ელჩებსა და საელჩოებზე სასტიკი თავდსხმების გახმაურებული ფაქტები მსოფლიოში

ელჩებსა და საელჩოებზე სასტიკი თავდსხმების გახმაურებული ფაქტები მსოფლიოში

საზღვარგარეთ მომუშავე ელჩებისა და დიპლომატების მუშაობა - ეს არა მხოლოდ გაუთავებელი მიღებები და ბანკეტებია. ხშირ შემთხვევაში მათი პროფესიული საქმიანობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ ანკარაში მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც თავმდამსხმელმა თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლა, ამის ნათელი მაგალითია. AMBEBI.GE-მ მცირე ისტორიული ექსკურსი გააკეთა და საელჩოებსა და მათ თანამშრომლებზე თავდასხმის ყველაზე გახმაურებული შემთვევები შეკრიბა.

1966-1967 წლებში ურთიერთობა სსრკ-სა და ჩინეთს შორის უკიდურესად დაიძაბა. 1967 წელს ქვეყნის ხელმძღვანელობით შეგულიანებულმა მოსახლეობამ პეკინში საბჭოთა საელჩოს ალყა შემოარტყა.

შეუჩერებლივ დღე-ღამის განმავლობაში მანქანებზე დამონტაჟებული მეგაფონებიდან საბჭოთა საელჩოს თანამშრომლების მიმალთ ლანძღვა-გინების და სიკვდილით დასჯის მუქარების კორიანტელი ისმოდა. საელჩოდან შესვლა-გამოსვლის ყოველი მცდელობა ავტომობილების დამტვრევით სრულდებოდა. რამდენიმე თვეში ანალოგიური ბედი მონღოლეთის საელჩომაც გაიზიარა, იმის გამო რომ მოსკოვი-პეკინის დაპირისპიერბაში ულან-ბატორმა კრემლის მხარე დაიჭირა.

1829 წლის 30 იანვარს ხალხის ბრბო თეირანში, რუსეთის იმპერიის საელჩოში შევარდა. 35 კაზაკისგან შემდგარმა დაცვამ ვერ შეძლო ხალხის ნაკადის შეჩერება. დაიღუპა ყველა - მათ შორის, მეფის რუსეთის ელჩი ალექსანდრე გრიბოედოვი. გადარჩენა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მდივანმა ივანე მალცოვმა შეძლო, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ სპარსელმა ჯარისკაცებმა გადამალეს. გრიბოედოვის დასახიჩრებული სხეული ელჩის მუნდირის ნარჩნენებითა და ხელზე დუელში მიღებული ნაიარევით ამოიცნეს. დიპლომატიური კონფლიქტის მოგავრებისთვის, შაჰმა იმპერატორ ნიკოლოზ პირველს დიდძალი ძღვენი, მათ შორის 88,7 კარატიანი ალმასი "შაჰი" მიართვა.

1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში აშშ-ის საელჩოში შევარდნილმა ხალხმა 66 ამერიკელი მძევლად აიყვანა. მათ ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს - აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი ირანის ყოფილი შაჰის რეზა ფეხლევის გადმოცემა. 13 მძევალი ორიოდე კვირაში გამოუშვეს. დანარჩენების გათავისუფლებისთვის ამერიკელებმა სამხედრო ოპერაცია დაგეგმეს. დაშვებული შეცდომის გამო 7 ამერიკელი ჯარისკაცი ოპერაციის უშუალო დაწყებამდე დაიღუპა. ამიტომაც მის შემდგომ განხორციელებაზე უარი ითქვა. 52 მძევალი მხოლოდ 444 დღის მერე, რეზა ფეხლევის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს.

მსგავსი ინცინდენტი 2012 წლის 11 სექტემბერს მოხდა. youtube-ზე ატვირთულმა ანტიმუსულმანურმა ფილმმა მსოფლიოში მასიური პროტესტი გამოიწვია. მასშტაბური სახე მღელვარებამ ლიბიაში მიიღო. ქალაქ ბენგაზიში შეირაღებული დაჯგუფება აშშ-ის საკონსულოს დაესხა. შეტაკების შედეგად, ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი დაიღუპა.

1980 წელს შეიარაღებული პირების ჯგუფი ლონდონში ირანის საელჩოს დაესხა. 26 ადამიანი, მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტები, მძევლები აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა საელჩოს პრეს-ატაშე, აბას ლავაზანი მოკლეს, ბრიტანეთის პრემიერმა, მარგარეტ ტეტჩერმა შენობის იერიშით აღების განკარგულება გასცა. ბრიტანულმა სპეც-რაზმმა ამოცანა შეასრულა, თუმცა ბოევიკებმა ერთი მძევლის მოკვლა მაინც მოასწრეს.

6 წლით ადრე ადგილობრივი რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლები პერუს დედაქალაქ ლომაში, იაპონიის საელჩოში შეიჭრნენ და იქ მყოფი 490 ადამიანი მძევლად აიყვანეს. იმ დღეს იაპონია იმპერატორ აკიჰიტოს დაბადების დღეს ზეიმობდა. თავმდამსხმელებს მძევლები თითქმის 3,5 თვის განმავლობში ჰყავდათ დატყვევებული. მათი გათავისუფლება ძალოვნებმა საელჩოზე განხორციელებული იერიშის შედეგად შეძლეს.

ხშირად თავდასხმის ობიექტები მბოლოდ ელჩები ხდებიან. ასე 1979 წელს ტყვიამ კვიპროსში აშშ-ის ელჩი, როჯერ დევისი იმსხვერპლა. 11 წლით ადრე კი გვატემალელმა ამბოხებულებმა ავტომობილში მჯდომი აშშ-ის ელჩი, ჯორჯ მეინი დაცხრილეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"