საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს
ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ურე­ცეპ­ტოდ მო­ვაჭ­რე 53 აფ­თი­ა­ქის 4 ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, უწყე­ბის მიერ, და­კა­ვე­ბუ­ლია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ურე­ცეპ­ტოდ მო­ვაჭ­რე 53 აფ­თი­ა­ქის 4 ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი, ხოლო ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის 25 წევ­რი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით მი­ცე­მუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

მათ ბრა­ლი ედე­ბათ თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბის გზით, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა.

"კერ­ძოდ, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გენ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ და ავ­ტო­რი­ზე­ბულ აფ­თი­ა­ქებ­ში, სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რე­ცეპ­ტის მო­თხოვ­ნის გა­რე­შე რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, სსიპ "სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა აფ­თი­ა­ქის და­ჯა­რი­მე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით.

სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი აფ­თი­ა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად აგ­რძე­ლებ­დნენ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რე­ცეპ­ტის გა­რე­შე რე­ა­ლი­ზა­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვან პი­რებ­ზე, რი­თაც ხელს უწყობ­დნენ ე.წ. "სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას" და საფრ­თხეს უქ­მნიდ­ნენ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას", - გან­მარ­ტა­ვენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლია, რომ სსიპ "სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" მიერ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი არ იხ­დიდ­ნენ და­კის­რე­ბულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ჯა­რი­მას და უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­ზე, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე არე­გის­ტრი­რებ­დნენ ახალ შპს-ებს, რო­მელ­თა სა­ხელ­ზე­დაც თვალ­თმაქ­ცუ­რი და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­დაჰ­ქონ­დათ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბის ქო­ნე­ბა და სა­სა­ქონ­ლო მა­რა­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი ჯა­რი­მის გა­დახ­დის გა­რე­შე, ახა­ლი შპს-ების სა­ხე­ლით, მას­შტა­ბუ­რად აგ­რძე­ლებ­დნენ დიდი ოდე­ნო­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ყიდ­ვას, იგი­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­თა და აქ­ტი­ვით, იმა­ვე მი­სა­მარ­თებ­ზე.

"ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სხვა­დას­ხვა პი­რის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 53 ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, თავი აა­რი­დეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გა­დახ­დას, ხოლო მათ მიერ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი და თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბის გზით, გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ შე­ად­გი­ნა 4 639 234 ლარი", - აცხა­დე­ბენ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2051-ე მუხ­ლის IV ნა­წი­ლით და II ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რათა გა­მოვ­ლე­ნილ იქ­ნას სხვა ორა­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და აღიკ­ვე­თოს მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. როგორც AMBEBI.GE-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყების მიერ, დაკავებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მათ ბრალი ედებათ თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდება.

"კერძოდ, გამოძიებით დადგენლია, რომ საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ ხორციელდება აფთიაქის დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით.

სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიას" და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დადგენილია, რომ სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები არ იხდიდნენ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას და უკვე არსებული საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები. შესაბამისად, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ჯარიმის გადახდის გარეშე, ახალი შპს-ების სახელით, მასშტაბურად აგრძელებდნენ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას, იგივე თანამშრომლებითა და აქტივით, იმავე მისამართებზე.

"ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53 ავტორიზებული აფთიაქების გამოყენებით, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით, თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით, გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 4 639 234 ლარი", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის IV ნაწილით და II ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რათა გამოვლენილ იქნას სხვა ორაგანიზებული ჯგუფები და აღიკვეთოს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ