­ვის ფონ­ზე უპი­რო­ბო ავ­ტო­რი­ტეტს უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი 7 ათა­სი­ა­ნი ყრი­ლო­ბის წე­სე­ბის და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს ჩა­ტა­რე­ბი­საც კი შე­ე­შინ­და", - აცხა­დებს გივი თარ­გა­მა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ლი­დერს ნე­ბის­მი­ე­რი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი წე­სი­საც ასე­ვე ეში­ნია და სურს მხო­ლოდ ყრი­ლო­ბა-ბა­ლა­გა­ნი, ერ­თგვა­რი ხუ­რა­ლი, რო­მელ­ზეც არც ერთი სა­კი­თხის არსს არ ექ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა და ექ­სტაზ­ში მყოფ­თა შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი, რაც სურს, ყო­ველ­გვა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბი­სა და ხმე­ბის დათ­ვლის გა­რე­შე ისე დამ­ტკიც­დე­ბა, რო­გორც სურს.

"ამის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი ზუგ­დი­დის შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ი­ნულ ჩარ­თვა­შიც იყო - პარ­ტი­ის ლი­დერ­ში­პის ნა­წი­ლი ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბად მო­იხ­სე­ნია, უკვე სრუ­ლი­ად და­უ­ფა­რა­ვად დას­დო ბრა­ლი ივა­ნიშ­ვილ­თან გა­რი­გე­ბა­ში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი პირ­და­პირ გა­და­თე­ლა. ჰქონ­და დიდ­გო­რის იდეა. ჩა­უ­ვარ­და და შე­უც­ვლე­ლი ლი­დე­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი იქამ­დე მი­ვი­და, რომ მის წარ­მოდ­გე­ნა­ში ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი დიდ­გო­რი 20 იან­ვარს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, სა­კუ­თარ, თუნ­დაც ყო­ფილ, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან შერ­კი­ნე­ბა­ში ეგუ­ლე­ბა. სა­ვა­ლა­ლოა, ღმერ­თმა­ნი", - აცხა­დებს გივი თარ­გა­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
0

ხო და მაგიტომაც გაფეთქებდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა" - გივი თარგამაძის მწვავე პოსტი მიხეილ სააკაშვილზე

"განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა" - გივი თარგამაძის მწვავე პოსტი მიხეილ სააკაშვილზე

შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

თარგამაძე პარტიის სამდივნოს გუშინდელ სხდომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხი დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს.

"ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ. გუშინ პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა. ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს. ხოდა, მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა. არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან, თუ ლიდერს "ტროიკაც" ეხამუშა და "შესწიორკა" უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა", - აცხადებს გივი თარგამაძე.

მისივე თქმით, ლიდერს ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.

"ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო - პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა. ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება. სავალალოა, ღმერთმანი", - აცხადებს გივი თარგამაძე.