პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა
პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა

პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც "იბე­რი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტი ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი პი­რა­დი პა­ტა­კის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კად­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცველს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მისი გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა ორი დღის წინ ბორ­ჯომ­ში მოხ­და. გას­ვი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ორ პირ­თან ერ­თად გა­უს­წორ­და, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს გა­და­ე­ცა და ძა­ლა­დო­ბის და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბაც და­ე­მა­ტა.

"19 დე­კემ­ბერს, შ.ს. ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში, სსიპ 112-დან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი გას­ვი­ან­მა გან­მარ­ტა, რომ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე საქ­მე შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ე­ცა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს და საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტი.

ამ­ჟა­მად საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, იკი­თხე­ბი­ან მოწ­მე­ე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია და ტარ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა

პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა

პოლიციელს, რომელსაც "იბერიას" ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული პოლიციელი პირადი პატაკის საფუძველზე გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

ტელეკომპანია "იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა ორი დღის წინ ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა და ძალადობის დანაშაულის კვალიფიკაციას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაც დაემატა.

"19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.

ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი