პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილის ცნობილი ფოტოს ისტორია - რას იხსენებს მისი დაცვის ყოფილი უფროსი
აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილის ცნობილი ფოტოს ისტორია - რას იხსენებს მისი დაცვის ყოფილი უფროსი

გა­ზეთ "ქრო­ნი­კა+"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გე­ნე­რა­ლი თე­მურ ჯა­ნა­შია, რო­მე­ლიც ჯერ შე­ვარ­დნა­ძეს, შემ­დეგ კი სა­ა­კაშ­ვი­ლის იცავ­და, ცნო­ბი­ლი ფო­ტოს ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომის დროს მი­წა­ზე წაქ­ცე­უ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლია ასა­ხუ­ლი.

"აგ­ვის­ტოს ომის დროს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი იშ­ვი­ა­თად იყო პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში. ომის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ხში­რად დავ­დი­ო­დით საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ებ­თან ახ­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ავი­ა­ცია, რო­მე­ლიც სა­ზღვრის­პი­რა პე­რი­მეტრს ბომ­ბავ­და. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს შე­უმ­ჩნევ­ლად ვა­ტა­რებ­დით.

იმ დღეს უცხო­ე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და. გო­რის ცენ­ტრში უმარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცია იყო, ად­გილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც შეკ­რე­ბი­ლი იყო, მათ­თვის ერ­თა­დერ­თი იმე­დი პრე­ზი­დენ­ტის და­ნახ­ვა იყო, უნ­დო­დათ ენა­ხათ, რამ­დე­ნად მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ობ­და. ეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მა­შინ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლდათ.

ამ შვე­ხედ­რის დროს, უცხო­ე­ლებ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, გა­ნა­პი­რას მდგომ­მა ორმა სამ­ხედ­რომ თვითმფრი­ნა­ვი შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ე­მარ­თე­ბო­და. სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­ძა­ხი­ლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პა­ნი­კა ატყდა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც იყ­ვნენ. ამ პა­ნი­კის შემ­დეგ უს­წრა­ფე­სად გა­დავ­წყვი­ტეთ, პრე­ზი­დენ­ტი სა­ე­ვა­კუ­ა­ციო მან­ქა­ნით გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა, რად­გან, ძი­რი­თა­დი ეს­კორ­ტის მან­ქა­ნე­ბი ჩა­ხერ­გი­ლი იყო. გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს ასე­თი რამ მოხ­და: დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის წინ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით მი­დი­ო­და, ბორ­დი­ურ­თან წა­ბორ­ძიკ­და და წა­იქ­ცა, მის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი მო­დი­ო­და და უკან მოჰ­ყვე­ბო­და დაც­ვის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლიც, რო­მე­ლიც მას ზურგს უფა­რავ­და. წაქ­ცე­უ­ლი წინა თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ა­კაშ­ვილს ფე­ხებ­ში გა­ებ­ლან­და, იგი და­ე­ცა და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მთე­ლი მტე­ვა­ნი ას­ფალტზე გა­და­ი­ტყა­ვა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლის გამო აქვს კადრში ასე­თი სახე. დაც­ვის და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ინერ­ცი­ით მიყ­ვნენ მას. სხვა­თა შო­რის, მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რომ სა­ა­კაშ­ვილს ხელი შეხ­ვე­უ­ლი აქვს. სულ ეს იყო ის ეპი­ზო­დი, რო­მელ­საც ათას­გვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოჰ­ყვა. თვითმფრი­ნა­ვი თავს დაგვტრი­ა­ლებ­და, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და, ის ად­გი­ლი და­ემ­ბომ­ბა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. აი, ასეთ და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, წა­ბორ­ძი­კე­ბის შემ­დეგ, მოძ­რა­ო­ბა რომ გა­ვაგ­რძე­ლეთ, თა­ნამ­რომ­ლე­ბი გარ­შე­მო ხალ­ხს აწყნა­რებ­დნენ, რომ პა­ნი­კა არ ყო­ფი­ლი­ყო".

აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილის ცნობილი ფოტოს ისტორია - რას იხსენებს მისი დაცვის ყოფილი უფროსი

აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილის ცნობილი ფოტოს ისტორია - რას იხსენებს მისი დაცვის ყოფილი უფროსი

გაზეთ "ქრონიკა+"-სთან ინტერვიუში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალი თემურ ჯანაშია, რომელიც ჯერ შევარდნაძეს, შემდეგ კი სააკაშვილის იცავდა, ცნობილი ფოტოს ისტორიას იხსენებს, სადაც აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილია ასახული.

"აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი იშვიათად იყო პრეზიდენტის სასახლეში. ომის პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდით საბრძოლო პოზიციებთან ახლოს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ავიაცია, რომელიც საზღვრისპირა პერიმეტრს ბომბავდა. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუმჩნევლად ვატარებდით.

იმ დღეს უცხოელებთან შეხვედრა გვქონდა. გორის ცენტრში უმართავი სიტუაცია იყო, ადგილზე ძალიან ბევრი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ადგილობრივი მოსახლეობაც შეკრებილი იყო, მათთვის ერთადერთი იმედი პრეზიდენტის დანახვა იყო, უნდოდათ ენახათ, რამდენად მხნედ გამოიყურეობდა. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

ამ შვეხედრის დროს, უცხოელებთან საუბრის შემდეგ, განაპირას მდგომმა ორმა სამხედრომ თვითმფრინავი შენიშნა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოემართებოდა. სამხედროების შეძახილის შემდეგ ჟურნალისტების პანიკა ატყდა. ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივებიც იყვნენ. ამ პანიკის შემდეგ უსწრაფესად გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი საევაკუაციო მანქანით გამოგვეყვანა, რადგან, ძირითადი ესკორტის მანქანები ჩახერგილი იყო. გადაადგილების დროს ასეთი რამ მოხდა: დაცვის თანამშრომელი, რომელიც პრეზიდენტის წინ აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა, ბორდიურთან წაბორძიკდა და წაიქცა, მის შემდეგ პრეზიდენტი მოდიოდა და უკან მოჰყვებოდა დაცვის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელიც მას ზურგს უფარავდა. წაქცეული წინა თანამშრომელი სააკაშვილს ფეხებში გაებლანდა, იგი დაეცა და მარჯვენა ხელის მთელი მტევანი ასფალტზე გადაიტყავა. როგორც ჩანს, სწორედ აუტანელი ტკივილის გამო აქვს კადრში ასეთი სახე. დაცვის დანარჩენი თანამშრომლები ინერციით მიყვნენ მას. სხვათა შორის, მომდევნო დღეების კადრებში კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს ხელი შეხვეული აქვს. სულ ეს იყო ის ეპიზოდი, რომელსაც ათასგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. თვითმფრინავი თავს დაგვტრიალებდა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ის ადგილი დაემბომბა, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. აი, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, წაბორძიკების შემდეგ, მოძრაობა რომ გავაგრძელეთ, თანამრომლები გარშემო ხალხს აწყნარებდნენ, რომ პანიკა არ ყოფილიყო".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი