პარტნიორები:

    კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის განხილვა - ვინ დაისაჯა სტრიპტიზ კლუბში გაფლანგული სახელმწიფო სახსრების გამო?!

    კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის განხილვა - ვინ დაისაჯა სტრიპტიზ კლუბში გაფლანგული სახელმწიფო სახსრების გამო?!

    საზოგადოებას ალბათ კარგად ახსოვს, 2012 წელს პრესაში გამოქვეყნებული სკანდალური დოკუმენტები, საიდანაც ჩანდა, რომ სტრიპტიზ კლუბ "დივაში" ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანხები იყო გადარიცხული. ისიც ითქვა, რომ ეს თანხები მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი პირების გართობაში დაიხარჯა. პრესაში ანგარიშფაქტურებიც კი გამოქვეყნდა. დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ 2010 წელს კლუბ "დივას" ანგარიშზე ამ ფონდიდან 5.129 ლარი ჩაირიცხა. ეს თანხა 5 დღეში დაიხარჯა და ანგარიშფაქტურის დანართში ბილეთების რაოდენობაც კი იყო მითითებული. გაირკვა, რომ "დივას" ძირითადად 2 ადამიანი სტუმრობდა, ერთხელ კი იქ გასართობად 4 ერთად მივიდა. მათი ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ანგარიშფაქტურების მიხედვით მათი მენიუც კი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მხოლოდ 5 მაისს, ორმა ვიზიტორმა 800 ლარის "ასტონ მარტინი" შეუკვეთა, 7 მაისს კი - 400 ლარის "ასტონ მარტინი" და 300 ლარის სიგარა. ასევე, ყველა დოკუმენტში ცალკე იყო მითითებული პრივატულ მომსახურებაში გადახდილი თანხები.

    როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა ეს გახმაურებული ფაქტი შეისწავლეს და ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს ბრალიც წაუყენეს. მართალია, უკვე გამამტყუნებელი განაჩენიც გამოტანილია, მაგრამ ძალოვანებს დანაშაულში მხილებული პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ და იგი ოფიციალურად იძებნება. როგორც ჩანს, მან ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და ახლა იქიდან ადევნებს თვალყურს მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ ვერდიქტს. საინტერესო იქნებოდა ბრალდებულის ჩვენება სასამართლო პროცესზე და იმის გარკვევა, კონკრეტულად რომელი ჩინოსანი ერთობოდა "დივაში".

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სერგო ქ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლა და "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმის - 40.000 ლარის გადახდა, ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით.

    წიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 22 დეკემბრის ნომერში

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ