საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს ახალი სქემა, რომლის მიხედვითაც სკოლის პედაგოგები გამოცდებს ჩააბარებენ
რას გულისხმობს ახალი სქემა, რომლის მიხედვითაც სკოლის პედაგოგები გამოცდებს ჩააბარებენ

სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის­თვის გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ახა­ლი სქე­მა დამ­ტკიც­და, რო­მე­ლიც წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით ამ დღე­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახა­ლი სქე­მა პე­და­გო­ე­ბის მიერ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. ჯე­ჯე­ლა­ვამ ისა­უბ­რა, თუ რას გუ­ლის­ხმობს ეს სქე­მა.

"აქამ­დე პე­და­გოგს საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და უნდა გა­ევ­ლო, რო­მელ­საც ბა­რი­ე­რი ჰქონ­და. შემ­დეგ ში­და­სას­კო­ლო, ე.წ. დაკ­ვირ­ვე­ბა, ანუ მისი კო­ლე­გე­ბი უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თილ­ზე. ასე­ვე, პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტრე­ნინ­გი. ამ ყო­ვე­ლი­ვეს ჯა­მის შე­დე­გად და­აგ­რო­ვებ­და ბა­რი­ე­რის გა­და­სა­ლა­ხად კრე­დი­ტებს. ეს გზა ისევ დარ­ჩა. ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბაა - გა­მოც­დას ბა­რი­ე­რი არ აქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა ქუ­ლე­ბი არ მე­ყოს და­წი­ნა­უ­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ჩაჭ­რი­ლი არ ვარ. იმი­ტომ, რომ ჩაჭ­რა და გა­მოც­და ცხოვ­რე­ბის მიერ გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გის­თვის არის სირ­ცხვი­ლი. ამ პრაქ­ტი­კა­ზე ჩვენ უარი ვთქვით. და­ე­მა­ტა მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და. პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და არის ფაქ­ტობ­რი­ვად ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია ჩა­ა­ბა­როს. თუ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რებს, უკვე საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გი მო­უ­წევს. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში უნა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უწევ­და, აქ კი - საგ­ნობ­რი­ვის. მერე ისევ შიდა სას­კო­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა და ესეც გა­და­ლა­ხა. მე­სა­მე სცე­ნა­რი არის, რო­დე­საც პე­და­გო­გი ორი­ვე გა­მოც­დას აბა­რებს და ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო მარ­ტი­ვი ხდე­ბა. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ პირ­ველ ორ წე­ლი­წად­ში თუ პე­და­გო­გე­ბის 25%-მა გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი, ვფიქ­რობ, შემ­დეგ ორ წე­ლი­წად­ში კი­დევ უფრო მეტი, ანუ 25%-ზე მეტი შეძ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, წე­ლი­წად­ში 10-12% და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცოდ­ნით ზღაპ­რუ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გია. ჯე­ჯე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად შე­ეც­დე­ბი­ან, რომ პე­და­გოგ­თა ეს პრო­ცენ­ტი გა­ი­ზარ­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რას გულისხმობს ახალი სქემა, რომლის მიხედვითაც სკოლის პედაგოგები გამოცდებს ჩააბარებენ

რას გულისხმობს ახალი სქემა, რომლის მიხედვითაც სკოლის პედაგოგები გამოცდებს ჩააბარებენ

სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა, რომელიც წერილობითი ფორმით ამ დღეებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სქემა პედაგოების მიერ ბარიერის გადალახვას უკავშირდება. ჯეჯელავამ ისაუბრა, თუ რას გულისხმობს ეს სქემა.

"აქამდე პედაგოგს საგნობრივი გამოცდა უნდა გაევლო, რომელსაც ბარიერი ჰქონდა. შემდეგ შიდასასკოლო, ე.წ. დაკვირვება, ანუ მისი კოლეგები უნდა დასწრებოდნენ გაკვეთილზე. ასევე, პროფესიულ უნარებში ტრენინგი. ამ ყოველივეს ჯამის შედეგად დააგროვებდა ბარიერის გადასალახად კრედიტებს. ეს გზა ისევ დარჩა. ერთადერთი განსხვავებაა - გამოცდას ბარიერი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქულები არ მეყოს დაწინაურებისთვის, მაგრამ ჩაჭრილი არ ვარ. იმიტომ, რომ ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი. ამ პრაქტიკაზე ჩვენ უარი ვთქვით. დაემატა მეორე მიმართულება. ეს არის პროფესიული უნარების გამოცდა. პროფესიული უნარების გამოცდა არის ფაქტობრივად ალტერნატივა, რომელიც შეუძლია ჩააბაროს. თუ პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს, უკვე საგნობრივი ტრენინგი მოუწევს. პირველ შემთხვევაში უნარების ჩაბარება უწევდა, აქ კი - საგნობრივის. მერე ისევ შიდა სასკოლო დაკვირვება და ესეც გადალახა. მესამე სცენარი არის, როდესაც პედაგოგი ორივე გამოცდას აბარებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ორ წელიწადში თუ პედაგოგების 25%-მა გადალახა ბარიერი, ვფიქრობ, შემდეგ ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი, ანუ 25%-ზე მეტი შეძლებს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, წელიწადში 10-12% დაწინაურებული პედაგოგი განახლებული ცოდნით ზღაპრული, არაჩვეულებრივი შედეგია. ჯეჯელავას განცხადებით, ყოველწლიურად შეეცდებიან, რომ პედაგოგთა ეს პროცენტი გაიზარდოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი