Ambebi.ge-სა და Palitratv.ge-ზე გამოქვეყნებულმა მასალამ, სადაც ვალების გამო თბილისში მომხდარ ტრაგედიაზეა საუბარი, სრულიად ქართული საზოგადოება შეძრა.
ორი შვილის მამამ, 44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა ორი კვირის წინ თავი მოიკლა. მან თვითმკვლელობამდე ბანკ "რესპუბლიკას" წერილი დაუტოვა, სადაც სთხოვს ოჯახს ვალი ჩამოაწერონ და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვონ. როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, საუბარია 27 ათასი დოლარის ოდენობის სესხზე.
Ambebi.ge ბანკ "რესპუბლიკას" დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და სიტუაციაში უმოკლეს დროში გაერკვევიან.
"ბანკი რესპუბლიკა ეხმაურება გუშინ გამოქვეყნებულ მასალას, პირველ რიგში თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო. საქმის დეტალებში უკეთ გარკვევისA და არსებული სიტუაციის დარეგულირების მიზნით, ბანკი რესპუბლიკა ახორციელებს შესაბამის კომუნიკაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და აუცილებლად დაეხმარება ოჯახს ამ მძიმე ვითარებაში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, ბანკი მუშაობს ამ საკითხზე და სიტუაციაში უმოკლეს დროში გაერკვევა," - აცხადებენ ბანკ "რესპუბლიკაში".
იხილეთ სიუჟეტი| თბილისში 2 შვილის მამამ ვალის გამო თავი ჩამოიხრჩო - რა წერია ბანკისთვის დატოვებულ უკანასკნელ წერილში