მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა
 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

"ჟურ­ნა­ლის­ტთა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2016 წელს 48 ჟურ­ნა­ლის­ტი და­ი­ღუ­პა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

"ჟურ­ნა­ლის­ტთა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს 48 ჟურ­ნა­ლის­ტი ან მოკ­ლეს, ან ორ­მხრი­ვი სრო­ლის და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის შუ­ა­გულ­ში და­ი­ღუ­პა, ან სა­ხი­ფა­თო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ემსხვერ­პლა.

კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის კორტნი რა­ჩის თქმით, და­ღუ­პულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სი­რი­ა­ში, იე­მენ­ში და ერაყ­ში მუ­შა­ობ­და. მხო­ლოდ სი­რი­ა­ში, რო­მე­ლიც უწყვე­ტად, ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლად ით­ვლე­ბა, 14 ჟურ­ნა­ლის­ტი და­ი­ღუ­პა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ისეთ ად­გი­ლებ­შიც, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის სა­მიზ­ნედ შერ­ჩე­ვა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ცენ­ზუ­რის და და­ში­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მებს ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, თურ­ქეთ­ში, სა­დაც, კო­მი­ტე­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ულ ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თო რი­ცხვის თით­ქმის ერთი-მე­სა­მე­დია.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრო­ფე­სო­რის სტივ რე­ი­მე­რის თქმით, 2013 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი აღარ მო­უკ­ლავთ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბის და­სა­მუნ­ჯებ­ლად რუ­სეთ­მა იმ­დე­ნი კა­ნო­ნი შე­მო­ი­ღო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოკ­ვლა არ სჭირ­დე­ბათ.

რო­გორც "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია იუ­წყე­ბა, 2016 წლის მკვლე­ლო­ბე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის, მათ შო­რის ის­ლა­მის­ტუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­დე­ნი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.

”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ინფორმაციით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი ან მოკლეს, ან ორმხრივი სროლის და საბრძოლო მოქმედების შუაგულში დაიღუპა, ან სახიფათო დავალების შესრულებას ემსხვერპლა.

კომიტეტის წარმომადგენლის კორტნი რაჩის თქმით, დაღუპულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი სირიაში, იემენში და ერაყში მუშაობდა. მხოლოდ სირიაში, რომელიც უწყვეტად, ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება, 14 ჟურნალისტი დაიღუპა.

მისივე განცხადებით, ისეთ ადგილებშიც, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის სამიზნედ შერჩევა ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის და დაშინების სხვადასხვა ფორმებს ფართოდ იყენებენ, მაგალითად, თურქეთში, სადაც, კომიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ციხეში გამომწყვდეულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვის თითქმის ერთი-მესამედია.

ჟურნალისტიკის პროფესორის სტივ რეიმერის თქმით, 2013 წლის შემდეგ რუსეთში ჟურნალისტი აღარ მოუკლავთ, მაგრამ ჟურნალისტების და კრიტიკული ხმების დასამუნჯებლად რუსეთმა იმდენი კანონი შემოიღო, რომ ჟურნალისტების მოკვლა არ სჭირდებათ.

როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია იუწყება, 2016 წლის მკვლელობების ნახევარზე მეტი, პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის ისლამისტური შეიარაღებული ორგანიზაციების ჩადენილია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"