Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..." - როგორ აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძე ფილმში "ფესვები"
"აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..." - როგორ აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძე ფილმში "ფესვები"

"ამ­ქვეყ­ნად იმი­ტომ გავჩნდი, რომ "ფეს­ვე­ბი" შე­მექ­მნა!" - ამ­ბობ­და გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძე... ფილ­მი 1987 წელს გა­მო­ვი­და კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე და დღე­საც ისევ ძვე­ლე­ბუ­რად აღელ­ვებს მა­ყუ­რე­ბელს. ფილმში არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნეს მსა­ხი­ო­ბებ­მა, რო­მელ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა 13 წლის ნიაზ დი­ა­სა­მი­ძეც.

"ყვე­ლა სა­დღეგ­რძე­ლოს, ბაბუ, თა­ვი­სი სიმ­ღე­რა ახ­ლავს. პირ­ვე­ლად სამ­შობ­ლოს სა­დღეგ­რძე­ლოს სვა­მენ, მერე - მან­დი­ლოს­ნე­ბის. ქა­ლებს სა­ერ­თოდ ჩვენ­ში დიდ პა­ტივს სცე­მენ.

- კა­ცებს?

- კა­ცებ­საც სცე­მენ პა­ტივს, მაგ­რამ კაც­მა ძა­ლი­ან რომ გა­გაბ­რა­ზოს, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლიც გა­არ­ტყა. ქალს ხომ ვერ ჰკად­რებ ამას?!

- რე­ი­ზა, ბაბუ?

- აუფ, შენ­გან, ბაბუ, ქარ­თვე­ლი არ გა­მო­ვა..."

ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლის ეს სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი ფილ­მი­დან "ფეს­ვე­ბი" ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს. ის პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც დოდო აბა­ში­ძის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი გმი­რის შვი­ლიშ­ვი­ლია, დღეს უკვე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე გახ­ლავთ. ეს მისი ერ­თა­დერ­თი კი­ნო­რო­ლია.

- გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძემ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს როლი მე მე­თა­მა­შა. მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი. გა­და­ღე­ბე­ბი პა­რიზ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მე კი ბე­ბია იქ მყავ­და. ფილ­მი რა­ღაც ას­პექ­ტში ჰგავს ჩემი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას (დე­დის მხრი­დან). მა­თაც იწ­ვნი­ეს ემიგ­რა­ცია. მე სერ­გი ჭი­ლა­ი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლა­ვართ, რომ­ლის მა­მაც 1921 წელს გა­ემ­გზავ­რა ემიგ­რა­ცი­ა­ში, სერ­გი იქ გა­ი­ზარ­და და დოდო აბა­ში­ძის პერ­სო­ნა­ჟის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უკან დაბ­რუნ­და. სერ­გის მშობ­ლე­ბი ვერ დაბ­რუნ­დნენ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..." - როგორ აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძე ფილმში "ფესვები"

"აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..." - როგორ აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძე ფილმში "ფესვები"

"ამქვეყნად იმიტომ გავჩნდი, რომ "ფესვები" შემექმნა!" - ამბობდა გუგული მგელაძე... ფილმი 1987 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და დღესაც ისევ ძველებურად აღელვებს მაყურებელს. ფილმში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს მსახიობებმა, რომელთა შორის აღმოჩნდა 13 წლის ნიაზ დიასამიძეც.

"ყველა სადღეგრძელოს, ბაბუ, თავისი სიმღერა ახლავს. პირველად სამშობლოს სადღეგრძელოს სვამენ, მერე - მანდილოსნების. ქალებს საერთოდ ჩვენში დიდ პატივს სცემენ.

- კაცებს?

- კაცებსაც სცემენ პატივს, მაგრამ კაცმა ძალიან რომ გაგაბრაზოს, შეიძლება ხელიც გაარტყა. ქალს ხომ ვერ ჰკადრებ ამას?!

- რეიზა, ბაბუ?

- აუფ, შენგან, ბაბუ, ქართველი არ გამოვა..."

ბაბუა-შვილიშვილის ეს სენტიმენტალური დიალოგი ფილმიდან "ფესვები" ყველას კარგად ახსოვს. ის პატარა ბიჭი, რომელიც დოდო აბაშიძის მიერ განსახიერებული გმირის შვილიშვილია, დღეს უკვე ცნობილი მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე გახლავთ. ეს მისი ერთადერთი კინოროლია.

- გუგული მგელაძემ გადაწყვიტა, რომ ეს როლი მე მეთამაშა. მაშინ 13 წლის ვიყავი. გადაღებები პარიზში მიმდინარეობდა, მე კი ბებია იქ მყავდა. ფილმი რაღაც ასპექტში ჰგავს ჩემი ოჯახის ისტორიას (დედის მხრიდან). მათაც იწვნიეს ემიგრაცია. მე სერგი ჭილაიას შვილიშვილი გახლავართ, რომლის მამაც 1921 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში, სერგი იქ გაიზარდა და დოდო აბაშიძის პერსონაჟისგან განსხვავებით, უკან დაბრუნდა. სერგის მშობლები ვერ დაბრუნდნენ...განაგრძეთ კითხვა