პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია "პატრონიანებისა" და "უპატრონოების" მიხედვით მიმდინარეობს?
თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია "პატრონიანებისა" და "უპატრონოების" მიხედვით მიმდინარეობს?

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის აღ­მო­სავ­ლეთ ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან 77 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 30 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­თხო­ვეს. რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს პი­რე­ბი კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში გა­და­ვიდ­ნენ და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­მუ­შაო ად­გილს და­უბ­რუნ­დეს.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გენშტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შალ­ვა ჯა­ბა­ხი­ძეც ადას­ტუ­რებს. მისი გან­მარ­ტე­ბით, უწყე­ბა­ში გა­ბე­რი­ლი შტა­ტე­ბია. მი­სი­ვე თქმით, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ი­დან ამ პი­რე­ბის და­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცესს არ უკავ­შირ­დე­ბა.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი იყოს გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი, სა­დაც იმ­სა­ხუ­რე­ბენ არა­ნაკ­ლებ ერთ კონ­ტრაქტგავ­ლი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი და ოფიც­რე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ, ძი­რი­თა­დად, სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბაც მი­ღე­ბუ­ლი და რა თქმა უნდა, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი. ეს იყო მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი არ დარ­ჩე­ბა ამ ფორ­მით, შემ­დგომ­ში, ვა­პი­რებთ მათ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა თქმა უნდა, არის გა­ბე­რი­ლი შტა­ტე­ბიც. მა­გა­ლი­თის­თვის, შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვა­ნოთ ჰა­უპ­ვახ­ტის სა­კი­თხი. რო­დე­საც, ჰა­უპ­ვახ­ტი აიკ­რძა­ლა, აღარ იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, მაგ­რამ, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში შტა­ტი არ­სე­ბობ­და… არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ ეს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან. ეს იყო ჩვე­ნი ხედ­ვა,"- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ჯა­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ოპ­ტი­მი­ზა­ცია სხვა და­ნა­ყო­ფებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლა­დაც, - სხვა­დას­ხვა მი­ნის­ტრის დროს, სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში კად­რე­ბი რომ ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ბე­რეს, ამა­ზე არა­ერ­თხელ ით­ქვა, თუმ­ცა, აქ სხვა სა­კი­თხია უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, - კერ­ძოდ ის, თუ რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად მოხ­დე­ბა ოპ­ტი­მი­ზა­ცია. უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკვე ალა­პა­რაკ­დნენ პი­რა­დი სიმ­პა­თი­ე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

ერთ-ერ­თმა სამ­ხედ­რომ, რო­მე­ლიც 2008 წლის ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევ­რია, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რო­გორც კი მისი ბრი­გა­დის უფ­როსს შან­სი მი­ე­ცა, მა­შინ­ვე ჩა­მო­აქ­ვე­ი­თა.

"გაშ­ვე­ბით ვერ გა­მიშ­ვებ­და, რად­გან 2008 წლის ომში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რი ვარ და მათ არ ეხე­ბი­ან, მაგ­რამ ისე ჩა­მო­მაქ­ვე­ი­თა, კარ­გა ხანს წინ წას­ვლის შან­სი არ მაქვს... ვერც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და­მაბ­რა­ლებ­და, ორი სამ­შვი­დო­ბო მი­სია მო­ვი­ა­რე, არა­ერ­თი წვრთნა მაქვს გავ­ლი­ლი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ, ამით­ვალ­წუ­ნა, რად­გან კოჭს არ ვუ­გო­რებ­დი... ჩემი "ბექგ­რა­უნ­დის" დამ­სა­ხუ­რე­ბით, არ და­ვი­კარ­გე­ბი, სხვა ბრი­გა­და­ში ვა­პი­რებ გა­დას­ვლას, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ბის პი­რა­დი სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ით შერ­ჩე­უ­ლი კად­რე­ბით სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად ვერ იმუ­შა­ვებს" - ამ­ბობს სამ­ხედ­რო ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

სამ­ხედ­რო­ე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, ბოლო წლებ­ში თავ­დაც­ვა ერ­თგვარ თავ­შე­სა­ფარს და­ემ­სგავ­სა, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ და­ნიშ­ნუ­ლი; ახლა კი, ოპ­ტი­მი­ზა­ცია, "პატ­რო­ნი­ა­ნებ­სა" და "უპატ­რო­ნო­ე­ბის" მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა.

"ნიკა ჯან­ღჯა­ვას და­ნიშ­ვნას შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­შიც ძა­ლი­ან დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა, რად­გან იცი­ან, რომ ის ადა­მი­ა­ნებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნიშ­ნით არ­ჩევს და ღი­პი­ან ოფიც­რებს და პოლ­კოვ­ნი­კებს თავ­ზე ხელს არ გა­და­უს­ვამს... ახლა, ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­ხედ­როს­გან მო­ვის­მი­ნე, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ან ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას­თან აპი­რებს შეხ­ვედ­რას. მეც იგი­ვეს ვა­პი­რებ... სამ­ჯერ ვარ მი­სი­ა­ში ნამ­ყო­ფი, მათ შო­რის ერაყ­შიც და ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩემი ფუნ­ქცია შე­ვას­რუ­ლე. მი­ზე­ზი ვი­კი­თხე, რად­გან ჯერ სა­პენ­სიო ასა­კის არ ვარ, - ეცა­დე, ისე წახ­ვი­დე, კომ­პენ­სა­ცია აი­ღოო, - მი­თხრეს... მე ჩემი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას პირ­ნათ­ლად ვი­ცავ­დი და მი­მაჩ­ნია, რომ ასე ერთი ხე­ლის მოს­მით გაშ­ვე­ბას არ ვიმ­სა­ხუ­რებ... - ამ­ბობს 34 წლის სამ­ხედ­რო, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

"ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ბა­ტა­ლი­ო­ნის ექი­მი, ლე­ვან ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი გა­უშ­ვეს. ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვი­და ეს ბიჭი ავ­ღა­ნე­თი­დან და ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რია, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩით, - აბა, ვინ და­ტო­ვე­სო, რად­გან სამ­ხედ­რო ექი­მებ­ში მო­ვი­კოჭ­ლებთ. იმე­დია, ეს იცის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ... ვი­ცით, რა­ტო­მაც, სხვას უჭი­რავს მის ად­გილ­ზე თვა­ლი და და­ნიშ­ნა­ვენ კი­დეც... არა­და, ეს ბიჭი კა­პი­ტა­ნია წო­დე­ბით, მთელ ბრი­გა­და­ში ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ იყო, მაგ­რამ მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა... ვისი შტა­ტიც გა­უქ­მდა, გა­სა­გე­ბია, იტყვი­ან, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად იყო შექ­მნი­ლი და უმე­ტე­სად ასეც იყო, რო­გორც კი შან­სი ჩა­უ­ვარ­დათ, ვი­ღა­ცე­ბი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გა­უშ­ვეს და მი­ზე­ზებს მო­ის­მენთ, შე­იძ­ლე­ბა და­ჯე­რე­ბაც გა­უ­ჭირ­დეს ადა­მი­ანს - მა­გა­ლი­თად, თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თან არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო, მას შე­უძ­ლია მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კად­რი აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით გა­აშ­ვე­ბი­ნოს მე­თა­უ­რო­ბას. ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბევრ რა­მეს წყვეტს და მის სი­ტყვას ენ­დო­ბი­ან. ის კი ამით სარ­გებ­ლობს... ბევ­რი რამ უსა­მარ­თლოდ ხდე­ბა, მაგ­რამ ამა­ში მი­ნის­ტრი არ არის დამ­ნა­შა­ვე, ქვე­და რგო­ლებ­ში ძალ­ზე ცუდი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა, - აქ ძა­ლი­ან ბევ­რი, ვი­ღა­ცის რე­კო­მენ­და­ცი­ით არის მო­სუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბი და­ტო­ვონ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვერ­დზე რჩე­ბი­ან", - ამ­ბობს ერთ-ერთი სამ­ხედ­რო ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

მა­რი­ამ რო­ბა­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია "პატრონიანებისა" და "უპატრონოების" მიხედვით მიმდინარეობს?

თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია "პატრონიანებისა" და "უპატრონოების" მიხედვით მიმდინარეობს?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან 77 ადამიანი, მათ შორის, 30 სამოქალაქო პირი დაითხოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ეს პირები კადრების განყოფილების განკარგულებაში გადავიდნენ და არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას, გენშტაბის უფროსის მოადგილე, შალვა ჯაბახიძეც ადასტურებს. მისი განმარტებით, უწყებაში გაბერილი შტატებია. მისივე თქმით, სამხედრო პოლიციიდან ამ პირების დათხოვნა საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაციის პროცესს არ უკავშირდება.

"ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყოს გასამხედროებული ქვედანაყოფი, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთ კონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებსაც აქვთ, ძირითადად, სამხედრო განათლებაც მიღებული და რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებულები. ეს იყო მათი გათავისუფლების მიზეზი. სამხედრო პოლიციის ბატალიონები არ დარჩება ამ ფორმით, შემდგომში, ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის გაბერილი შტატებიც. მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ ჰაუპვახტის საკითხი. როდესაც, ჰაუპვახტი აიკრძალა, აღარ იყო შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ, სამხედრო პოლიციაში შტატი არსებობდა… არავითარ კავშირში არ ეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან. ეს იყო ჩვენი ხედვა,"- განაცხადა შალვა ჯაბახიძემ.

როგორც მოსალოდნელი იყო ოპტიმიზაცია სხვა დანაყოფებშიც მიმდინარეობს და საკმაოდ მტკივნეულადაც, - სხვადასხვა მინისტრის დროს, სხვადასხვა მოტივაციით, თავდაცვის სამინისტროში კადრები რომ ხელოვნურად გაბერეს, ამაზე არაერთხელ ითქვა, თუმცა, აქ სხვა საკითხია უფრო მნიშვნელოვანი, - კერძოდ ის, თუ რამდენად ობიექტურად მოხდება ოპტიმიზაცია. უწყების თანამშრომლები უკვე ალაპარაკდნენ პირადი სიმპათიებით გადაწყვეტილების მიღებაზე.

ერთ-ერთმა სამხედრომ, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპული გმირის ოჯახის წევრია, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ როგორც კი მისი ბრიგადის უფროსს შანსი მიეცა, მაშინვე ჩამოაქვეითა.

"გაშვებით ვერ გამიშვებდა, რადგან 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი ვარ და მათ არ ეხებიან, მაგრამ ისე ჩამომაქვეითა, კარგა ხანს წინ წასვლის შანსი არ მაქვს... ვერც არაპროფესიონალიზმს დამაბრალებდა, ორი სამშვიდობო მისია მოვიარე, არაერთი წვრთნა მაქვს გავლილი, მაგრამ უბრალოდ, ამითვალწუნა, რადგან კოჭს არ ვუგორებდი... ჩემი "ბექგრაუნდის" დამსახურებით, არ დავიკარგები, სხვა ბრიგადაში ვაპირებ გადასვლას, მაგრამ ვიღაცების პირადი სიმპათია-ანტიპათიით შერჩეული კადრებით სისტემა გამართულად ვერ იმუშავებს" - ამბობს სამხედრო ჩვენთან საუბარში.

სამხედროების და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლების თქმით, ბოლო წლებში თავდაცვა ერთგვარ თავშესაფარს დაემსგავსა, სადაც ერთმანეთის ახლობლები იყვნენ დანიშნული; ახლა კი, ოპტიმიზაცია, "პატრონიანებსა" და "უპატრონოების" მიხედვით მოხდება.

"ნიკა ჯანღჯავას დანიშვნას შეიარაღებულ ძალებშიც ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან იციან, რომ ის ადამიანებს პროფესიონალიზმის ნიშნით არჩევს და ღიპიან ოფიცრებს და პოლკოვნიკებს თავზე ხელს არ გადაუსვამს... ახლა, ძალიან ბევრი სამხედროსგან მოვისმინე, რომ გათავისუფლების ან ჩამოქვეითების შემთხვევაში, მასთან აპირებს შეხვედრას. მეც იგივეს ვაპირებ... სამჯერ ვარ მისიაში ნამყოფი, მათ შორის ერაყშიც და ახლა მეუბნებიან, რომ ჩემი ფუნქცია შევასრულე. მიზეზი ვიკითხე, რადგან ჯერ საპენსიო ასაკის არ ვარ, - ეცადე, ისე წახვიდე, კომპენსაცია აიღოო, - მითხრეს... მე ჩემი ქვეყნის ღირსებას პირნათლად ვიცავდი და მიმაჩნია, რომ ასე ერთი ხელის მოსმით გაშვებას არ ვიმსახურებ... - ამბობს 34 წლის სამხედრო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"ოპტიმიზაციის ფარგლებში ბატალიონის ექიმი, ლევან ხუხუნაიშვილი გაუშვეს. ახლახან ჩამოვიდა ეს ბიჭი ავღანეთიდან და ისეთი პროფესიონალი კადრია, გაოცებული დავრჩით, - აბა, ვინ დატოვესო, რადგან სამხედრო ექიმებში მოვიკოჭლებთ. იმედია, ეს იცის ხელმძღვანელობამ... ვიცით, რატომაც, სხვას უჭირავს მის ადგილზე თვალი და დანიშნავენ კიდეც... არადა, ეს ბიჭი კაპიტანია წოდებით, მთელ ბრიგადაში ისეთი მაღალი დონის სპეციალისტი არ იყო, მაგრამ მისი პროფესიონალიზმით არავინ დაინტერესებულა... ვისი შტატიც გაუქმდა, გასაგებია, იტყვიან, რომ ხელოვნურად იყო შექმნილი და უმეტესად ასეც იყო, როგორც კი შანსი ჩაუვარდათ, ვიღაცები ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს და მიზეზებს მოისმენთ, შეიძლება დაჯერებაც გაუჭირდეს ადამიანს - მაგალითად, თუ გადაწყვეტილების მიმღებთან არის დაახლოებული შედარებით დაბალი რანგის სამხედრო, მას შეუძლია მისთვის არასასურველი კადრი აბსურდული მიზეზით გააშვებინოს მეთაურობას. ადამიანური ურთიერთობები ბევრ რამეს წყვეტს და მის სიტყვას ენდობიან. ის კი ამით სარგებლობს... ბევრი რამ უსამართლოდ ხდება, მაგრამ ამაში მინისტრი არ არის დამნაშავე, ქვედა რგოლებში ძალზე ცუდი რამეები ხდება, - აქ ძალიან ბევრი, ვიღაცის რეკომენდაციით არის მოსული და გავლენიანები ცდილობენ, თავიანთი ახლობლები დატოვონ და პროფესიონალები გვერდზე რჩებიან", - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო ჩვენთან საუბარში.

მარიამ რობაქიძე

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე