პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დიპლომი საზღვარგარეთ გადგება ძალიან ადვილად" - ფარული კადრები, თუ როგორ ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ტექნიკურ უნივერსიტეტში
"ეს დიპლომი საზღვარგარეთ გადგება ძალიან ადვილად" - ფარული კადრები, თუ როგორ ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ტექნიკურ უნივერსიტეტში

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყალ­ბი დიპ­ლო­მის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი სუ­ლი­კო კ. და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი სე­ვე­რი­ან კ. და­ა­კა­ვეს.

ნა­ხეთ ვი­დეო| სუს-ი მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს, რო­გორ გა­დას­ცემ­დნენ ყალბ დილპ­ლო­მებს

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სორ­მა სუ­ლი­კო კ. მ და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა სე­ვე­რი­ან კ.-მ და­ამ­ზა­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე გა­ა­სა­ღეს ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რის ყალ­ბი დიპ­ლო­მი.

"აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ყალ­ბი დიპ­ლო­მის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქეს მოს­თხო­ვეს 2000 აშშ დო­ლა­რი, 500 აშშ დო­ლა­რი წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვეს, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი 1500 აშშ დო­ლა­რი გა­მო­არ­თვეს ყალ­ბი დიპ­ლო­მის გა­და­ცე­მის დროს, რა დრო­საც ისი­ნი სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 3 წლამ­დე).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს დიპლომი საზღვარგარეთ გადგება ძალიან ადვილად" - ფარული კადრები, თუ როგორ ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ტექნიკურ უნივერსიტეტში

"ეს დიპლომი საზღვარგარეთ გადგება ძალიან ადვილად" - ფარული კადრები, თუ როგორ ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ტექნიკურ უნივერსიტეტში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს.

ნახეთ ვიდეო| სუს-ი მამხილებელ ვიდეომასალას ავრცელებს, როგორ გადასცემდნენ ყალბ დილპლომებს

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა სულიკო კ. მ და დაცვის თანამშრომელმა სევერიან კ.-მ დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი.

"აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვეს, ხოლო დარჩენილი 1500 აშშ დოლარი გამოართვეს ყალბი დიპლომის გადაცემის დროს, რა დროსაც ისინი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი