10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქის დაცვის ბიჭები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ
მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქის დაცვის ბიჭები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ

ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რი­არ­ქს დაც­ვის სა­ხით ერ­თგუ­ლად და თავ­და­დე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, არი­ან ერ­თა­დერ­თი აუ­ღე­ბე­ლი ციხე-სი­მაგ­რე შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ, სწო­რედ ამი­ტო­მაც, ამ ბი­ჭე­ბის მი­მართ აქ­ცენ­ტი უფრო შორს მი­დის, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში პატ­რი­არ­ქის დაც­ვის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა დღეს წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე არ ყო­ფი­ლა, რად­გან პატ­რი­არ­ქმა თავი აა­რი­და. "არც ყო­ფი­ლა და ვერც იქ­ნე­ბო­და ამ კუ­თხით ეს სა­კი­თხი და­ყე­ნე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო ჩემი პი­რა­დი სურ­ვი­ლი, შევ­ხე­ბო­დით ამ პრობ­ლე­მას. უწ­მინ­დეს­მა თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი დიდსუ­ლოვ­ნე­ბით თავი აა­რი­და ამ პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას. მე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რი­არ­ქს დაც­ვის სა­ხით ერ­თგუ­ლად და თავ­და­დე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, არი­ან ერ­თა­დერ­თი აუ­ღე­ბე­ლი ციხე-სი­მაგ­რე ხსე­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მიერ. ღმერ­თმა მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი სი­ცო­ცხლით და­ა­ჯილ­დო­ოს პატ­რი­არ­ქი, მაგ­რამ ეს ბი­ჭე­ბი არი­ან გა­რან­ტი იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აღ­მოჩ­ნდე­ბა დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში. სწო­რედ ამი­ტო­მაც, აქ­ცენ­ტი ამ ბი­ჭე­ბის მი­მართ უფრო შორს მი­დის. სა­მიზ­ნე­ნი გახ­დნენ ისი­ნი, რად­გან ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ისი­ნი არი­ან გა­რან­ტი, რომ უსა­მარ­თლო­ბა ბო­ლომ­დე ვერ იზე­ი­მებს", - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ სა­კი­თხში პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლია და ისი­ნი შეც­დო­მა­ში არი­ან შეყ­ვა­ნილ­ნი. "სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში არის პრო­ვო­ცი­რე­ბა და შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა მათი, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით ჩა­ერ­თვნენ ამ სა­კი­თხში. ეს იყო მცდე­ლო­ბა არ­სე­ბუ­ლი პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი პრობ­ლე­მის მე­ო­რე-მე­სა­მე ხა­რის­ხოვ­ნით გა­და­ფარ­ვის", - აღ­ნიშ­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი, პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი მე­უ­ფე ია­კო­ბი აცხა­დებს, რომ პატ­რი­არ­ქის დაც­ვის უფ­როსს სოსო ოხა­ნაშ­ვილს სამ­სა­ხუ­რი­დან აუ­ცი­ლებ­ლად გა­უშ­ვებს. რო­გორც მან დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვა ის ფი­გუ­რა არ არის, რომ მას­ზე ისა­უბ­როს. "დაც­ვა ის ფი­გუ­რა არ არის, ვი­ღაც ოხა­ნაშ­ვი­ლი, რომ ვი­ლა­პა­რა­კო. მა­გას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუშ­ვებ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქის დაცვის ბიჭები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ

მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქის დაცვის ბიჭები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ

ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ, სწორედ ამიტომაც, ამ ბიჭების მიმართ აქცენტი უფრო შორს მიდის, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პატრიარქის დაცვის მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე არ ყოფილა, რადგან პატრიარქმა თავი აარიდა. "არც ყოფილა და ვერც იქნებოდა ამ კუთხით ეს საკითხი დაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ჩემი პირადი სურვილი, შევხებოდით ამ პრობლემას. უწმინდესმა თავისი ჩვეული დიდსულოვნებით თავი აარიდა ამ პრობლემური საკითხების განხილვას. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხსენებული ქალბატონის მიერ. ღმერთმა მრავალჟამიერი სიცოცხლით დააჯილდოოს პატრიარქი, მაგრამ ეს ბიჭები არიან გარანტი იმისა, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდება დეზინფორმირებული ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომაც, აქცენტი ამ ბიჭების მიმართ უფრო შორს მიდის. სამიზნენი გახდნენ ისინი, რადგან ერთგულად ემსახურებიან და ისინი არიან გარანტი, რომ უსამართლობა ბოლომდე ვერ იზეიმებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირების ჩართულობა ამ საკითხში პროვოცირებულია და ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი. "სასულიერო პირების ჩართულობა ამ კონკრეტულ საკითხში არის პროვოცირება და შეცდომაში შეყვანა მათი, რომლებიც სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზით ჩაერთვნენ ამ საკითხში. ეს იყო მცდელობა არსებული პირველხარისხოვანი პრობლემის მეორე-მესამე ხარისხოვნით გადაფარვის", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვა ის ფიგურა არ არის, რომ მასზე ისაუბროს. "დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი