Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო
რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო

ფო­ტოგ­რაფ­მა ბურ­ჰან ოზ­ბი­ლიჩ­მა ან­კა­რა­ში, არტ გა­ლე­რე­ა­ში შე­ი­ა­რა, რომ რუ­სე­თის ელ­ჩის ან­დრეი კარ­ლო­ვის­თვის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო. გა­ლე­რეა მის ოფის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ელ­ჩის სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს შავ შარ­ვალ-კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა მა­მა­კაც­მა ია­რა­ღი ამო­ი­ღო და დიპ­ლო­მატს ეს­რო­ლა.

გა­მო­ფე­ნა­ზე რუ­სე­თის ფო­ტო­ე­ბი იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად კაც­მა ია­რა­ღი ამო­ი­ღო, ხალ­ხმა იფიქ­რა, რომ ეს შოუს ნა­წი­ლი იყო. მაგ­რამ მკვლელ­მა წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. გა­ლა­რე­ა­ში შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი კუ­თხე­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ი­ყუ­ჟა.

"შე­მე­შინ­და, და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ კე­დელ­თან სტენ­დს ამო­ვე­ფა­რე და ჩემი საქ­მე გა­ვა­კე­თე: ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე" - ჰყვე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი.

"რო­დე­საც გა­ლე­რე­ა­ში შე­ვე­დი, ელჩი უკვე სი­ტყვით მო­დი­ო­და. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, რომ გა­და­მე­ღო. თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობ­და. მახ­სოვს, ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი მშვი­დი და თა­ვა­ზი­ა­ნია-თქო. შემ­დეგ სრო­ლის ხმა გა­ის­მა და შე­ნო­ბა­ში პა­ნი­კა ატყდა.

ელჩი ძირს და­ვარ­და, მის ირ­გვლივ სის­ხლი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე წამი დამ­ჭირ­და, რომ მივმხვდა­რი­ყა­ვი რა მოხ­და. კაცი ჩემს თვალ­წინ მოკ­ვდა. თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ამოძ­რა­ვებ­და მსრო­ლელს. შემ­დეგ რო­გორც მი­თხრეს, ალე­პო­ში რუ­სე­ბის ბომბდამ­შე­ნე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იძია შური. ალაჰუ აკბარ - და­იყ­ვი­რა, ძა­ლი­ან აჟი­ტი­რე­ბუ­ლი იყო. გა­ვი­ფიქ­რე, რომ მე ჩემი საქ­მე უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ვერ გა­ვიქ­ცე­ო­დი ფო­ტო­მა­სა­ლის გა­რე­შე. ის კო­ლე­გე­ბი გა­მახ­სენ­და, რომ­ლე­ბიც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას სა­ო­მარ ზო­ნებ­ში და­ი­ღუპ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კაცი ძა­ლი­ან აჟი­ტი­რე­ბუ­ლი იყო, სა­კუ­თარ თავს აკონ­ტრო­ლებ­და. დაც­ვამ გვი­თხრა, რომ ტე­რი­ტო­რია დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. მა­ლე­ვე და­ი­წყო პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ცია. თავ­დამ­სხმე­ლი მა­ლე­ვე მოკ­ლეს. რო­დე­საც სახ­ლში ფო­ტო­ე­ბის შეს­წო­რე­ბა და­ვი­წყე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მსრო­ლე­ლი ელ­ჩის უკან იდგა, მე­გო­ბა­რი­ვით ან დაც­ვა­სა­ვით"- ჰყვე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ: რო­გორ ეს­ვრის მკვლე­ლი რუ­სე­თის ელჩს - ინ­ტერ­ნეტ­ში თავ­დას­ხმის ვი­დე­ო­კად­რე­ბი გავ­რცელ­და

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო

რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო

ფოტოგრაფმა ბურჰან ოზბილიჩმა ანკარაში, არტ გალერეაში შეიარა, რომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვისთვის ფოტოები გადაიღო. გალერეა მის ოფისთან ახლოს მდებარეობს. ელჩის სიტყვით გამოსვლის დროს შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო და დიპლომატს ესროლა.

გამოფენაზე რუსეთის ფოტოები იყო გამოტანილი. როდესაც მოულოდნელად კაცმა იარაღი ამოიღო, ხალხმა იფიქრა, რომ ეს შოუს ნაწილი იყო. მაგრამ მკვლელმა წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა ჩაიდინა. გალარეაში შეკრებილი ხალხი კუთხეში შეშინებული მიიყუჟა.

"შემეშინდა, დავიბენი, მაგრამ კედელთან სტენდს ამოვეფარე და ჩემი საქმე გავაკეთე: ფოტოები გადავიღე" - ჰყვება ფოტოგრაფი.

"როდესაც გალერეაში შევედი, ელჩი უკვე სიტყვით მოდიოდა. მივუახლოვდი, რომ გადამეღო. თავის სამშობლოზე სიყვარულით საუბრობდა. მახსოვს, ვიფიქრე, როგორი მშვიდი და თავაზიანია-თქო. შემდეგ სროლის ხმა გაისმა და შენობაში პანიკა ატყდა.

ელჩი ძირს დავარდა, მის ირგვლივ სისხლი არ შეინიშნებოდა. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი რა მოხდა. კაცი ჩემს თვალწინ მოკვდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ამოძრავებდა მსროლელს. შემდეგ როგორც მითხრეს, ალეპოში რუსების ბომბდამშენების შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის იძია შური. ალაჰუ აკბარ - დაიყვირა, ძალიან აჟიტირებული იყო. გავიფიქრე, რომ მე ჩემი საქმე უნდა შემესრულებინა. ვერ გავიქცეოდი ფოტომასალის გარეშე. ის კოლეგები გამახსენდა, რომლებიც ფოტოების გადაღებისას საომარ ზონებში დაიღუპნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცი ძალიან აჟიტირებული იყო, საკუთარ თავს აკონტროლებდა. დაცვამ გვითხრა, რომ ტერიტორია დაგვეტოვებინა. მალევე დაიწყო პოლიციის ოპერაცია. თავდამსხმელი მალევე მოკლეს. როდესაც სახლში ფოტოების შესწორება დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ მსროლელი ელჩის უკან იდგა, მეგობარივით ან დაცვასავით"- ჰყვება ფოტოგრაფი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ: როგორ ესვრის მკვლელი რუსეთის ელჩს - ინტერნეტში თავდასხმის ვიდეოკადრები გავრცელდა

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"