10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ რჩეულიშვილი მოსამართლეს - იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას
გურამ რჩეულიშვილი მოსამართლეს - იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას

6 თვეა ცი­ხე­ში ვზი­ვართ ბრალ­დე­ბის ვა­რა­უ­დის გამო და იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, რომ დე­და­ჩე­მი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა, - ამის შე­სა­ხებ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის, 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ქე­თე­ვან ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, წინა პრო­ცეს­ზე ექპერ­ტის და­კი­თხვის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა რაც შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. კერ­ძოდ, ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ექ­სპერ­ტმა ახ­სე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი თუ რო­დის მოხ­და თან­ხე­ბის გა­ტა­ნა, თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ პე­რი­ოდ­ში გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხებს პი­რა­დად ვერ გა­ი­ტან­და. ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა ასე­ვე მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლეს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე არის ორ­სუ­ლად და ასე­ვე დედა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მო­სა­მარ­თლეს თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც მი­მარ­თა.

"იუ­რისპრუ­დენ­ცი­ას­თან ბავ­შვო­ბი­დან მაქვს შე­ხე­ბა და მას­ში არ­სე­ბობს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია. მე და დე­და­ჩე­მი ვართ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო არ გა­მოგ­ვი­ტანს გა­ნა­ჩენს. 6 თვეა ცი­ხე­ში ვზი­ვართ ბრალ­დე­ბის ვა­რა­უ­დის გამო და იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე რომ დე­და­ჩე­მი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. თქვენ პირ­ვე­ლად იხი­ლავთ ჩვენს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას, იმე­დია, გა­მო­ი­ჩენთ სიმ­ტკი­ცეს და და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ ჩვენ­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გურამ რჩეულიშვილი მოსამართლეს - იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას

გურამ რჩეულიშვილი მოსამართლეს - იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას

6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე, რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი ინტერესების დამცველმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, 150 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განმარტა, წინა პროცესზე ექპერტის დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ახალი გარემოება რაც შუამდგომლობის საფუძველი გახდა. კერძოდ, ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტმა ახსენა კონკრეტული თარიღი თუ როდის მოხდა თანხების გატანა, თუმცა როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ პერიოდში გურამ რჩეულიშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად, თანხებს პირადად ვერ გაიტანდა. ჩომახაშვილმა ასევე მიმართა მოსამართლეს, გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის მეუღლე არის ორსულად და ასევე დედა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია მოთავსებული. მოსამართლეს თავად ბრალდებულმაც მიმართა.

"იურისპრუდენციასთან ბავშვობიდან მაქვს შეხება და მასში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს. 6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. თქვენ პირველად იხილავთ ჩვენს აღკვეთის ღონისძიებას, იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ