პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური
რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, რო­მან გო­ცი­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­რის 20,7 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რი ამ­ჟა­მად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

პო­ლი­ტი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ელექტრო­სად­გუ­რის ფრთე­ბი არ ტრი­ა­ლებს.

"30 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ფუ­ლით აშე­ნე­ბუ­ლი ფრთე­ბი გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ თუ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. გუ­შინ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სწო­რედ ამა­ზე გვქონ­და სა­უ­ბა­რი - რაში და­ი­ხარ­ჯა ამ­დე­ნი ფული თუ მას­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია უფრო ძვი­რი დაჯ­დე­ბა, ვიდ­რე იმ­პორ­ტი? ნა­ხევ­რად­ხუმ­რო­ბით ვთქვი, ხომ არ სჯო­ბია, რომ გა­ა­ჩე­როთ-მეთ­ქი. თურ­მე უკვე გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ. ამ ფა­სად ერთი მშვე­ნი­ე­რი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი აშენ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ერთი სა­უ­კუ­ნე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქვე­ყა­ნას," - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

იმის გა­სარ­კვე­ვად, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თუ არა გო­რის ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რი, allnews.ge "ქარ­თლის ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს, თორ­ნი­კე ყა­ზა­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

მისი თქმით, ელექტრო­სად­გუ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ამ­ჟა­მად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გან მას ქა­რის შე­სა­ბა­მი­სი ენერ­გია არ ჰყოფ­ნის, თუმ­ცა სად­გუ­რი ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, ხოლო მის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მხო­ლოდ მა­შინ წყდე­ბა, რო­დე­საც ქა­რის სიჩ­ქა­რე 3მ/წმ-ზე ნაკ­ლე­ბია, - "ახლა არ შე­მი­მოწ­მე­ბია, ოფის­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს, თუმ­ცა რა თქმა უნდა, თუ ქა­რის შე­სა­ბა­მი­სი სიმ­ძლავ­რე არ არის, ვერ იმუ­შა­ვებს, სწო­რედ იმი­ტომ ჰქვია ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რი, რომ ქა­რის ენერ­გია ესა­ჭი­რო­ე­ბა, რამ­დე­ნი ვი­დე­ოც არ უნდა და­დონ და ილა­პა­რა­კონ, აზრი არ აქვს," - გან­მარ­ტა თორ­ნი­კე ყა­ზა­რაშ­ვილ­მა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, გორის 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური ამჟამად არ ფუნქციონირებს.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ელექტროსადგურის ფრთები არ ტრიალებს.

"30 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ფულით აშენებული ფრთები გაუჩერებიათ თუ გაჩერებულა. გუშინ კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი - რაში დაიხარჯა ამდენი ფული თუ მასში გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იმპორტი? ნახევრადხუმრობით ვთქვი, ხომ არ სჯობია, რომ გააჩეროთ-მეთქი. თურმე უკვე გაუჩერებიათ. ამ ფასად ერთი მშვენიერი ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, რომელიც ერთი საუკუნე მოემსახურებოდა ქვეყანას," - წერს რომან გოცირიძე.

იმის გასარკვევად, ფუნქციონირებს თუ არა გორის ქარის ელექტროსადგური, allnews.ge "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თორნიკე ყაზარაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ელექტროსადგურის ფუნქციონირება ამჟამად შეჩერებულია, რადგან მას ქარის შესაბამისი ენერგია არ ჰყოფნის, თუმცა სადგური ნოემბრის შუა რიცხვებიდან აქტიურად მუშაობს, ხოლო მის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მხოლოდ მაშინ წყდება, როდესაც ქარის სიჩქარე 3მ/წმ-ზე ნაკლებია, - "ახლა არ შემიმოწმებია, ოფისში არ ვიმყოფები, შეიძლება ფუნქციონირებდეს, თუმცა რა თქმა უნდა, თუ ქარის შესაბამისი სიმძლავრე არ არის, ვერ იმუშავებს, სწორედ იმიტომ ჰქვია ქარის ელექტროსადგური, რომ ქარის ენერგია ესაჭიროება, რამდენი ვიდეოც არ უნდა დადონ და ილაპარაკონ, აზრი არ აქვს," - განმარტა თორნიკე ყაზარაშვილმა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი