პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია" - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოსაღებად
"შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია" - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოსაღებად

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­მა (Coreper) და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მიერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან 13 დე­კემ­ბერს მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"მას შემ­დეგ, რაც შე­თან­ხმე­ბა მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­მა და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს სა­ხე­ლით, რე­გუ­ლა­ცია გა­და­ე­ცე­მა ევ­რო­პარ­ლა­მენტს კენ­ჭისყ­რის­თვის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით და შემ­დგომ ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მის მი­სა­ღე­ბად", - გან­მარ­ტე­ბუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 13 დე­კე­მე­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ მი­აღ­წი­ეს პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბა.

"ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­ში მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­მა მწვა­ნე შუქი აუნ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე! მად­ლო­ბა სლო­ვა­კეთს, სლო­ვა­კე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს მი­როს­ლავ ლა­ი­ჩაკს. შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტია", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე.

რე­გუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, დღეს გა­ი­მარ­თა ევ­რო­კავ­ში­რის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის (COREPER) შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე.

შეხ­ვედ­რის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და 539/2001 რე­გუ­ლა­ცი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბის სა­ბო­ლოო ტექ­სტის დამ­ტკი­ცე­ბა, რო­მე­ლიც 13 დე­კემ­ბერს შე­თან­ხმდა ევ­რო­კო­მი­სი­ას, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს შო­რის და ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას.

"მი­ვე­სალ­მე­ბით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­სა­ღე­ბად.

შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის თა­ნახ­მად, რე­გუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის სა­ბო­ლოო ტექსტს კენ­ჭს უყ­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და სა­ში­ნაო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტი (LIBE).

ამის შემ­დეგ, გა­ი­მარ­თე­ბა კენ­ჭისყრა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის უახ­ლო­ეს პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე, რის შემ­დე­გაც, გა­ნახ­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას ფორ­მა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცებს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ რე­გუ­ლა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი ამოქ­მედ­დე­ბა შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლას­თან ერ­თად.

იმე­დი გვაქვს, რომ დარ­ჩე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დას­რულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ ევ­რო­კავ­ში­რის/ შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მით (90 დღე 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში)", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტი (LIBE) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს შო­რის 13 დე­კემ­ბერს მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე კენ­ჭს 12 იან­ვარს უყ­რის, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის (LIBE) "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია" - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოსაღებად

"შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია" - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოსაღებად

ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

"მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად", - განმარტებულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

"ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე! მადლობა სლოვაკეთს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს. შემდეგი გაჩერება ევროპარლამენტია", - წერს სოციალური ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

რეგულაციის ცვლილების დამტკიცებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის დამტკიცება, რომელიც 13 დეკემბერს შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის და ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

"მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს 12 იანვარს უყრის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) "ტვიტერის" გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."