პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ
მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ

მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მკვლე­ლო­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქტს გმო­ბენ.

"მტკი­ცედ ვგმობ ან­კა­რა­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მკვლე­ლო­ბას", - და­წე­რა "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა.

"ტვი­ტე­რის" მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა აღ­ნიშ­ნულ ტე­რო­რის­ტულ აქტს ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიც.

"ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს სერ­გეი ლავ­როვს ელ­ჩის, კარ­ლო­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მკვლე­ლო­ბის გამო", - წერს ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნი.

რუ­სე­თის ელ­ჩის მკვლე­ლო­ბა დაგ­მო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მარ­ტინ შულცმაც.

"მტკი­ცედ ვგმობ თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის, ან­დრეი კარ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბას. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მისი ოჯა­ხის წევ­რებს", - წერს მარ­ტინ შულ­ცი.

ფრან­გი "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა ფრან­სუა ფი­ი­ონ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც არა­სო­დეს დი­ა­ლოგს უნდა ჰქონ­დეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რათა ბოლო მო­ე­ღოს სი­რი­ა­ში კონ­ფლიქტს.

"მტკი­ცედ ვგმობ ამ ტე­რო­რის­ტულ აქტს და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რუ­სე­თის ელ­ჩის ოჯა­ხის წევ­რებს. რო­გორც არა­სო­დეს დი­ა­ლოგს უნდა ჰქონ­დეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რათა ბოლო მო­ე­ღოს სი­რი­ა­ში კონ­ფლიქტს", - ამ­ბობს ფრან­სუა ფი­ი­ო­ნი.

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის ლი­დე­რი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კან­დი­და­ტი მა­რინ ლე პენი ასე­ვე უცხა­დებს სამ­ძი­მარს რუს ხალ­ხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე.

"გულ­წრფე­ლად ვუ­თა­ნაგ­რძნობ რუს ხალ­ხს ან­კა­რა­ში რუ­სე­თის ელ­ჩის, ან­დრეი კარ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის გამო", - წერს მა­რინ ლე პენი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ

მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ

მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ.

"მტკიცედ ვგმობ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობას", - დაწერა "ტვიტერის" პირად გვერდზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

"ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა აღნიშნულ ტერორისტულ აქტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიც.

"ევროკავშირის სახელით სამძიმარი გამოვუცხადე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ელჩის, კარლოვის წარმოუდგენელი მკვლელობის გამო", - წერს ფედერიკა მოგერინი.

რუსეთის ელჩის მკვლელობა დაგმო ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმაც.

"მტკიცედ ვგმობ თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს", - წერს მარტინ შულცი.

ფრანგი "მემარჯვენეების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა კი აღნიშნა, რომ როგორც არასოდეს დიალოგს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რათა ბოლო მოეღოს სირიაში კონფლიქტს.

"მტკიცედ ვგმობ ამ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს ვუცხადებ რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის ელჩის ოჯახის წევრებს. როგორც არასოდეს დიალოგს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რათა ბოლო მოეღოს სირიაში კონფლიქტს", - ამბობს ფრანსუა ფიიონი.

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი მარინ ლე პენი ასევე უცხადებს სამძიმარს რუს ხალხს სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე.

"გულწრფელად ვუთანაგრძნობ რუს ხალხს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო", - წერს მარინ ლე პენი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"