პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აგებდნენ საქართველოში ტაძრებს ყვავის სახელზე და რა ლეგენდას ჰყვებიან სხვადასხვა კუთხეში
რატომ აგებდნენ საქართველოში ტაძრებს ყვავის სახელზე და რა ლეგენდას ჰყვებიან სხვადასხვა კუთხეში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვა­ვის (ყო­რა­ნი) გა­მო­ჩე­ნას, მისი ხმის გა­გო­ნე­ბას დღე­საც­ უბე­დუ­რე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას, მო­სა­ლოდ­ნელ ხი­ფათს მი­ა­წე­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი. სო­ფელ სა­გუ­რა­მოს ახ­ლოს, წი­წა­მუ­რის ტყის გა­ნა­პი­რას, ერთი გა­ლავ­ნი­ა­ნი საყ­და­რია, ეზო­ში, სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე კი ყვა­ვის ქან­და­კე­ბა დგას - ფრთა­გაშ­ლი­ლი ფრინ­ვე­ლი თით­ქოს იქა­უ­რო­ბას და­რა­ჯობს. ცხა­დია, და­მა­ფიქ­რა ეკ­ლე­სი­ის სი­ახ­ლო­ვეს მის­მა არ­სე­ბო­ბამ, აი, რა, მი­ამ­ბეს იქა­უ­რებ­მა:

ავთო ბე­რი­ძე: -"არ ვიცი, ვინ და რო­დის გა­მოკ­ვე­თა ქვა­ში­ ფრინ­ვე­ლი, რაც თავი მახ­სოვს, აქ არის, მაგ­რამ შე­მიძ­ლია მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია გი­ამ­ბოთ: ოდეს­ღაც მთე­ლი სო­ფე­ლი,­ დიდი და პა­ტა­რა მინ­დვ­რად გამო­შლი­ლა, გლე­ხებს მა­მი­თა­დი ჰქო­ნი­ათ და ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მო­სავ­ლის აღე­ბა­ში. შრო­მა­ში გარ­თუ­ლებს ვერ შე­უმ­ჩნე­ვი­ათ, რო­გორ ჩამძვრა­ლა ცე­ცხლზე შე­მოდ­გმულ შე­ჭა­მად­ში უხ­სე­ნე­ბე­ლი და ჩა­ხარ­შუ­ლა. მო­ი­წამ­ლე­ბოდ­ნენ და სიკ­ვდი­ლი არც ერთს არ ას­ცდე­ბო­და, რომ არა უეც­რად მოფ­რე­ნი­ლი ყვა­ვი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ცხელ ქვაბ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა. ეს გლე­ხებს და­უ­ნა­ხავთ - ყვა­ვის ნა­ხარშს ხომ არ შევ­ჭამ­თო და წა­მო­უ­პირ­ქვა­ვე­ბი­ათ ქვა­ბი - ფრინ­ველ­თან ერ­თად გვე­ლიც წა­მო­ვარ­დნი­ლა.

ხალ­ხს მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მის სა­ხელ­ზე ეკ­ლე­სია აუ­შე­ნე­ბია."

სერ­გო ია­ღა­ნაშ­ვი­ლი: - ყვა­ვის ამ­ბა­ვი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და სხვა­დას­ხვა­ კუ­თხე­შიც აუ­გი­ათ მის­თვის საყ­დრე­ბი. გურ­ჯა­ან­ში, უფ­ლის­ცი­ხე­ში, ბოლ­ნის­სა და ადი­გენ­შიც არის "ყვა­ვის საყ­დრის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი, თუმ­ცა ყვა­ვის ქან­და­კე­ბა მხო­ლოდ ჩვენ­თან შე­მორ­ჩა. ლე­გენ­დებს კი ყველ­გან ერ­თნა­ირს ჰყვე­ბი­ან...

ყვა­ვის "და­ნა­შა­უ­ლი" სი­შა­ვე და ყრან­ტა­ლია

ყვა­ვი ძველ ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში უზე­ნა­ე­სი ქალღმერ­თის, ქორ­წი­ნე­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის მფარ­ვე­ლი ჰე­რას ატ­რი­ბუტ­თა­გა­ნია, სკან­დი­ნა­ვი­ურ მი­თებ­ში - სიბ­რძნის სიმ­ბო­ლო. ქარ­თულ ფოლკ­ლორ­სა და მი­თო­ლო­გი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა ხალ­ხი­სა­ში, ყვა­ვი სიკ­ვდი­ლის, ვე­რა­გო­ბი­სა და ავი ბე­დის­წე­რის სიმ­ბო­ლოა. არა­და, ჭკვ­იანი ფრინ­ვე­ლია, გა­აჩ­ნია ინ­ტე­ლექ­ტი, რაც ძა­ლი­ან ბევრ ცხო­ველ­სა და ფრინ­ველს არა აქვს. შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ქცე­ვი­სა და ხმის გა­მო­ჯავ­რე­ბა. იმავდრო­უ­ლად, ყვა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­საც უზი­ა­რე­ბენ ცოდ­ნას - სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­დეთ, რას უნდა მო­ე­რი­დონ და ა.შ. არი­ან მო­ნო­გა­მე­ბი, სა­ოც­რად ერ­თგულ­ნი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ აგებდნენ საქართველოში ტაძრებს ყვავის სახელზე და რა ლეგენდას ჰყვებიან სხვადასხვა კუთხეში

რატომ აგებდნენ საქართველოში ტაძრებს ყვავის სახელზე და რა ლეგენდას ჰყვებიან სხვადასხვა კუთხეში

საქართველოში ყვავის (ყორანი) გამოჩენას, მისი ხმის გაგონებას დღესაც­ უბედურების მოახლოებას, მოსალოდნელ ხიფათს მიაწერენ ადამიანები. სოფელ საგურამოს ახლოს, წიწამურის ტყის განაპირას, ერთი გალავნიანი საყდარია, ეზოში, საჩინო ადგილზე კი ყვავის ქანდაკება დგას - ფრთაგაშლილი ფრინველი თითქოს იქაურობას დარაჯობს. ცხადია, დამაფიქრა ეკლესიის სიახლოვეს მისმა არსებობამ, აი, რა, მიამბეს იქაურებმა:

ავთო ბერიძე: -"არ ვიცი, ვინ და როდის გამოკვეთა ქვაში­ ფრინველი, რაც თავი მახსოვს, აქ არის, მაგრამ შემიძლია მასთან დაკავშირებული ისტორია გიამბოთ: ოდესღაც მთელი სოფელი,­ დიდი და პატარა მინდვრად გამო­შლილა, გლეხებს მამითადი ჰქონიათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში. შრომაში გართულებს ვერ შეუმჩნევიათ, როგორ ჩამძვრალა ცეცხლზე შემოდგმულ შეჭამადში უხსენებელი და ჩახარშულა. მოიწამლებოდნენ და სიკვდილი არც ერთს არ ასცდებოდა, რომ არა უეცრად მოფ­რენილი ყვავი, რომელიც პირდაპირ ცხელ ქვაბში ჩავარდნილა. ეს გლეხებს დაუნახავთ - ყვავის ნახარშს ხომ არ შევჭამთო და წამოუპირქვავებიათ ქვაბი - ფრინველთან ერთად გველიც წამოვარდნილა.

ხალხს მადლიერების ნიშნად მის სახელზე ეკლესია აუშენებია."

სერგო იაღანაშვილი: - ყვავის ამბავი მთელ საქართველოში გავრცელებულა და სხვადასხვა­ კუთხეშიც აუგიათ მისთვის საყდრები. გურჯაანში, უფლისციხეში, ბოლნისსა და ადიგენშიც არის "ყვავის საყდრის" სახელით ცნობილი ეკლესიები, თუმცა ყვავის ქანდაკება მხოლოდ ჩვენთან შემორჩა. ლეგენდებს კი ყველგან ერთნაირს ჰყვებიან...

ყვავის "დანაშაული" სიშავე და ყრანტალია

ყვავი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ქალღმერთის, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი ჰერას ატრიბუტთაგანია, სკანდინავიურ მითებში - სიბრძნის სიმბოლო. ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ხალხისაში, ყვავი სიკვდილის, ვერაგობისა და ავი ბედისწერის სიმბოლოა. არადა, ჭკვ­იანი ფრინველია, გააჩნია ინტელექტი, რაც ძალიან ბევრ ცხოველსა და ფრინველს არა აქვს. შეუძლია ადამიანის ქცევისა და ხმის გამოჯავრება. იმავდროულად, ყვავები ერთმანეთსაც უზიარებენ ცოდნას - საიდან შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეთ, რას უნდა მოერიდონ და ა.შ. არიან მონოგამები, საოცრად ერთგულნი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი