საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უწერენ ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს - დაბალი კვალიფიკაცია, თუ მკურნალობა დანაშაულის ნიშნებით
რატომ უწერენ ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს - დაბალი კვალიფიკაცია, თუ მკურნალობა დანაშაულის ნიშნებით

28 წლის მა­რი­ამს ორი შვი­ლი ჰყავს. ბავ­შვე­ბი თბი­ლი­სის ერთ-ერთ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­რი­ამს ისი­ნი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში და­ყავს. მათ­თვის ეს მე­სა­მე პო­ლიკ­ლი­ნი­კა და შე­სა­ბა­მი­სად, მე­სა­მე პე­დი­ატ­რი. მაგ­რამ ოჯა­ხი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არაა, ამი­ტო­მაც იძუ­ლე­ბუ­ლია, ბავ­შვე­ბი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში ატა­როს, სა­დაც ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია 50 ლარი ღირს.

ოჯა­ხის­თვის ამ ხარ­ჯის გა­ღე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, როცა ბავ­შვებს თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დას­ჭირ­დეთ ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია. რა­ტომ არი­ან მშობ­ლე­ბი პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა და რა­ტომ არ­ჩე­ვენ კერ­ძო კლი­ნი­კებს? მი­ზე­ზი პო­ლიპ­რაგ­მა­ზი­აა - ავად­მყო­ფი­სათ­ვის გა­უ­მარ­თლებ­ლად ბევ­რი წამ­ლი­სა და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რის და­ნიშ­ვნა.

"ზოგ­ჯერ მა­ინც მიმ­ყავს ბავ­შვი პო­ლიკ­ლი­ნი­კის ექიმ­თან, მაგ­რამ და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბის ყიდ­ვამ­დე მათ ანო­ტა­ცი­ას ვკი­თხუ­ლობ და მხო­ლოდ ერთ ან ორ წა­მალს ვყი­დუ­ლობ. ექი­მი კი ხუთ­ზე ნაკ­ლებს არას­დროს გვი­ნიშ­ნავს. ჩემი ასე­თი მიდ­გო­მაც არ აღ­მოჩ­ნდა შე­დე­გი­ა­ნი, რად­გან არ­ჩე­უ­ლი წამ­ლე­ბიც არა­ე­ფექ­ტუ­რია ხოლ­მე. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ჩვენს პე­დი­ატრთან მი­წევს ბავ­შვის წაყ­ვა­ნა. ის ერთ ან ორ ეფექ­ტურ წა­მალს გვი­ნიშ­ნავს ხოლ­მე. ექიმ­თან უფა­სო ვი­ზი­ტი ჩვენ­თვის ფი­ნან­სურ ეკო­ნო­მი­ას მა­ინც არ ნიშ­ნავს, რად­გან სა­მა­გი­ე­როდ ფულს მის მიერ და­ნიშ­ნულ არა­ე­ფექ­ტურ წამ­ლებ­ში ვიხ­დი," - "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს მა­რი­ა­მი.

"ერთხელ თა­ვად შე­ვეს­წა­რი, როცა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლი. ჩვენს ექიმს რე­ცეპ­ტის ფურ­ცლე­ბი და კა­ლენ­და­რი აჩუ­ქეს, მან კი პა­ცი­ენ­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით უპა­სუ­ხა, მე ვი­ფიქ­რე სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბო­და, ეს რა არი­სო," - და­ა­მა­ტა მა­რი­ამ­მა.

ეს ის­ტო­რია გა­მო­ნაკ­ლი­სი არაა. კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ექი­მე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად პა­ცი­ენტს რამ­დე­ნი­მე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ანა­ლო­გი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის მე­დი­კა­მენტს უწე­რენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ექი­მი პა­ცი­ენტს ათი და მეტი და­სა­ხე­ლე­ბის წა­მალს უწერს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ უწერენ ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს - დაბალი კვალიფიკაცია, თუ მკურნალობა დანაშაულის ნიშნებით

რატომ უწერენ ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს - დაბალი კვალიფიკაცია, თუ მკურნალობა დანაშაულის ნიშნებით

28 წლის მარიამს ორი შვილი ჰყავს. ბავშვები თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში არიან რეგისტრირებული, თუმცა მარიამს ისინი კერძო კლინიკაში დაყავს. მათთვის ეს მესამე პოლიკლინიკა და შესაბამისად, მესამე პედიატრი. მაგრამ ოჯახი სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილი არაა, ამიტომაც იძულებულია, ბავშვები კერძო კლინიკაში ატაროს, სადაც ექიმთან კონსულტაცია 50 ლარი ღირს.

ოჯახისთვის ამ ხარჯის გაღება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ბავშვებს თვის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე დასჭირდეთ ექიმის კონსულტაცია. რატომ არიან მშობლები პოლიკლინიკების მომსახურებით უკმაყოფილო, სადაც მომსახურება უფასოა და რატომ არჩევენ კერძო კლინიკებს? მიზეზი პოლიპრაგმაზიაა - ავადმყოფისათვის გაუმართლებლად ბევრი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა.

"ზოგჯერ მაინც მიმყავს ბავშვი პოლიკლინიკის ექიმთან, მაგრამ დანიშნული წამლების ყიდვამდე მათ ანოტაციას ვკითხულობ და მხოლოდ ერთ ან ორ წამალს ვყიდულობ. ექიმი კი ხუთზე ნაკლებს არასდროს გვინიშნავს. ჩემი ასეთი მიდგომაც არ აღმოჩნდა შედეგიანი, რადგან არჩეული წამლებიც არაეფექტურია ხოლმე. საბოლოოდ მაინც ჩვენს პედიატრთან მიწევს ბავშვის წაყვანა. ის ერთ ან ორ ეფექტურ წამალს გვინიშნავს ხოლმე. ექიმთან უფასო ვიზიტი ჩვენთვის ფინანსურ ეკონომიას მაინც არ ნიშნავს, რადგან სამაგიეროდ ფულს მის მიერ დანიშნულ არაეფექტურ წამლებში ვიხდი," - "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს მარიამი.

"ერთხელ თავად შევესწარი, როცა პოლიკლინიკაში ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული. ჩვენს ექიმს რეცეპტის ფურცლები და კალენდარი აჩუქეს, მან კი პაციენტების თანდასწრებით უპასუხა, მე ვიფიქრე საჩუქარი იქნებოდა, ეს რა არისო," - დაამატა მარიამმა.

ეს ისტორია გამონაკლისი არაა. კვლევამ დაადგინა, რომ ექიმები არცთუ იშვიათად პაციენტს რამდენიმე, ხშირ შემთხვევაში ანალოგიური შემადგენლობის მედიკამენტს უწერენ. არის შემთხვევები, როცა ექიმი პაციენტს ათი და მეტი დასახელების წამალს უწერს  განაგრძეთ კითხვა