Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებებს ვერ კურნავენ საქართველოში და რის სამკურნალოდ მიემგზავრებიან ქართველები უცხოურ კლინიკებში
რა დაავადებებს ვერ კურნავენ საქართველოში და რის სამკურნალოდ მიემგზავრებიან ქართველები უცხოურ კლინიკებში

სა­ქარ­თვე­ლოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ხში­რად სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ხდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებს ვერ კურ­ნა­ვენ და რა ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე რო­მელ ქვეყ­ნებს მი­მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­დე­საც ხა­რის­ხი­ა­ნი, სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა სურთ.

უცხო­ეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ცენ­ტრის, "გლო­ბალ­მე­დის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ირი­ნა აბ­რა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ და ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს ვერ მკურ­ნა­ლო­ბენ, პა­ცი­ენ­ტე­ბი უცხო­ურ კლი­ნი­კებს მი­მარ­თა­ვენ ასე­ვე ორ­გა­ნო­ე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის.

"აპა­რა­ტუ­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს - ესე­ნია ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ფი­კურ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვს. მა­გა­ლი­თად, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, მის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ისე­თი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კურ­ნა­ვენ, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მკურ­ნა­ლო­ბა, მათი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ან," - გან­მარ­ტავს მე­დი­კო­სი.

ირი­ნა აბ­რა­მი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­გა­ნო­ე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია თით­ქმის არ ხდე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბი უცხო­ეთ­ში, ძი­რი­თა­დად, ღვიძ­ლის, ძვლის ტვი­ნი­სა და გუ­ლის გა­და­ნერგვის­თვის მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, რად­გან, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამის რე­სურ­სი არ არ­სე­ბობს. სა­ზღვარ­გა­რეთ ასე­ვე მი­დი­ან ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თა დად­გე­ნაც ჩვენ­თან ვერ ხერ­ხდე­ბა.

"არის იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც აქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად რა­ზეა სა­უ­ბა­რი, ამის თქმა რთუ­ლია, რად­გან ეს დი­აგ­ნო­ზე­ბი უცხო­ურ კლი­ნი­კებ­ში ის­მე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს აბ­რა­მი­ძე.

გარ­და ამი­სა, უცხო­ე­თის კლი­ნი­კებს, ძი­რი­თა­დად, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა­ვენ. ირი­ნა აბ­რა­მი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი ტი­პის პა­თო­ლო­გი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც, ტექ­ნი­კი­სა და აპა­რა­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბია.

"არის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ო­პე­რა­ბე­ლუ­რად რომ მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში, წინ წა­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე ონ­კო­ლო­გი­უ­რი ოფ­თალ­მო­ლო­გი­აა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სირ­თუ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად არის, მი­ზე­ზი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია," - აღ­ნიშ­ნავს ირი­ნა აბ­რა­მი­ძე და დას­ძენს, რომ მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ხში­რად, ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ის უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლო­დაც მი­მარ­თა­ვენ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ამი­სი ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი არ გა­აჩ­ნია.

"გლო­ბალ­მე­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ძი­რი­თა­დად, გერ­მა­ნი­ას, თურ­ქეთ­სა და ის­რა­ელს სტუმ­რო­ბენ.

"ამ ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, 95% კმა­ყო­ფი­ლია და გან­კურ­ნე­ბას ახერ­ხებს," - აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ტა­რი­ფებს, ირი­ნა აბ­რა­მი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პე­ცი­ენ­ტი რა პრო­ცე­დუ­რას მი­მარ­თავს და თან რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა დაავადებებს ვერ კურნავენ საქართველოში და რის სამკურნალოდ მიემგზავრებიან ქართველები უცხოურ კლინიკებში

რა დაავადებებს ვერ კურნავენ საქართველოში და რის სამკურნალოდ მიემგზავრებიან ქართველები უცხოურ კლინიკებში

საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ხშირად საზღვარგარეთ მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ხელმისაწვდომი არ არის.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელ დაავადებებს ვერ კურნავენ და რა ტიპის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ საქართველოში. ასევე რომელ ქვეყნებს მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ხარისხიანი, სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ.

უცხოეთში მკურნალობის ცენტრის, "გლობალმედის" წარმომადგენლის, ირინა აბრამიძის განცხადებით, საქართველოში, ძირითადად ნეიროქირურგიულ და ონკოლოგიურ დაავადებებს ვერ მკურნალობენ, პაციენტები უცხოურ კლინიკებს მიმართავენ ასევე ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.

"აპარატურა, რომლის საშუალებითაც ამ ოპერაციების ჩატარება და დაავადებების მკურნალობაა შესაძლებელი, საქართველოში არ არსებობს - ესენია ნეიროქირურგიული დაავადებები, რომლებიც სპეციფიკურ ჩარევას მოითხოვს. მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა, მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. არსებობს ისეთი ლოკალიზაციის სიმსივნეები, რომელთაც საქართველოში კურნავენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მკურნალობა, მათი მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია და ამიტომ პაციენტები საზღვარგარეთ მიდიან," - განმარტავს მედიკოსი.

ირინა აბრამიძის თქმით, საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაცია თითქმის არ ხდება. პაციენტები უცხოეთში, ძირითადად, ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის გადანერგვისთვის მიემგზავრებიან, რადგან, ჩვენს ქვეყანაში ამის რესურსი არ არსებობს. საზღვარგარეთ ასევე მიდიან ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომელთა დადგენაც ჩვენთან ვერ ხერხდება.

"არის იშვიათი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც აქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამის თქმა რთულია, რადგან ეს დიაგნოზები უცხოურ კლინიკებში ისმება," - აღნიშნავს აბრამიძე.

გარდა ამისა, უცხოეთის კლინიკებს, ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნების მიზნით მიმართავენ. ირინა აბრამიძის განმარტებით, ასეთი ტიპის პათოლოგიებს განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი ხელმისაწვდომობაც, ტექნიკისა და აპარატურის თვალსაზრისით, საქართველოში ნაკლებია.

"არის ისეთი დაავადებები, საქართველოში არაოპერაბელურად რომ მიიჩნევა, მაგრამ უცხოეთში, წინ წასული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ოპერაციული ჩარევა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები, ასევე ონკოლოგიური ოფთალმოლოგიაა, რასთან დაკავშირებითაც სირთულეები ძალიან ხშირად არის, მიზეზი კი საქართველოში მკურნალობის ნაკლებად განვითარებული მექანიზმია," - აღნიშნავს ირინა აბრამიძე და დასძენს, რომ მათ ორგანიზაციას, ხშირად, ბავშვთა ონკოლოგიის უცხოეთში სამკურნალოდაც მიმართავენ, რადგან საქართველოს ამისი ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია.

"გლობალმედის" ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოპერაციებისა და მკურნალობისთვის ძირითადად, გერმანიას, თურქეთსა და ისრაელს სტუმრობენ.

"ამ ქვეყნებში გამგზავრებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, 95% კმაყოფილია და განკურნებას ახერხებს," - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. რაც შეეხება ტარიფებს, ირინა აბრამიძის განმარტებით, ეს იმაზეა დამოკიდებული, პეციენტი რა პროცედურას მიმართავს და თან რომელ ქვეყანაში.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"